შეთავსება
ლომი
ტყუპები
შეთავსება

თავსებადობა - 68%. ამ წყვილს შეუძლია იტრაბახოს იმით, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ გამოსავლის პოვნა ერთობლივი ძალებით. ეს კი ხდება ქალი-ლომის უსაზღვრო ენთუზიაზმის და მამაკაცი-ტყუპების ფართო კონტაქტების წყალობით. 

სიყვარული

მამაკაცი-ტყუპები ქალ-ლომს იზიდავს თავისი მოუხელთებლობით, რადაგნ ის მიჩვეულია სასურველის მიღებას. ტყუპები მუდმივად ეცდება მისგან გაქცევას, ლომი კი მუდმივად მის დევნაში იქნება. ამ სიტუაციას ექნება პერიოდული სახე და საბოლოოდ, ტყუპები აღმოჩნდება ქალი-ლომის გავლენის ქვეშ.

თავის მხრივ, ბუნებრივად მოქნილი მამაკაცი-ტყუპები, როგორც ჩანს წინასწარ ადგენს მსგავსი ქმედების გეგმას, რათა გააღვივოს ქალი-ლომის გრძნობები. მოკლედ, ისინი ავსებენ ერთმანეთს: რამდენადაც რთული და ვნებიანია ქალი-ლომი, იმდენად მარტივი და ზედაპირულია მამაკაცი-ტყუპები. ლომი კონცენტრირებულია ერთ მიზანზე,  ტყუპები მუდმივად ცვლილებებს ეძებს და არ იციკლება ერთ რამეზე. მათი ურთიერთობა იქნება ინტენსიური, მრავალფეროვანი და არ დაემსგავსება რუტინას.

არცერთს არ უყვარს მოწყენილობა და უმოქმედობა, ამიტომ, სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო, ცვალებადი და განვითარებადი - მათ აქვთ ყველანაირი შანსი, რომ ურთიერთობა დიდხანს შეინარჩუნონ.

სექსი

ამ წყვილში, სექსუალური კავშირის ინიციატორი იქნება ქალი-ლომი. თავისი ტემპერამენტით და სიყვარულის ობიექტთან სრულად შერწყმის სურვილით, ის შეძლებს მამაკაცი-ტყუპების უსწრაფესად ცდუნებას, რომელიც თავის მხრივ გარკვეული თამაშის წესებს შეიტანს ამ ურთიერთობაში.

ქალი-ლომის და მამაკაცი-ტყუპების ინტიმურ ურთიერთობას აქვს არსებობის ძალიან მაღალი შანსი, რადგან მათი სექსუალური ცხოვრება გამოირჩევა ძალიან მაღალი ხარისხით.

ქორწინება და ოჯახი

ამ წყვილის ქორწინება შეიძლება იყოს საკმაოდ წარმატებული: ქალი-ლომი კარგი მეღულე, სამაგალითო დიასახლისი და მზრუნველი დედაა, მამაკაცი-ტყუპები კი ინტელექტუალი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან მიდგომა. ორივე აფასებს მარტივ და გულახდილ ურთიერთობას. ზოგადად, მამაკაცი-ტყუპები არასოდეს ჩქარობს ქორწინების მარყუჟებით თავი დაიბას, მაგრამ ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალში ის დაინახავს სწორედ იმ ერთადერთს, რომელსაც მისი დაუფლების სურვილი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მათი ქორწინება ხანგრძლივი კავშირი იქნება.

მეგობრობა

მეგობრობას ისინი ხანგრძლივი დროის მანიძილზე შეძლებენ, საქმე იმაშია, რომ ერთმანეთს საერთოდ არ ძაბავენ. თუ ქალი-ლომის აქტივობა ზედმეტად ეჩვენება მამაკაც-ტყუპებს, ის უბრალოდ გაეცლება რომ სიტუაცია არ დაიძაბოს, ხოლო ლომი ნელ-ნელა მშვიდდება როცა წინააღმდეგობის გარეშე რჩება და სხვა რამეზე გადააქვს ყურადღება. გარკვეული დროის შემდეგ კი კვლავ აღადგენენ კონტაქტს და ისე გააგრძლებენ ურთიერთობას, თითქოს არაფერი მომხდარა. კონფლიქტის დასავიწყებლად გამართავენ საინტერესო საუბრებს და სასიამოვნოდ გაატარებენ დროს.

მათი მეგობრობის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ არცერთმა მათგანმა არ მოახდინოს პარტნიორზე ზეწოლა.

სამსახური და ბიზნესი

ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს ერთობლივი ძალებით სამყაროს ამოტრიალება შეუძლია. მამაკაცი-ტყუპები იგონებს უამრავ ხერხს და საშუალებას, დასახული მიზნების მისაღწევად. ქალი-ლომი კი ამ იდეების განხორციელებაზე ზრუნავს. მათი საქმიანი ურთიერთობის მინუსი შეიძლება ტყუპების სუსტი ნებისყოფა, რის გამოც ყოველთვის არ არის მზად საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ლომს ხშირად უწევს ერთად დაწყებული საკითხების დასრულება.

თუ მამაკაცი-ტყუპები სერიოზულად მიუდგება საქმიანობას და პატივს სცემს ქალი-ლომის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, მათი ტანდები დიდი წარმატებების მიღწევას შეძლებს.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება