თავსებადობა - 98%. ორივე ნიშანი ცეცხლოვანი და რთულია. ერთმანეთთან თავს კარგად იგრძნობენ, მაგრამ პრობლმეებიც არ მოაკლდებათ.
ქალი-ლომის და მამაკაცი-მორიელის ურთიერთობა ღრმა და ემოციებით სავსე იქნება. ლომს უყვარს როცა ერთადერთია, მორიელი კი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქალი-ლომი ამ გრძნობამ არასოდეს დატოვოს. ყურადღებას არ მოაკლებს და ემოციურადაც სულ ტონუსში ეყოლება. პრობლემები შეიძლება გაჩნდეს სიყვარულში სხვადასხვა ინტერესის ქონის გამო. მამაკაცი-მორიელი შეიძლება გაანაწყენოს ქალი-ლომის საკუთარი თავისადმი ზედმეტმა ყურადღებამ. ხშირად ქალი-ლომის მხრიდან შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს მორიელის გრძნობები, რაც უსიამოვნებების საფუძველი გახდება. თუმცა, ყველა ამ წვრილმანი პრობლემების გათვალისწინებითაც კი, მათი სასიყვარულო ურთიერთობა დიდხანს გასტანს ძლიერი გრძნობების არსებობის გამო.
ქალი-ლომის და მამაკაცი-მორიელის ინტიმური ურთიერთობა იქნება ძალიან აქტიური და ვნებიანი. ლომი ცეცხლის ნიშანია, მორიელი კი წყლის. ორივეს ტემპერამენტი თანხვედრია - ხშირ შემთხვევაში ქოლერიკული და იმპულსური. ისინი სექსში გამოიყენებენ ყველა შესაძლო ფორმას და საშუალებას, რაც მძაფრ შეგრძნებებს მოუტანთ. იდეებს მოძებნიან ფილმებში, წიგნებში, ჟურნალებსა და საკუთარ ფანტაზიებში. კომფორტზე ქალი-ლომი იზრუნებს, რადგან მამაკაცი-მორიელი ამქვეყნიურ საკითხებზე ფიქრით დიდად არ იწუხებს თავს, ლომისთვის კი ეს საკითხი მნიშნველოვანია.
თუ ისინი დაქორწინდებიან, ცხოვრება მშვიდი ნამდვილად არ ექნებათ, რადგან ორივეს ფეთქებადი ხასიათი აქვს. ქალი-ლომი შესანიშნავი დიასახლისია და შეუძლია გონივრულად გაუძღვეს საოჯახო საქმეს. მამაკაცი-მორიელი პრაგმატული ქმარი იქნება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისი ოჯახი უზრუნველყოფილი იყოს მატერიალურად.
მათ შორის მეგობრობა ძალიან თბილი და ურთიერთგაგებაზე აგებულია. ყველა საკითხში შეძლებენ კომპრომის ნახვას და შეთანხმების მიღწევას, თუმცა, წამყვანი როლი ექნება მამაკაც-მორიელს. სამაგიეროდ, ქალი-ლომი მორიელს დაეხმარება მისი ჩაკეტილი ნატურის გახსნაში, რის გამოც, მას საკმაოდ უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. როცა საჭირო იქნება, ლომი გაართობს და მოდუნების საშუალებას მისცემს მუდმივად დაძაბულ მორიელს. ორივე ძალიან აქტიური პიროვნებაა, ამიტომ, თავისუფლად შეძლებენ საერთო ინტერესების პოვნას, განსაკუთრებით სპორტის და ხელოვნების სფეროში.
თუ ქალი-ლომი და მამაკაცი-მორიელი ერთან მუშაობენ - მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი პროექტი და საქმე, ყოველთვის კარგი შედეგის მომტანი იქნება. რა სფეროშიც არ უნდა იყვნენ, შეძლებენ გრანდიოზული შედეგების მიღწევას, მხოლოდ, იმ პირობით, თუ ერთმანეთის ხასიათის თავისებურებებს გაიგებენ და გაითვალისწინებენ. ლომი უკეთესად მუშაობს კოლექტივში - თანამოაზრეებთან, ხოლო მორიელს იდივიდუალური შრომა ურჩევნია, მაგრამ მორიელის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ლომი ყოველთვის ეცდება მის ჩართვას გუნდურ პროცესებში.
კარგი იქნება, თუ ერთმანეთის მუშაობის სტილს გაითვალისწინებენ, ეს განსაკუთრებით ლომს ეხება: მან ნაკლებად უნდა შეაწუხოს მორიელი-მამაკაცი, როცა ის დაკავებულია საქმით.