შეთავსება
ლომი
ქალწული
შეთავსება

თავსებადობა - 86%. ქალი-ლომი - ვნებიანია, მამაკაცი-ქალწული ცივი. სავარაუდოდ, მათ სწორედ ასეთი, მკვეთრად ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათი იზიდავთ.

სიყვარული

ქალ-ლომსა და მამაკაც-ქალწულს შორის სიყვარული არ ჩნდება მალევე: ქალწულს დიდი დრო სჭირდება, რომ დააკვირდეს ლომს და გაერკვეს ამ აქტიური და ენერგიული არსების მიმართ საკუთარ გრძნობებში, რადგან ქალწულს ძალიან აშინებს შეყვარებულის როლში ყოფნა და თვლის, რომ ზედმეტი ემოცია უბედურების საფუძველია, ქალ-ლომს კი პირიქით - უყვარს საკუთარი სურვილების და გრძნობების გადაჭარბებით გამოვლენა.

თუმცა, დროთა განმავლობაში დაუახლოვდებიან ერთმანეთს, მამაკაც-ქალწულს თანდათან მოეწონება კიდეც ლომის ხასიათი. თავის მხრივ, ქალი-ლომი უფრო ყურადღებიანი ხდება ქალწულის განცდების მიმართ, აკონტროლებს საკუთარ ემოციებს და იხიბლება მისი გონივრულობითა და პრაქტიკულობით - რაც თავად ნამდვილად აკლია.

მათი სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი, თუკი ორივეს ემახსოვრება, რამდენად განსხვავებული ხასიათის არიან და როგორ სჭირდებათ ზოგიერთ საკითხში ოქროს შუალედის დაცვა, რათა არ გააღიზიანონ ან გაანაწყენონ პარტნიორი.

სექსი

მათ სექსუალურ ცხოვრებაში მთავარი როლი ექნება ქალ-ლომს, რომელიც შეძლებს ემოციურად ცივი ქალწულის გალღობას. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცი-ქალწული ძალიან სენსიტიურია სისუფთავის მიმართ და ელემენტარულმა  უწესრიგობამაც კი შეიძლება გააღიზიანოს, თუმცა, ქალი-ლომი გამოირჩევა სისუფთავისადმი ყურადღებით, ამიტომ, ჭუჭყიანი თეთრეული მათ ინტიმური ცხვორების პრობლემად ნამდვილად არ იქცევა. ასევე, მამაკაცი-ქალწული ფლობს ფარულ ტემპერამენტს, რომლის გააქტიურება ყველა ქალს არ შეუძლია და ქალი-ლომი არის სწორედ ის, ვინც ამ ყველაფერს სერიოზულად მიუდგება და ქალწულის ღრმად დამალულ სექსუალურობას გაააქტიურებს.

ქორწინება და ოჯახი

თუ ეს წყვილი დაოჯახდება, მათი ქორწინება იქნება ხანგრძლივი იმის საფუძველზე, რომ მამაკაცი-ქალწული არ არის მიდრეკილი მოკლევადიანი ურთიერთობებისკენ და ამ გადაწყეტილებას საკმაოდ გაცნობიერებულად იღებს. ქალი-ლომი უფრო ემოციურია, თუმცა, ოჯახი მისთვისაც ძალიან სერიოზული საკითხია და ქმართან ურთიერთობაში ის უდიდეს ენერგიას და ძალებს დებს, რათა ქორწინება იყოს ბედნიერი და გამართლებული. მაგრამ, ამის პარალელურად, არც საკუთარ თავზე ზრუნვას მოიკლებს და საზოგადოებაშიც ყოველთვის ძველებურად იბრწყინებს. მამაკაცი-ქალწული იქნება კარგი მეუღლე და მამა: მშრომელი და სერიოზული, რომელიც ოჯახურ ცხოვრებას ყოველთვის წინასწარ დაგეგმავს. ამის გამო, ლომს შეიძლება ცოტა მობეზრდეს მის გვერდით ყოფნა, თუმცა, ეს არ იქნება ურთიერთობის გაწყვეტის საბაბი.

მეგობრობა

მეგობრობას ეს წყვილი ნამდვილად შეძლებს, თუ დააბალანსებენ იმ საკითხებს, რაშიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან: მამაკაცი-ქალწული უფრო სეროზული საკითხებითაა დაინტერესებული, მისი სიყვარული ხელოვნებისა და კინოსადმი, საერთოდ უინტერესოა ქალი-ლომისთვის. ხოლო ის, რაც ქალ-ლომს სახალისოდ და საინტერესოდ მიაჩნია - მამაკაც-ქალწულს არ ხიბლავს. მათი ურთიერთობა შესაძლებელია შენარჩუნდეს და გაგრძელდეს მხოლოდ ურთიერთპატივისცემით და გაგებით, რაც ორივეს საკმაოდ კარგად გამოსდის.

სამსახური და ბიზნესი

საქმიან პროცესში მამაკაცი-ქალწული არის მთავარი საყრდენი. ის მოიფიქრებს უამრავ მეთოდს და მოძებნის ყველაზე ოპტიმალურ გზას იმისათვის, რომ მთავარი მიზნები იქნეს მიღწეული მარტივად და ეფექტურად. ქალი-ლომი საკმაოდ კარგი შემსრულებელია, ამიტომ, ქალწულთან თანამშრომლობა არ გაუჭირდება - მთავარია, აინტერესებდეს ის საქმე, რომელიც ერთად უნდა შეასრულონ. შეიძლება ითქვას, რომ მათი წყვილი წარმატებული იქნება ნებისმიერ სფეროში.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება