შეთავსება
ლომი
კურო
შეთავსება

თავსებადობა - 91%. მათ დისტანციაზე უფრო მეტად მოსწონთ ერთმანეთი, ვიდრე ერთად ყოფნისას.

სიყვარული

ურთიერთობა ქალ-ლომსა და მამაკაც-კუროს შორის არც ისე მარტივად ლაგდება, რადგან კურო ლომს იზიდავს თავშეკავებულობით და სიმშვიდით. კუროს კი ლომში ყველაზე მეტად მოსწონს შთაბეჭდილების მოხდენის უნარი. ერთადერთი რაც ქალ-ლომს არ მოსწონს მამაკაც-კუროში - არის მისი ემოციური პასიურობა, ჩაკეტილობა და რეალური შინაგანი სამყაროს ჩვენების სურვილის არქონა. ქალ-ლომს უწევს საკუთარი ქცევის მუდმივი კონტროლი, რადგან მისი ზედმეტად გახსნილობა და საჯაროობა, მამაკაც-კუროს ძალიან ძაბავს. როცა მათ შორის ღვივდება რომანტიკული ურთიერთობა, სიტუაცია ნელნელა იცვლება და სტაბილურდება. 

სექსი

წყვილის სექსუალური ცხოვრება ძალიან მსუყე იქნება იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე გადალახავს ფსიქოლოგიურ ბარიერს ერთმანეთთან მიმართებაში. ამ საკითხში უფრო მეტის გაკეთება, რა თქმა უნდა მოუწევს მამაკაც-კუროს. რაც შეეხება ქალ-ლომს, სექსში ის იქნება ძალიან თავისუფალი, რაც გამორიცხულია, რომ არ მოეწონოს მამაკაც-კუროს და თუ ისიც საკუთარ თავს უფრო მეტად მოდუნების საშუალებას მისცემს, დიდ სიამოვნებას მიიღებენ ინტიმური ურთიერთობით - ქალი-ლომი ვნებიანია, მისი სექსუალური სურვილი ძლიერი, მამაკაცი-კურო კი საოცრად გრძნობს საკუთარ სხეულს.

სურნელოვანი სანთლები და კარგი მუსიკა ძალიან მოუხდება მათ საძინებელს. რაც უფრო ხშირად შეხვდებიან წყვილი ერთმანეთს, მით უფრო მეტად მოეშვება მამაკაცი-კურო და მით უფრო ხარისხიანი სექსი ექნებათ.

ქორწინება და ოჯახი

თუ ისინი დაქორწინდებიან, ოჯახის შენარჩუნება მარტივი არ იქნება. ქალი-ლომი კარგი დიასახლისის როლს მოირგებს, ხოლო მამაკაცი-კურო ძალიან აფასებს კომფორტს და სიმყუდროვეს სახლში და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ იყოს კარგი მეუღლე. ის მშრომელი და მზრუნველია, თუმცა მისგან ემოციებისა და გრძნობების ღიად გამოხატვის მოლოდინი ნაკლებად უნდა ჰქონდეს ქალ-ლომს. ოჯახური როლების გადანაწილების მხრივ ეს კავშირი იდეალურია, თუმცა, წყვილს ერთმანეთთან ურთიერთობა საკმაოდ გაუჭირდება, რაც ისევ და ისევ ტემპერამენტების შეუთავსებლობის გამო მოხდება - როცა ლომს ურთიერთობა და საუბარი ენდომება, კურო დასვენების განწყობაზე იქნება…

მეგობრობა

მათ შორის მეგობრობა შეიძლება საკმაოდ მყარი იყოს, თუკი ქალი-ლომი არ გადავა საზღვრებს. მამაკაცი-კურო, როგორც უკვე ითქვა, ვერ ეგუება მის სულში ხელების ფათურს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი მეგობრული სიახლოვის ფორმატს და ტემპს, სწორედ ის დაარეგულირებს. მათი მეგობრობა ოქროს შუალედის პრინციპით აეწყობა, თუ ქალი-ლომისთვისაც მისაღები იქნება ასეთი პირობები. თუმცა, გარკვეული სიმსუბუქის შეგრძნების დეფიციტი ურთიერთობაში გარდაუვალია.

სამსახური და ბიზნესი

ერთად მუშაობისას ორივეს კარგი მოსწრება და შედეგები ექნებათ. კურო კარგია ნებისმიერ საქმეში, რაც დეტალურ მიდგომას და ყურადღებას მოითხოვს, ლომი კი საუკეთესოა ადამიანებთან ურთიერთობასა და რესურსების მართვაში. სრულიად თავისუფლად შეუძლიათ დააფუძნონ და მართონ პატარა კომპანია, საწარმო და ა.შ. - ნებისმიერ სფეროში თავისუფლად შეძლებენ დავალებებთან გამკლავებას ერთობლივი ძალებით.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება