თავსებადობა - 100%. ორივე ძალიან ვნებიანი და თავდაჯერებულია. შესაძლოა, ქალი-მშვილდოსანი თავიდან მოკრძალებული იყოს მამაკაც-მორიელთან, მაგრამ ეს დროებითია.
მამაკაც-მორიელსა და ქალ-მშვილდოსანს შორის სასიყვარულო ურთიერთობა საკმაოდ ძლიერი იქნება. დრამატული და ოპტიმისტური ხასიათების შეჯახება გარკვეულ დაპირისპირებას გამოიწვევს, თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის, რაც მათ ერთმანეთისკენ იზიდავს.
მამაკაცი-მორიელი რომანის თავისი სურვილსამებრ წარმართვისთვის გარკვეულ ხრიკებს იყენებს. ქალი-მშვილდოსანი კი სწორხაზოვნად მოქმედებს - ეს გარკვეულ პრობლემებს შემქნის მათ სასიყვარულო ურთიერთობაში. გარდა ამისა, მორიელის ხისტი და ზოგჯერ სასტიკი ხასიათის გამო, ქალ-მშვილდოსანს ნეგატიური ემოციებით დაძაბვა ხშირად მოუწევს. ზოგადად, მამაკაცი-მორიელი ქალთან ურთიერთობაში ძალიან მანიპულაციურია და ამისათვის ხშირად იყენებს მისი ხასიათის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა: ღრმა მწუხარება, ზედმეტად გულახდილი ბედნიერება და ტკივილის განცდაც კი.
ნამდვილი გრძნობების არსებობის შემთხვევაში, ორივე პარტნიორის მხრიდან ადგილი ექნება კომპრომისის ძიების მცდელობას, რომელსაც დიდი ალბათობით ვერ იპოვნიან, თუმცა, თავად პროცესი იქნება ძალიან შთამბეჭდავი!
მათ შორის ინტიმური ურთიერთობა შეიძლება იყოს ძალიან აქტიური, საინტერესო და ემოციურად ღრმა. ორივე ძალიან ვნებიანია და უყვართ მძაფრი შეგრძნებები. თუმცა, მამაკაც-მორიელს მეტი დრო სჭირდება იმისათვის, რომ პარტნიორთან ინტიმური კავშირი გრძნობებით დაამყაროს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებს.
ქალ-მშვილდოსანს, სამწუხაროდ, არ უყვარს დიდხანს ერთი და იმავეზე გაჩერება, განსაკუთრებით რაც უკვე აღმიაჩინა და მოსინჯა. ასეთი აცდენა მათ ემოციურ-სექსუალურ რითმებში, გარკვეულწილად იმედს გაუცრუებთ და ეს შეიძლება მოხდეს უშუალოდ სექსუალური ურთიერთობის დროს, რაც საკმაოდ ცუდ ემოციურ და ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს მათზე.
მათ შორის ქორწინება შესაძლოა საკმაოდ მყარი იყოს იმ შემთხვევაში, თუ დიდი ხანი ხვდებოდნენ და ერთმანეთის ნდობა მოიპოვეს. სხვა შემთხვევაში, მათი რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობა თანაცხოვრების შანსებს ნაკლებად მისცემთ. ქალ-მშვილდოსანს არ სურს მიჯაჭვულობა არც სახლთან, არც ქმართან და არც ბავშვებთან. მას მოსწონს თავისუფლება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქორწინებაში თავს ცუდად გრძნობს ან ემოციურად ითრგუნება.
მამაკაცი-მორიელის ძირითადი მოთხოვნა ექნება ოჯახური თანაცხოვრებისას ტრადიციების და სხვა ფორმალობების დაცვა. სავარაუდოდ, მას არ მოეწონება, თუ ქალი-მშვილდოსანი უარს იტყვის ოჯახური სადილის მომზადებაზე და სხვა ვალდებულებებზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ქალის სახლში გამოკეტვა სურს, თუმცა, მაქსიმალუად მომთხოვნი იქნება ცოლის მოვალეობების შესრულებისადმი. თუ ქალი-მშვილდოსანი არ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს, სავარაუდოდ ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები გაჩნდება და ქორწინების შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი მეგობრობაში ზედაპირულები არიან. ქალი-მშვილდოსანი არ მოისურვებს მამაკაცი-მორიელის სულიერი სიღრმების შესწავლაზე დროის დაკარგვას, რადგან ის განწყობილია უფრო ექსტრავერტულად და სურს ჰორიზონტისკენ ყურება სიახლეების აღმოსაჩენად. თუ მამაკაცი-მორიელი შეძლებს მისთვის ყოველ ჯერზე ახალი შთაბეჭდილებების ჩუქებას, მაშინ კარგი მეგობრობა გარანტირებულია. ერთი სიტყვით, მათ ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთობილივი აქტივობის ასპექტი, რომელიც იქნება საინტერესო და მიმზიდველი. ამის გარეშე, მათი ურთიერთობა სავარაუდოდ არ შედგება.
ორივე ძალიან ენერგიული ადამიანია. მათ შეუძლიათ დასახული მიზნების მიღწევა. თუ ქალი-მშვილდოსანი ღიად მოქმედებს, მამაკაცი-მორიელი დგამს ძალიან გათვლილ, ეშმაკურ ნაბიჯებს, რომლებსაც მიყავს გამარჯვებამდე. ძალების გაერთიანებით, ისინი შეძლებენ გაზარდონ მიზნების მიღწევის შანსები და კონკურენტებს უკან ჩამოიტოვებენ .