თავსებადობა - 71%. ხშირად ისინი ერთნაირად ფიქრობენ. ზოგადად, მსოფლმხედველობა მათთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ვნება და სურვილები.
ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან იმით, რომ საკუთარ ოცნებებს და სურვიელბს უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე რეალობას. თუ რამე ამოიჩემეს, მათი გადარწმუნება წარმოუდგენელია. ხასიათის ეს თანხვედრა მათ საშუალებას აძლევს სხვების ფონზე გამოარჩიონ ერთმანეთი და შემდეგ დაუახლოვდნენ. მამაკაცი-თევზები უფრო მენტალურ და მგრძნობელობით შთანეჭდილებებს ეძებს, ქალი-მშვილდოსანი რეალისტური შეგრძნებების მიღებისკენ იხრება. სასიყვარულო ურთიერთობაში, მშვილდოსანი თევზების რეალობისკენ გადმოქაჩვას ეცდება, თუმცა, თევზებმა თავად თუ არ მოინდომა, არაფერი გამოვა. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ქალ-მშვლდოსანს არ მობეზრდება. წინასწარ რთული სათქმელია როგორ აეწყობა და გაგრძელდება მათი სასიყვარულო ურთიერთობა…
ქალი-მშვილდოსანის და მამაკაცი-თევზების ინტიმური ცხოვრება მოულოდნელობებით და სიურპრიზებით სავსე იქნება. ერთმანეთს მუდმივად დაეხმარებიან საკუთარი სხეულების და თავისებურებების შესწავლაში. ქალ-მშვილდოსანს უფრო მეტად აინტერესებს საკითხის ფიზიკური მხარე, მამაკაც-თევზებს კი ემოციური და მგრძნობელობითი. ამიტომ, ის სექსში, ისევე როგორც სხვა საკითხებში, მოწყვეტილი იქნება რეალობას. სიამოვნების მიღებისთვის ქალ-მშვილდოსანს დიდი მცდელობა დასჭირდება.
თუ ისინი დაქორწინდებიან, ქალ-მშვილდოსანს ექნება სიმსუბუქის ნაკლებობა. მისი ქმარი, მამაკაცი-თევზები, ზედმეტად ინერტული და რთულია იმისათვის, რომ რაიმეს გასაკეთებლად ამოქმედდეს. ის ვერ იქნება საიმედო დასაყრდენი - ზედმეტად ინდივიდუალურია იმისათვის, რომ კლასიკური ქმარის როლი მოირგოს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ კავშირში, არც ქალი-მშვილდოსანი შეასრულებს იდეალური ცოლის როლს: ხშირად არ იქნება სახლში და მეტ დროს დაუთმობს საკუთარ თავს და ინტერესებს. ერთმანეთის ნაკლის მიღების შემთხვევაში, მათი ქორწინება შეიძლება გადარჩეს და იარსებობს ხანგრძლივად, თუმცა, მუშაობა საკუთარ თავზე, აუცილებლად დაჭირდებათ.
მათი მეგობრობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იქნება. ხანგრძლივი საუბრები ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად, მათი უსაყვარლესი ტრადიცია გახდება და არასოდეს მობეზრდებათ დროის ერთად გატარება. ქალი-მშვილდოსანი ყოველთვის მოტივატორის როლს შეასრულებს მამაკაცი-თევზებისთვის, რომელიც თავის მხრივ ნამდვილ ფსიქოთერაპიის სეანსებს ჩაუტარებს მეგობარ ქალს, როცა ამის საჭიროება და მოთხოვნა ექნება.
ერთად მუშაობისას, ქალი-მშვილდოსანი და მამაკაცი-თევზები საკმაოდ კარგად წარმოაჩენენ საკუთარ უნარებს. საქმე იმაშია, რომ ქალი-მშვილდოსანის ჩანაფიქრის და იდეების განხორციელება საუკეთესო ფორმით შეუძლია მამაკაც-თევზებს. მათ უბრალოდ სჭირდებათ ერთმანეთთან კომუნიკაციის სწორად დალაგება, რომ აქტიურად და კონსტრუქციულად იმოქმედონ. თუ ამას მოახერხებენ, კარიერული წინსვლა და დასახული მიზნების მიღწევა გარდაუვალი იქნება.