შეთავსება
ლომი
თევზები
შეთავსება

თავსებადობა - 83%. ქალი-ლომი ძალიან ემოციური და აქტიურია, მამაკაცი-თევზები - რბილი, მორიდებული და ფაქტიურად არ გამოხატავს ემოციებს. წესით, მათ ერთად კარგად უნდა იგრძნონ თავი.

სიყვარული

სასიყვარულო ურთიერთობაში ქალი-ლომი და მამაკაცი-თევზები საკმაოდ ბევრი სირთულის წინაშე აღმოჩნდებიან, რადგან ლომი მიჩვეულია ყურადღებას და ყოველთვის აქტივობის ცენტრში ყოფნას, თევზები კი მუმივად დამკვირვებლის და მომლოდინის როლშია. არასოდეს ცდილობს საკუთარი რეალური ემოციები აჩვენოს თუნდაც საყვარელ ადამიანს, ეს ქცევა კი ძალიან აღიზიანებს ქალ-ლომს. საოცარი ისაა, რომ რაც უფრო მეტად ცდილობს ქალი-ლომი ჩაწვდეს მამაკაცი-თევზების გრძნობებს, მით უფრო მეტად უყვარდება ის.

სწორედ აქედან იწყება მათი ურთიერთობა, რომელშიც მამაკაცი-თევზები თავს გრძნობს ცხოვრების საჩუქრად, ხოლო ქალი-ლომი მისი გულის დამპყრობლად. ასეთი ვითარება ყოველთვის არ დააკმაყოფილებს მათ ემოციურ მოთხოვნილებებს, რადგან ლომი ცოტა იმედგაცრუებული დარჩება და თევზებსაც გარკვეული უკმარისობის გრძნობა დაეუფლება, თუმცა, სასიყვარულო კავშირს მაინც გააგრძელებენ.

სექსი

ამ წყვილის ინტიმური ცხოვრება ცოტა გაუგებარია. აქტივობის მთავარი სულის ჩამდგმელი იქნება ლომი, უცნაურობების შემოქმედი კი თევზები. ბუნებრივად თანდაყოლილი ტემპერამენტის წყალობით, ქალი-ლომი შეძლებს გაააქტიუროს ემოციურად ცივი თევზები. ზოგჯერ ეს ქალ-ლომს ძალიან დაღლის, თუმცა მიხვდება რა, რომ მამაკაც-თევზებს სწორედ ეს მოსწონს მასში, კიდევ უფრო მეტი ჟინით იაქტიურებს, რაც საბოლოო ჯამში მათ სექსუალურ ცხოვრებას ძალიან პიკანტურს გახდის.

ქორწინება და ოჯახი

თუ ისინი დაქორწინდებიან, წამყვანი ფიგურა ოჯახში რა თქმა უნდა იქნება ქალი-ლომი, რომელიც ხელში აიღებს ძალაუფლებას და წარმატებით წაუძღვება ოჯახს, რაშიც მეუღლე თევზები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამით ის საკუთარ თავს დააკნინებს ან არ აინტერესებს პროცესში მონაწილეობა. უბრალოდ, მამაკაცმა-თევზებმა კარგად იცის ქალი-ლომის დემონსტრაციულობისადმი სიყვარული და გაგებით მოეკიდება იმ სიტუაციასაც, როცა ქალი-ლომი ზედმეტად მომთხოვნი და მკაცრი იქნება. იმის წყალობით, რომ მამაკაცი-თევზები ძალიან მომთმენი და ამტანია, ამ წყვილის ოჯახი იქნება მყარი. ასევე, ქალი-ლომის უდიდესი ენერგიით და მონდომებით, ეს კავშირი გაგრძელდება მთელი ცხოვრება.

მეგობრობა

მათ შორის მეგობრობა საკმაოდ შესაძლებელია. აზრისა და გამოცდილების გაცვლა მათ მხოლოდ სიამოვნებას გვრის. ქალი-ლომი და მამაკაცი-თევზები ყოველთვის მზად იქნებიან მხარი დაუჭირონ ერთმანეთს. მათი მეგობრობა შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ - ამ წყვილს ერთმანეთის საუკეთესოდ ესმის და უდიდეს პატივისცემას გამოხატავენ.

სამსახური და ბიზნესი

ერთად მუშაობის შემთხვევაში, წამყვანი როლი ექნება ქალ-ლომს. თუმცა, ეს კარგიცაა, რადგან მამაკაც-თევზებს სამსახურსა და ბიზნესში ძლიერი მმართველი ხელი სჭირდება. რეკომენდირებულია შემოქმედებით სფეროში აქტიურობა, სადაც ორივეს შეუძლია საკუთარი თავის მაქსიმალურად აკრგი კუთხით წარმოჩენა. თევზებს უყვარს ფანტაზიორობა, ლომი კი მშვენივრად ახდენს სხვისი ფანტაზიის რეალიზებას.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება