თავსებადობა - 90%. ქალი-ლომიც და მამაკაცი-მშვილდოსანიც თვითკმარი და აქტიური პიროვნებები არიან, მოსწონთ სიახლეების ძიება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა, ხასიათში საკმარისზე მეტი განმასხვავებელი ნიშანი აქვთ. საინტერესოა, როგორი იქნება წყვილში მათი ურთიერთობა?
ქალი-ლომის და მამაკაცი-მშვილდოსანის ურთიერთობა, თავიდანვე ძალიან კარგად ეწყობა. მათ ესმით ერთმანეთის და ზედმეტი ილუზიები არ აქვთ. ორივე აქტიურია - ფიზკურადაც და ემოციურადაც, ამიტომ, ერთად ნამდვილად არ მოიწყენენ. ქალი-ლომი ხიბლავს მამაკაც-მშვილდოსანს. ერთად მათ შეუძლიათ ნებისმიერ ავანტიურაზე წასვლა, რადგან თანაბრად უყვართ რისკი და ახალი შთაბეჭდილებების მიღება.
პრობლემები, რომლებსაც ისინი შეიძლება შეხვდნენ, დაკავშირებულია ემოციური წონასწორობის შენარჩუნებასთან, რადგან განსხვავებული თვისებები აქვთ. ქალი-ლომისთვის აუცილებელია, რომ მამაკაცი არ იყოს ეგოისტი. მისგან სჭირდება სიმსუბუქ და ორიგინალურობა. თავის მხრივ, მამაკაცი-მშვილდოსანისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ მისი რჩეული ქალი იყოს მარტივი. თუ ერთმანეთი ძალიან ეყვარებათ, შეძლებენ წვრილმანი გაუგებრობების გადალახვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობა დასრულდება.
ქალ-ლომსა და მამაკაც-მშვილდოსანს შორის სექსი ხარისხიანია. ორივე ვნებიანია და სჯერა საკუთარი სექსუალურობის, რის გამოც მარტივად შეძლებენ ნებისმიერი ინტიმური სურვილის რეალიზებას. მამაკაც-მშვილდოსანს მოსწონს, როგორ წარმოაჩენს საწოლში საკუთარ თავს ქალი-ლომი: ის გრაციოზულია, ყურადღებიანია - მანდვილი დედოფალია! გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება სექსუალური ფანტაზიის კრიზისი და იდეების ნაკლებობა ჰქონდეთ, თუმცა, მარტივად შეივსებენ ამ პრობლემას კარგი მუსიკით ან ფილმით.
თუ ისინი დაქორწინდებიან, სავარაუდოდ ოჯახს დიდხანს შეინარჩუნებენ. ქორწინებას ორივე სერიოზულად და პასუხისმგებლობით უდგება. ამიტომ, დროდადრო წარმოქმნილი კონფლიქტი, სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს მათ ქორწინებაზე. ოჯახში იქნება სასიამოვნო ატმოსფერო: ორივეს უყვარს სადღესასწაულო და ამაღლებულ განწყობაზე ყოფნა. მათი შვილები ყურადღებიან და მოსიყვარულე გარემოში გაიზრდებიან. ქალ-ლომს შეუძლია მთელი ცხოვრება დაუთმოს ოჯახს და შვილებს. მამაკაც-მშვილდოსანს კი უყვარს მასწავლებლის როლში ყოფნა და სიამოვნებით გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას შვილებს.
ქალ-ლომსა და მამაკაც-მშვილდოსანს შორის მეგობრობა საკმაოდ მყარი იქნება. ისინი ენდობიან ერთმანეთს, რადგან ბევრი საერთო აქვთ. მათი ცხოვრებისეული პრინციპები თითქმის ყოველთვის ემთხვევა, ამიტომ, შეუძლიათ ისაუბრონ ღიად და განიხილონ ნებისმიერი თემა. ერთმანეთისთვის საკმაოდ კარგი დასაყრდენი არიან.
თუ ქალი-ლომი და მამაკაცი-მშვილდოსანი ერთ პროექტზე იმუშავებენ, დიდი ალბათობით წარმატებას მიაღწევენ და მათი პროფესიული სტატუსიც ამაღლდება. ორივე ენერგიული და შრომისმოყვარეა. შეუძლიათ ხელი მოკიდონ ნებისმიერ საქმეს, ნებისმიერ სფეროში - მთავარია, რომ თავად გააკეთონ არჩევანი და ინტერესი ჰქონდეთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი კარიერისთვის ფინანსური მხარე: ორივე მიჩვეულია კარგი ანაზღაურების მიღებას შრომის სანაცვლოდ, ამიტომ, დაინტერესებული იქნებიან მხოლოდ პერსპექტიული და შემოსავლიანი პროექტებით. მუშაობისას, ისინი თითოქს იმუხტებიან ერთმანეთის ენერგიით და ეს ზრდის მათ პროდუქტიულობას და შრომის ეფექტურობას.