თავსებადობა - 79%. ისინი საკმაოდ განსხვავებული არიან საიმისოდ, რომ ერთმანეთის ყურადღება მიიპყრონ - და საკმაოდ მსგავსები, რათა ურთიერთობა შეინარჩუნონ.
ქალი-ლომისა და მამაკაცი-სასწორის ურთიერთობა ჰარმონიულია. პლანეტები - ვენერა და მზე, რომლებიც მართავენ ზოდიაქოს ამ ნიშნებს, ჩუქნიან მათ სიყვარულს და ურთიერთგაგებას, ალერსს და სინაზეს. ქალი-ლომი ზოგჯერ ზედმეტად მომთხოვნი იქნება, მაგრამ მამაკაცი-სასწორი ყოველთვის შეძლებს მის დამშვიდებას. მეორეს მხრივ, მამაკაც-სასწორს ნამდვილად სჭირდება ისეთი ვნებიანი და ინიციატივიანი პარტნიორი, როგორიც ქალი-ლომია, რადგან ის ხშირად იტანჯება საკუთარი მერყეობით - ასეთ დროს ქალი-ლომი მას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაში ეხმარება. მამაკაცი-სასწორი თავის სიმშვიდეს გადაიტანს ქალ-ლომზე და მაქსიმალურად ეცდება ურთიერთობის დასტაბილურებას, რადგან ძალიან არ მოსწონს დისჰარმონია, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან.
სექსუალურ ურთიერთობაში წამყვანი როლი ექნება ქალ-ლომს, მამაკაცი-სასწორი კი სიამოვნებით დაემორჩილება მის სურვილებს და ჩანაფიქრს, რადგან ძალიან უყვარს საყვარელი ქალისთვის სიამოვნების მინიჭება. ქალი-ლომი უფრო მეტად კონცენტრირებულია საკუთარ, ვიდრე პარტნიორის შეგრძნებებზე - ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მათ ერთმანეთი იპოვეს…
სექსისთვის სწრაფად აღგზნებასა და სიამოვნების მიღებაში წყვილს დაეხმარება პროცესში ხელოვნების ნიმუშების ან სათანადო მუსიკის ჩართვა. ასევე, როლური თამაშები, რის წყალობითაც ინტიმური ურთიერთობა გახდება უფრო საინტერესო და ვნებიანი.
დაქორწინების საკითხს წამოწევს მამაკაცი-სასწორი, რადგან პლანეტა ვენერა მას ოჯახური კავშირის რომანტიზაციისკენ უფრო ხრის. ის ქალ-ლომზე არანაკლებ ოცნებობს ქორწილის ცერემონიალზე და ბედნიერ თანაცხოვრებაზე. ზოგადად, ორივე ნიშანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქორწინება და ოჯახი შეინარჩუნოს ხანგრძლივად და ბედნიერად.
ქალი-ლომი იქნება გამორჩეული მეოჯახე და მოსიყვარულე მეუღლე. სახლი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული ექნება. მათი შვილები გაიზრდებიან სიყვარულსა და სიმშვიდეში. მშობლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბავშვებმა საკუთარი ნიჭის რეალიზება შეძლონ.
მეგობრობას ისინი თავისუფლად შეძლებენ, მითუმეტეს, რომ ქალი-ლომი ძალიან გულთბილია ადამიანებთან ურთიერთობაში, ხოლო მამაკაცი-სასწორი ადამიანებში ყოველთვის ეძებს მეგობარს და მოკავშირეს. ერთად მათ შეუძლიათ გაერთონ, ისიამოვნონ ხელოვნების სფეროს განხილვით, დიდხანს ისაუბრონ სხვადასხვა საინტერესო თემებზე და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს, როცა ეს აუცილებელია. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ნიშანი ძალიან მგრძნობიარე და გულითადია, მათი მეგობრობა იქნება თბილი და ურთიერთპატივისცემით სავსე.
თუ ქალი-ლომი და მამაკაცი-სასწორი ერთად იმუშავებენ, ლომი საკუთარ თავზე აიღებს ლიდერობას, თანამდებობების ფაქტიური გადანაწილების მიუხედავად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალ-ლომს აქვს ჭარბი ინიციატივა, რასაც მამაკაცი-სასწორი წინააღმდეგობას ვერ უწევს. ლომი საქმეს უდგება პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად, რაც კარგი შედეგების მიღებისთვის აუცილებელია. მამაკაცი-სასწორის მიმართულებაა კომუნიკაცია ბიზნეს-პარტნიორებთან და თანამშრომლებთან - ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პროექტი იყოს წარმატებული.
ამ წყვილს უდიდესი პოტენცილი აქვს ნებისმიერ სფეროში, მთავარია, არსებული რესურსი და შესაძლებლობები გონივრულად გამოიყენონ.