თავსებადობა - 76%. ქალი-ლომი ძალიან ვნებიანი და ცხელია, მამაკაცი თხის-რქა ყინულივით ცივი - თუ ერთმანეთი შეუყვარდათ, გრძნობა იქნება ძლიერი და მყარი.
ამ წყვილის ურთიერთობა სავსე იქნება ვნებით და პრობლემებით იქედან გამომდინარე, რომ ქალი-ლომი ძალიან მესაკუთრეა, მამაკაცი-თხის რქა კი თვლის, რომ მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნის. ლომი ჰიპერემოციურია, თხის რქა კი მუდმივად იკავებს და მალავს საკუთარ ემოციებს და გრძნობებს, რათა ხისტი გამოჩნდეს. ამიტომ, ქალ-ლომს დიდი დრო დასჭირდება მამაკაცი-თხის რქას ნამდვილი ბუნების აღმოსაჩენად, რომელსაც ის საგულდაგულოდ მალავს უნდობლობის და სკეპტიციზმის ნიღაბის ქვეშ.
მათი ურთიერთობა იქნება იდეალურთან მიახლოვებული, თუ ნდობას გამოუცხადებენ ერთმანეთს და ქალი-ლომი არ იეჭვიენებს, ხოლო მამაკაცი-თხის რქა მეტ სინაზეს და ყურადღებას გამოიჩენს მის მიმართ. მათი სიყვარული იქნება ხანგრძლივი და მყარი, რადგან არცერთ არ აღიარებს დროებით ან ხანმოკლე ურთიერთობებს.
ამ წყვილის სექსუალური ცხოვრება ძალიან მსუყე იქნება. ლომის ვნებიანობა და თხის რქას ტემპერამენტი ერთმანეთთან შერწყმისას წარმოქმნის მგრძნობელობის უმაღლეს შეგრძნებას. ერთმანეთისგან ისინი მიიღებენ ნამდვილ სიამოვნებას, ისაუბრებენ საინტერესო თემებზე სასიამოვნო მუსიკის თანხლებით და პროცესს ინტიმური სიახლოვით დაასრულებენ. მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება გაჩნდეს ამ წყვილის ურთიერთობაში, არის რითმების შეუთავსებლობა: როცა ქალი-ლომი დააპირებს სექსუალური მოთხოვნილებების ბოლო ეტაპზე გადასვლას, მამაკაცი-თხის რქა ჯერ ისევ განწყობის შექმნის პროცესში იქნება.
მამაკაცი-თხის რქა ეკუთვნის იმ მამაკაცთა რიგებს, რომლებიც ოჯახს და ქორწინებას ძალიან სერიზოულად უდგებიან. ის არ მიიღებს დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას ამ საკთხთან დაკავშირებით, ამიტომ, ქალ-ლომს მოუწევს ამ საკითხის დიდი სიფრთხილით განხილვა. ზეწოლას აზრი არ აქვს, თხის რქა ამას არ შეეგუება, რადგან დაქორწინების გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. საბედნიეროდ, ქალ-ლომს შეუძლია დელიკატურად და გონივრულად მოქცევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სურს მიზნის მიღწევა.
ოჯახურ ცხოვრებაში ეს წყვილი ერთმანეთს შეავსებს. ქალი-ლომი ყოველთვის მხარდაჭერას გამოუცხადებს მეუღლეს, შეავსებს ურთიერთობას ემოციებით და გრძნობებით, რაც ცოტა ჩაკეტილ და ცივ მამაკაც-თხის-რქას ნამდვილად სჭირდება. თავის მხრივ, თხის რქა იქნება კარგი მეუღლე და მამა, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახს - ამის წყალობით, მათი წყვილი ურთიერთობას დიდხანს შეინარჩუნებს.
ქალ-ლომს და მამაკაც-თხის რქას მეგობრობა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ლომს არ ექნება ზედმეტი პრეტენზიები და მოთხოვნები მისთვის მეტი ყურადღების დათმობაზე, ხოლო თხის რქა პერიოდულად შეძლებს კომპლიმენტის თქმას და გულახდილი ემოციის გამოხატვას. მათ ბევრი საერთო ინტერესი და განსახილველი თემა ექნებათ. ლომი ყოველთვის შექმნის ურთიერთობისა და შეხვედრებისთვის საჭიო ატმოსფეროს. თუმცა, მამაკაცი-თხის რქას ყოველთვის ექნება დროისა და შესაძლებლობის პრობლემა მეგობრული ურთიერთობის სათანადოდ განვითარებისთვის.
მამაკაცი-თხის რქა ერთ-ერთი ყველაზე შრომისუნარიანი ზოდიაქოს ნიშანია. თუ ის ქალი-ლომის ხელმძღვანელის როლში იქნება, ამ უკანასკნელს ძალიან გაუჭირდება გაძლება. საქმე იმაშია, რომ მათი შეხედულებები სამუშაო პროცესზე, რადიკალურად განსხვავდება: იქ, სადაც თხის რქა ქმნის მკაცრ სტრუქტურას, ლომს სურს თავისუფლება და შემოქმედება. ამიტომ, ან ქალ-ლომს მოუწევს დამორჩილება, ან მამაკაც-თხის რქას ზეწოლის შესუსტება.