თავსებადობა - 87%. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის “სამეფო” წყვილი. დედებისთვის შეჯიბრში გამარჯვებულის გარკვევა გაუჭირდებათ, თუმცა, ერთმანეთისთვის ნამდვილად კარგი პარტნიორობის გაწევა შეუძლიათ.
ორი ლომის ურთიერთობა თეატრს გავს. ორივეს ძალიან უყვარს საკუთარი თავი და შეყვარებულის როლში ყოფნა. სწორედ ამიტომ, როცა ერთმანეთს შეხვდებიან, საკუთარი თავის ვერსიას ხედავენ - სანახაობა ორივეს ითრევს და ატყვევებს. სასიყვარულო ურთიერთობა ორ ლომს შორის არის დაუვიწყარი და ძალიან მყარი.
მათ ერთმანეთი ძალიან სწრაფად უყვარდებათ, თუმცა, ლომების უმრავლესობა დიდხანს აკვირდებიან ერთმანეთს და უჭირთ იმის დაჯერება, რომ პარტნიორი მათი იდენტურია. ზოგჯერ ასეთმა მსგავსებამ, შეიძლება გარკვეული პრობლმებიც გააჩინოს, მაგალითად, გაართულოს ეგოიზმთან გამკლავება, პრობლემა გახდეს ერთმანეთისთვის დათმობა და ა.შ. ასეთ დროს, მესამე პირი, რომელიმეც ახლო მეგობარი, ძალიან დაეხმარებათ სიტუაციის დალაგებაში. ერთი სიტყვით, მათი ურთიერთობა რამდენად კარგიცაა, იმდენად პროვოკაციულია.
რამდენადაც ლომი შემოქმედებითი, მოსიყვარულე და სექსუალურია, მარტივი წარმოსადგენია როგორი იქნება ორი ლომის ინტიმური კავშირი. მათ არ სჭირდებათ ზედმეტი ახსნა-განმარტებები, რადგან ორივემ კარგად იცის რა სურთ და სასწრაფოდ მოყავთ მოქმედებაში საკუთარი სექსუალური სურვილები და გეგმები. სექსი მათ შორის იქნება სტიქიური მოვლენის მსგავსი, ცეხლოვანი და განუმეორებელი. ამ წყვილისთვის ასტროლოგების რეკომენდაციაა ისწავლონ ერთმანეთისთვის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ინტიმური ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს.
თუ ლომები ურთიერთობას დააკანონებენ, ის იქნება იტალიური ოჯახის მსგავსი - სადაც მუდმივად ისმის ხმამაღალი საუბარი და კამათი. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს უყვარს საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება, წყენას გულში არასოდეს ჩაიდებენ და ყველა პრობლემას მყისიერად მოაგვარებენ. ხშირი ჩხუბის მიუხედავად, მათი ოჯახური კავშირი შეიძლება იყოს მყარი, რადგან ყოველთვის ახერხებენ ვნებიანად შერიგებას. ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მას შემდეგ, როცა ერთ-ერთ მათგანს პარტნიორის გამო საკუთარი ინტერესების დათმობა მოუწევს - მაგალითად, სამსახურის გამო საცხოვრებლის გამოცვლა. თუმცა, დათმობების და მოლაპარაკების პირობებში, ასეთი საკითხებიც უმტკივნეულოდ ჩაივლის.
თუ ორი ლომი დამეგობრდება - ეს უსასრულოდ გაგრძელდება. მათ შეუძლიათ უამრავი მიზეზი იპოვონ ან მოიგონონ ერთად ყოფნის, საუბრის, გართობისა და დროის გატარებისთვის. გარდა ამისა, მათ აქვთ საერთო ინტერესები - ორივე შემოქმედებითი ადამიანია. მთავარი პრობლემა მეგობრულ ურთიერთობაშიც შეიძლება იყოს იგივე, რაც სასიყვარულო კავშირში - დათმობა. თუმცა, თავს იმდენად კომფორტულად გრძნობენ ერთად, რომ პერიოდული კამათი მათ მეგობრობაზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.
შემოქმედებითი პროექტები არის ის მიმართულება, სადაც ორი ლომის თანამშრომლობას და ბიზნეს-პარტნიორობას წარმატება ელის. მათ ძალიან კარგად ესმით რა სურთ ადამიანებს, რა განწყობები, გრძობები და მისწრაფებები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ლომები ვერ დაიკვეხნიან რაციონალური აზროვნებით და საკითხისთვის გვერდიდან შეხედვის უნარით, მათ აქვთ მნიშვნელოვანი თვისება - შეუპოვრები არიან და საქმეს სანამ ბოლომდე არ მიიყვანენ არ ჩერდებიან. ერთიანი ძალებით ისინი მოიზიდავენ საჭირო ადამიანებს და იპოვნიან ყველა გზას და საშუალებას, ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად ნებისმიერ სფეროში.