თავსებადობა - 100%. ორივე ძალიან ვნებიანი და ცეცხლოვანია. შეძლებენ თუ არა ისინი ერთმანეთის უფრო მეტად “აალებას”?
ქალი-მშვილდოსანი და მამაკაცი-ლომი ძალიან გვანან ერთმანეთს. რამდენადაც ორივე ცეცხლის სქტიქიის წარმომადგენელია, მათი გრძნობები სწრაფად ინთება და შემდეგ თანაბარი სიმხურვალით იწვის. ქალი-მშვილდოსანი იდეალისტია და სიყვარულშიც საუკეთესოს ეძებს. მამაკაცი-ლომი იდეალისტობასთან ერთად ეგოისტიცაა, ამიტომ, მათ შორის სასიყვარულო კავშირში, ყველაზე კარგ მოვლენად ის საკუთარ თავს თვლის, რაც ქალ-მშვილდოსანს არ მოსწონს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორთან თანაბარ დონეზე ყოფნა, ერთმანეთისთვის აზრის გაზიარება და სამომავლო შეხედულებების ერთობლივად ჩამოყალიბება. მამაკაც-ლომს კი სწორება საკუთარ ინტერესებზე აქვს. თუ ერთმანეთის ხასიათის სპეციფიკას გაიგებენ და შეეწყობიან, მაშინ მათი სასიყვარულო კავშირი გაამართლებს.
მათი სექსუალური ცხოვრება შეიძლება საკმაოდ საინტერესო და წარმატებული იყოს: მამაკაცი-ლომი ამაზე ნამდვილად იზრუნებს. ტემპერამენტიან ქალ-მშვილდოსანს სჭირდება აქტიური ინტიმური ცხოვრება. რაც შეიძლება მათ არ ეყოთ ურთიერთბაში, არის სიმსუბუქე და მოქნილობა. ორივე დიდ დროს მოანდომებს ურთიერთგაგებას, განსაკუთრებით მამაკაცი-ლომი. მათი ინტიმური ცხოვრება გაცილებით ხარისხიანი იქნება, თუ ერთმანეთის სურვილებს მეტ ყურადღებას მიაქცევენ.
ამ ორი ცეცხლოვანი ადამიანის ქორწინება დასაშვები და შესაძლებელია, რადგან მათ არ ექნებათ არსებითი საკთხების გარშემო უთანხმოება და დაძაბულობა. თუმცა, უკმარისობის გრძნობა მუდმივად იქნება, მაგალითად: ორიგინალურობის, სიმსუბუქის, ფანტაზიის, ოცნების…
მათგან საუკეთესო მეგობრები დგებიან: ქალი-მშვილდოსანიც და მამაკაცი-ლომიც ილტვიან იმისკენ, რომ ცხოვრება იყოს აქტიური და საინტერესო. მათ ბევრი საერთო ჰობი და ინტერესები აქვთ როგორც სპორტის, ისე ფილოსოფიის და კულტურის მიმართულებით. მეგობრობაში ისინი ყოველთვის დაუჭერენ ერთმანეთს მხარს.
ქალი-მშვილდოსანი ძალიან ოპტიმისტური ნატურაა და იზრუნებს იმაზე, რომ მის მეგობარ მამაკაც-ლომს ყოველთვის კარგი განწყობა ჰქონდეს. ხოლო მამაკაცი-ლომი თავის მხრივ ეცდება, რომ მეგობარ მშვილდოსანს თავი აგრძნობინოს ყველაზე ლამაზ და უნიკალურ ქალად - მას ნამდვილად შეუძლია სხვისთვის თვითშეფასების ამაღლება.
ქალი-მშვილდოსანი და მამაკაცი-ლომი ერთმანეთთან საუკეთესო კუთხით ითანამშრომლებენ. რა თქმა უნდა, მათ შორის შეიძლება გარკვეული დაძაბულობა გაუგებრობები იყოს, რადგან ორივე შემტევი ხასიათისაა და უკან დახევა უჭირთ. მაგრამ, როცა საერთო საქმის გარშემო მოუწევთ მოქმედება, დათმობებზე წავლენ და კარგ შედეგსაც მიიღებენ. დიდი ალბათობით ისინი დაკავდებიან ისეთი საქმით, რომელიც შემოქმედებით მიდგომას საჭიროებს, რადგან სხვა შემთხვევაში, მათთვის ერთად მუშაობა ცოტა მოსაწყენი იქნება.