თავსებადობა - 71%. ქალი-მშვილდოსანი - აქტიური და ოპტიმისტია, მამაკაცი-კირჩხიბი - მოკრძალებული და შურისმაძიებელი. საინტერესოა, როგორ დალაგდება მათი ურთიერთობები?
სიყვარულის მოთხოვნილება ზოდიაქოს ამ ორ ნიშანში განსხვავებულია. ქალი ოცნებობს თანასწორ პარტნიორზე, რომელიც იზიარებს მის მსოფლმხედველობას და გატაცებას. მამაკაცი განწყობილია ისეთი პარტნიორი ქალის ყოლაზე, რომელიც გამწევი ძალა იქნება სასიყვარულო ურთიერთობაში. ამიტომ, როცა ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი შეხვედრას იწყებენ, ძალიან სწრაფად ხვდებიან, რომ ერთმანეთისგან უნდათ რაღაც სხვა. თუ მაინც გააგრძელებენ ურთიერთობას, მოუწევთ სერიოზულ კომპრომისებზე წასვლა. თუ ქალი-მშვილდოსანი ცოტა უფრო მეტ ინიციატივას და სიმკაცრეს გამოიჩენს ვიდრე ჩვეულებრივ, მაშინ შეძლებს მამაკაც-კირჩხიბთან თავისი პოზიციების დაცვას და ბალანსის დამყარებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მამაკაცი-კირჩხიბი რეალურად შეიცვლება, ურთიერთობის შენარჩუნების სურვილის შემთხვევაში, ქალ-მშვილდოსანს მოუწევს საკმაოდ ბევრი შრომა.
მათი ინტიმური ცხვორება იქნება საკმაოდ ხარისხიანი. ტემპერამენტი განსხვავებული აქვთ, მაგრამ ხშირად ერთმანეთს სასიამოვნოდ აბალანსებენ: ქალი-მშვილდოსანი ენერგიით ავსებს მამაკაც-კირჩხიბს, რომელიც თავის მხრივ საშუალებას აძლევს მას მოდუნდეს, საკუთარ ემოციებში ჩაიძიროს და შეერწყას თავის იდუმალ სურვილებს…
იმისათვის, რომ ერთმანეთს კარგად გაუგონ, მოუწევთ არაერთი ღამის გატარება მათთვის მისაღები პოზების და ემოციების ძიებაში. სამაგიეროდ, დაიმახსოვრებენ საუკეთესო ვარიანტებს და მათი გამოყენებით ხანგრძლივად შეძლებენ სიამოვნების მიღებას.
ქალი-მშვილდოსანი შესაძლოა საკმაოდ კარგი მეუღლე იყოს მამაკაცი-კირჩხიბისთვის. დროთა განმავლობაში, მას კირჩხიბის სიჯიუტე და მოუქნელობაც კი აღარ გააღიზიანებს. პირიქით, სიხარულით ეცდება მის მოტივირებას და ბევრ რამეს მის ნაცვლადაც გააკეთებს. რაც შეეხება მამაკაც-კირჩხიბს, ეს ქორწინება შეიძლება მისთვის საკმაოდ ნეგატიური გავლენის მქონე აღმოჩნდეს იმ მხრივ, რომ ქალი-მშვილდოსანის მზრუნველ ხელებში შეიძლება სრულად მოდუნდეს და იმ მიზნებსაც ვერ მიაღწიოს, რაც ქორწინებამდე ან მისი დაგეგმვის დროს ჰქონდა. მთავარი, რითაც ეს ქორწინება კარგი იქნება, არის სასიამოვნო ატმოსფერო, რომელსაც წყვილი ოაჯახში შეინარჩუნებს დიდი ხნის მანძილზე.
ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის მეგობრობა დამყარებულია ქალი-მშვილდოსანის ოპტიმიზმზე და ემოციური ურთიერთობების შენარჩუნების სურვილზე. მამაკაც-კირჩხიბს ახასიათებს მიჯაჭვულობა და ძალიან უჭირს ურთიერთობების გაწყვეტა, განსაკუთრებით მეგობრებთან. რთულ სიტუაციაში, ისინი ყოველთვის მზად იქნებიან ერთმანეთის დასახმარებლად, თუმცა, ამ მხრივ უფრო აქტიური კირჩხიბი იქნება. ქალი-მშვილდოსანი იგრძნობს, რომ მხარდამჭერი და დამცველი ყავს, მამაკაცი-კირჩხიბი კი კმაყოფილი იქნება იმით, რომ შეუძლია დახმარება და ნუგეშისცემა.
თუ ისინი ერთად იმუშავებენ, უმჯობესია დავალებები შემდეგნაირად გადაინაწილონ: ქალი-მშვილდოსანი უნდა აძლევდეს მთავარ მიმართულებას მათ საქმიანობას და დასახოს მიზნები, რომელთა მიღწევაც აუცილებლია. მამაკაცი-კირჩხიბი ნელა და სტაბილურად უნდა მიყვეს საკითხების კვლევას, გაიზაროს და მოძებნოს ქალი-მშვილდოსანის მიერ დასმული მიზნების მიღწევის გზები. თუ ამ სქემით იმუშავებენ, ყველაფერი გამოუვათ.