შეთავსება
ლომი
მერწყული
შეთავსება

თავსებადობა - 97%. ქალი-ვერძი არის ნამდვილი ეგზოტიკა, ხოლო მამაკაცი მერწყული - სრული ალტრუისტი. როგორ ფიქრობთ, ამ წყვილში ვინ იქნება მთავარი? 

სიყვარული
ქალ-ლომსა და მამაკაც-მერწყულს შორის სიყვარული იქნება ყველაზე ნაზი. ლომი აფასებს ერთგულებას და მერწყული ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ნამდვილი ერთგულება შეუძლია. ამ წყვილში ქალი-ლომი იბრწყინებს, ხოლო მამაკაცი-მერწყული აირეკლავს მის შუქს. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კმაყოფილი იქნება, რადგან არცერთს არ მოუწევს თავის მოჩვენება და რეალური სახის დამალვა, რაც ხარისხიანი ურთიერთობისთვის აუცილებელია.

სექსი

ამ წყვილს შორის სექსუალური ურთიერთობა იქნება ორიგინალური და მრავალფეროვანი, რაზეც ორივე თანაბრად იღებს პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ორივეს საკმაოდ საინტერესო პირადი ცხოვრების გამოცდილება აქვთ, ერთად ყოფნა მათთვის განსაკუთრებული მომენტებით სავსე იქნება, სექსუალური ურთიერთობა კი ერთდროულად ვნებიანიც და რომანტიკულიც - შეიძლება ითქვას, რომ იდეალური.

ქორწინება და ოჯახი

თუ ეს წყვილი დაქორწინდება, ურთიერთობას დიდხანს შეინარჩუნებენ. ქალ-ლომს და მამაკაც-მერწყულს ტემპერამენტის დიდი სხვაობის მიუხედავად, ძალიან მოსწონთ ერთად ყოფნა. ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ, ერთმანეთს თავს არ მოაბეზრებენ, რადგან დღის მანძილზე, ორივე სრულიად სხვადასხვა საკითხებით იქნებიან დაკავებული და სახლში დაბრუნებისას მიხვდებიან, რომ ერთმანეთი მოენატრათ და განმარტოვება ნაკლებად მოუნდებათ. წყვილისთვის ნებისმიერი დროით სიშორე, მხოლოდ ვნების ალის გამაძლიერებლად იმოქმედებს და მათი სიყვარული კიდევ უფრო გამყარდება. ქალი-ლომის და მამაკაცი-მერწყულის ოჯახი იარსებებს დიდი ხნის მანძილზე.

მეგობრობა

მეგობრობა მათ ნამდვილად შეუძლიათ. მერწყული შთააგონებს ლომს და დაანახვებს, რომ ცხოვრება მარტივი და სასიამოვნოა. მათ ურთიერთობაში იქნება ღრმა ემოციური კავშირი და ერთმანეთს ყოველთვის დაეხმარებიან რთულ მომენტებში, რადგან ორივემ კარგად იცის რა არის ნამდვილი მეგობრობა.

სამსახური და ბიზნესი

მათი საერთო ბიზნესი და საქმიანობა დაეფუძნება მერწყულის იდეებს და ლომის აზარტს. ქალი-ლომი ყოველთვის იპოვის შესაძლებლობებს, რომლითაც მამაკაცი-მერწყულის პროექტები განხორციელდება. მათ წყვილს შეუძლია მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა ნებისმიერ სფეროში და შეძლებენ ხანგრძლივი პერიოდით თანამშრომლობას. თუცმა, არსებობს რისკი იმისა, რომ ქალი-ლომი ეცდება სიტუაციის თავის სასარგებლოდ შეცვლას და მამაკაცი-მერწყულის იდეებისა თუ აღმოჩენების მითვისებას, რასაც შეიძლება მათ შორის კონფლიქტი არც კი მოყვეს, რადგან მერწყული არ არის დიდების მოპოვებაზე ორიენტირებული და შეიძლება დაუთმოს კიდეც. გართულებები შეიძლება გაჩნდეს ასევე იმ შემთხვევაში, თუ მერწყული მოულოდნელად გადაწყვეტს ლომის ჩრდილიდან გამოსვლას ან ლომი არ მოინდომებს მერწყულთან წარმატების და დიდების გაყოფას - ასეთ დროს, მათი საქმიანი პარტნიორობა ვეღარ გაგრძელდება და წყვილი დაიშლება.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება