თავსებადობა - 84%. ორივე ცეცხლოვანი და აქტიურია - საკმაოდ კარგად ეწყობიან ერთმანეთს.
ქალი-მშვილდოსანი და მამაკაცი-ვერძი ერთმანეთს მალევე შეამჩნევენ. მათ გამოარჩევთ ოპტიმიზმი, ენერგიულობა და განსაკუთრებული ვნება, რომელიც გარეგნულადაც ვლინდება. მათი სასიყვარულო ურთიერთობა არ იქნება მშვიდი - მამაკაცი-ვერძი მესაკუთრე და ჯიუტია, ქალ-მშვილდოსანს კი ძალიან უყვარს თავისუფლება, ამიტომ, მისი ბოლომდე დამორჩილება და დაუფლება უბრალოდ წარმოუდგენელია.
ვერძისთვის გაუგებარი იქნება, მშვილდოსანის მხრიდან წინააღმდეგობა. ქალ-მშვილდოსანს ძალიან კარგად ესმის, რომ მამაკაც-ვერძს სურს თავის ჭკუაზე ატაროს და შეზღუდოს, ამიტომ იცავს საკუთარ თავისუფლებას. უმჯობესია, რომ სასიყვარულო ურთიერთობით ორივემ ისიამოვნოს და დრო ერთმანეთთან დაპირისპირებაზე არ დაკარგონ. ურთიერთგაგების და ცოტაოდენი დათმობის წყალობით, ქალი-მშვილდოსნის და მამაკაცი-ვერძის ურთიერთობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი და მყარი.
მათ შორის ინტიმური ურთიერთობა იქნება ხშირი და ვნებიანი. ორივემ კარგად იცის რა უნდათ სექსისგან, ერთმანეთის სურვილებსაც კარგად ხვდებიან და რაც მთავარია - აქვთ მსგავსი ტემპერამენტი. ერთად თავს კარგად იგრძნობენ და პერიოდულად შექმნილი იდეების დეფიციტს ეროტიკული ფილმებით ან ჟურნალების შეივსებენ.
ამ წყვილის ქორწინდება გაამართლებს, რადგან მათი ფასეულობები, მსოფლმხედველობა და ოჯახური ცხოვრების შესახებ მოსაზრებები საკმაოდ თანხვედრია. ქალი-მშვილდოსანი საუკეთესო მეოჯახე და მეუღლე იქნება, თუმცა, სოციალური ცხოვრების წარმართვა მისთვის მნიშვნელოვანია და თუ საკთარ თავს ამ მხრივ შეზრუდავს, ეს კარგს არაფერს მოუტანს ქმართან ურთიერთობაში. მამაკაცი-ვერძი კარგი მეუღლე იქნება, თუმცა, მოთმინება და გაგება უნდა ისწავლოს, რაზეც დგას ოჯახური ცხოვრება. თავიდან გაუჭირდება, მაგრამ დროთა განმავლობაში მონდომება შედეგს გამოიღებს.
ცეცხლოვანი სტიქიის წარმომადგენელთა მეგობრობა ყოველთვის ხანგრძლივია. ურთიერთობაში ისინი ბოლომდე იხარჯებიან. ერთობლივად ბევრ რამეს შეძლებენ: დაკავდებიან სპორტით, ივლიან ლაშქრობებში, თეატრში, კინოში, კონცერტებზე. მოკლედ, კარგად შეეწყობიან ერთმანეთს და მოსაწყენად დრო არ ექნებათ. მათი ურთიერთობა გაგრძელდება საკმაოდ დიდი ხნით.
ქალი-მშვილდოსანის და მამაკაცი-ვერძის საქმიანი კავშრი საკმაოდ წარმატებულია. ორივეს უყვარს და შეუძლია გარისკვა, ფულის შოვნა, საკუთარი თავის წარმოჩენა და გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენა. ეს წყვილი კარგად თანამშრომლობს როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ პროექტებში. ასევე, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები, დაჯილდოვებულნი არიან განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით.