თავსებადობა - 100%. ქალი-მშვილდოსანი და მამაკაცი-მშვილდოსანი არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს აირეკლავენ, ზუსტად ისე, როგორც სარკეში.
ორ მშვილდოსანს შორის სასიყვარულო ურთიერთობა არის აზარტული და თავისუფალი. ისინი ერთად მხოლოდ იმიტომ არიან, რომ მიზიდულობის ძალა აქვთ, მოსწონთ ერთად დროის გატარება და ა.შ. თუმცა, ვერაფერი აიძულებს ორ მშვილდოსანს ურთიერთობაში ყოფნას, თუ კარგად არ შეისწავლეს პარტნიორი და სრული გაგება არ იპოვეს მასში. ორივეს აქვს უდიდესი ინტერესი და ვნება სიახლის მიმართ, რაც ყველაზე მეტად აკავშირებთ.
მათი სიყვარული იქნება ძალიან რომანტიკული, მყარი და იდეური. ინტელექტუალური ერთობა მათთვის ემოციურ ერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია. მათ სასიყვარულო კავშირში პრობლემა შეიძლება გაჩნდეს იმის გამო, რომ პერიოდულად, თითოეული მათგანი გრძნობების, სიმშვიდისა და სიმარტივის ნაკლებობაზე დაიწყებს საუბარს.
ორ მშვილდოსანს შორის სექსი არც ისე ინტენსიური იქნება. საქმე იმაშია, რომ გონებრივ მოთხოვნილებებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ფიზიკურს, ამიტომ, ინტიმის ნაკლებობა ექნებათ. იმისათვის, რომ მათი სექსუალური ცხოვრება მეტ-ნაკლებად ჰარმონიული იყოს, მათ უნდა განავითარონ საკუთარ თავში სპონტანურობა, გამოავლინონ ყველაზე ფარული სურვილები და მოთხოვნილებები.
მათი ურთიერთობის დადებითი მხარე არის ის, რომ ორივეს ერთგვარი სექსუალური ტემპერამენტი აქვს, რაც ერთმანეთისთვის რაიმე ახსნა-განმარტების მიცემის საჭიროებას ხსნის. მეორეს მხრივ, მათთვის პრობლემურია ერთმანეთის მხარდაჭერის ნაკლებობა, რაც მაგალითად ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენელთან არ იქნებოდა.
ქორწინება ორ მშვილდოსანს შორის - განსაკუთრებული მოვლენაა. მათ ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი იქნება წესების და მაღალზნეობრივი მოთხოვნების შესაბამისად. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა მოსაწყენიც კი. ქალიც და მამაკაცი-მშვილდოსანიც სახლში ვერ ჩერდებიან. ასევე, ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. თუმცა, ეს თანაცხოვრებაში ხელს არ უშლით, რადგან ერთმანეთის სოციალურ აქტივობას მხარს უჭერენ.
მეგობრობაში კარგად უგებენ ერთმანეთს. ორივე თავისუფლების და სიახლეების მოყვარულია. მოსწონთ გაუთვალისწინებელ და არაპროგნოზირებად სიტუაციებში აღმოჩენა. ერთად შეძლებენ ახალი შთაბეჭდილებების ულევად მიღებას, თუმცა, პრაქტიკული კუთხით, ერთმანეთისთვის სრულიად უსარგებლო იქნებიან. როცა გამოუვალი სიტუაცია შეექმნებათ, დახამრებისთვის მიმართავენ სხვა მეგობრებს, რადგან თავად ასეთ დროს სრულიად უძლურები არიან.
ერთად მუშაობა მათთვის საინტერესო იქნება, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება და მიზნების მიღწევა გაუჭირდებათ. დიდი ალბათობით იმის გამო, რომ ერთმანეთთან კონკურენციაში შევლენ და შეეცდებიან საკუთარი აზრი დაიცვან. ასევე, პროდუქტიულ და აქტიურ საქმიანობაში ხელს შეუშლით ძლიერი პრაქტიკული უნარების არქონა.
შეიძლება ითქვას, რომ მშვილდოსნები ძალიან კარგი დამგეგმარებლები არიან, თუმცა, კონკრეტულ ამოცანებზე და დავალებებზე მუშაობაში ნაკლები პრაქტიკულობა ახასიათებთ.