შეთავსება
ლომი
კირჩხიბი
შეთავსება

თავსებადობა - 71%. ეს არის წყლისა და ცეცხლის კავშირი, რომელიც ძალიან მგრძნობიარე და ვნებიანია.

სიყვარული

სასიყვარულო ურთიერთობა ქალ-ლომსა და მამაკაც-კირჩხიბს შორის მარტივი არ იქნება. საქმე იმაშია, რომ საწინაარმდეგო სქესში ისინი განსხვავებულ თვისებებს ეძებენ. ემოციურად, ქალი-ლომი არის ნათელი გრძნობები, მამაკაცი-კირჩხიბი კი სიღრმისეული სინაზე, რომელიც განწყობილია ინტიმურ ურთიერთობებზე და სასიყვარულო კავშირს ის სერიოზულად აღიქვამს, მაგრამ ძალიან უჭირს საკუთარ თავის წარმოჩენა ამ მხრივ. ამიტომ, მას ძალიან სჭირდება ქალი-ლომის ინტენსიური ემოციები.

ტემპერამენტის სხვაობის მიუხედავად, ორივე უფრო ემოციურია, ვიდრე რაციონალური, შესაბამისად, საუკეთესოდ გამოსდით ფლირტი. ზოგადად, რომანტიკული ურთიერთობები ეს ის ფეროა, სადაც ერთად თავს კარგად გრძნობენ. მაგრამ ურთიერთობის უფრო სერიოზულ ეტაპზე რომ გადავიდნენ, ძალიან უნდა მოინდომონ.

სექსი

ამ წყვილს შორის სექსი შეიძლება ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყოს. მამაკაც-კირჩხიბს შეუძლია როგორც საკუთარი, ისე პარტნიორი ქალის სურვილების ღრმად შეგრძნება და ურთიერთობაში ჰარმონის შეტანა. ქალი-ლომი ამის გამო მადლიერი იქნება და მაქსიმალურად კმაყოფილს დატოვებს თავისი სექსუალური შესაძლებლობებით. საწოლში თავსებადობის გამო, მათი ურთიერთობა გაგრძელდება დიდხანს და სტაბილურად.

ქორწინება და ოჯახი

თუ წყვილი დაქორწინებას გადაწყვეტს, შეიძლება საკმაოდ კარგად გაართვან თავი ოჯახურ ცხოვრებას. თუმცა, პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით აუცილებლად გაჩნდება. ძირითადად იმის გამო, რომ ორივეს გადაჭარბებული მოლოდინები ექნება. მამაკაცი-კირჩხიბი საუკეთესო მეოჯახეა, თუმცა, კლასიკური მამაკაცისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს: აკლია პრაქტიკულობა და სიმტკიცე, ასევე, ფულის გამომუშავება მის პრიორიტეტებში არ შედის. სამაგიეროდ, შეუძლია იყოს ოჯახის საყრდენი, ამის ტრადიციული გაგებით. 

ქალი-ლომი თავის მხრივ ძალიან კარგი მეოჯახეა, თუმცა, მისთვის დამღლელი და საწყენი იქნება ის ფაქტი, რომ ოჯახისთვის უფრო მეტის გაკეთება მოუწევს, ვიდრე მამაკაც-კირჩხიბს. 

მეგობრობა

მათ შორის მეგობრობა სასიამოვნო პროცესია, თუმცა გარკვეული ნაკლოვანებით, რადგან ორივე სხვადასხვა რითმით ცხოვრობს და ერთმანეთთან “დამთხვევა” გაუჭირდებათ. რა მომენტშიც ქალ-ლომს გართობა და აქტივობა მოუნდება, მამაკაცი-კირჩხიბი ისურვებს მარტო ყოფნას და საკუთარ ფიქრებთან დარჩენას. თუ შეძლებენ ერთმანეთის ასეთი განსხვავებული ხასიათის მიღებას და უპირობო მხარდაჭერას - მეგობრობა შედგება.

სამსახური და ბიზნესი

მუშაობის პროცესში ზოდიაქოს ორივე ნიშანი ძალიან განსხვავებულია. ქალ-ლომს უყვარს ემოციური და აქტიური რითმი, კარგად და სწრაფად ამყარებს კავშირს ადამიანებთან და ესმის რა სურს მათ. მამაკაცი-კირჩხიბი უფრო საქმის არსში იძირება და ძალიან უჭირს ერთი საკითხიდან მეორეზე გადართვა. თუ შრომის პროცესში ლომი დაკავდება ისეთი საკითხებით, რასაც სრული კონცენტრაცია არ სჭირდება, ხოლო კირჩხიბი მიხედავს დეტალებს - მაშინ თანამშრომლობა ან საერთო საქმის წარმართვა უპრობლემოდ გამოუვათ.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება