შეთავსება
მშვილდოსანი
კურო
შეთავსება

თავსებადობა - 72%. ქალი-მშვილდოსანი ნათელი და აქტიურია, მამაკაცი-კურო კი არ არის მიჩვეული განსაკუთრებულ დაძაბულობას. საინტერესოა, შეძლებს თუ არა მშვილდოსანი ცოტათი მაინც შეცვალოს კუროს ხასიათი?

სიყვარული

ქალი-მშვილდოსანის და მამაკაცი-კუროს ურთიერთობა - ეს არის ოპტიმიზმის და გულგრილობის კავშირი. ერთის მხრივ, მშვილდოსანი ცდილობს მუდმივად უბიძგოს აქტივობისკენ მდორე კუროს, რომელიც თავის მხრივ პერიოდულად ეძებს ავანტიურას, თავგადასავალს და თავისუფლებას. თუ დაემთხვა და ამ დროს გამოჩნდება ქალი-მშვილდოსანი, მათი რომანი სწრაფად და საინტერესოდ განვითარდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცი-კუროს სურვილები ისევე სწრაფად ქრება, როგორც ჩნდება. ამის გამო, ქალი-მშვილდოსანი თავს მიტოვებულად გრძნობს, ვერ ხვდება რაშია საქმე, რატომ იქცევა მისი მამაკაცი ასე. კურო კი თავის მხრივ ვერ ხვდება, რატომ იწვევს ქალი-მშვილდოსანი მასში ასე ელვისებურ ემოციას,რომელიც ძალიან სწრაფად ქრება. ფაქტია, რომ შინაგანი რითმები და ემოციური განწყობები არ ემთხვევა, რის გამოც ურთიერთობის აწყობა ძალიან გაუჭირდებათ.

სექსი

მათ შეუძლიათ ინტიმურ ურთიერთობაში საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან აჩვენონ. მამაკაც-კუროს ძალების საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, ხოლო ქალი-მშვილდოსანი, მარტივად აღიგზნება და შეუძლია ეს მდგომარეობა არამარტო თავად შეინარჩუნოს ხანგრძლივად, არამედ პარტნიორიც ტონუსში ყავდეს. მათ გაუმარტივდებათ ინტიმური ურთიერთობის აწყობა და ორივე მიიღებს თავის წილ სიამოვნებას. ერთადერთი პრობლემა შეიძლება იყოს სულირების და ემოციების გამოხატვის უკმარისობა, ძირითადად კუროს მხრიდან.

ქორწინება და ოჯახი

ორივე განწყობილია გრძელვადიანი ურთიერთობისთვის, თუმცა, ქორწინების მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ქალი-მშვილდოსანი არ ჩქარობს თავისი ცხოვრების დაკავშრებას ვინმესთან, მას მოსწონს თავისუფლება და კმაყოფილია პასუხისმგებლობების გარეშე ურთიერთობით. მამაკაც-კუროსაც შეუძლია ქორწინების უღელის გარეშე ცხოვრება - მისთვის მთავარია რომ ჰქონდეს კომფორტი. თუმცა, ქალი-მშვილდოსანის შემთხვევაში ის უფრო დაინტერესებულია ურთიერთობის გაფორმებით და სწორედ ამიტომ, პირველი ეხება ქორწილის თემას. ქალი-მშვილდოსანის წინააღმდეგობის მიუხედავად, მამაკაც-კუროს შეუძლია თავისი გაიტანოს და დაითანხმოს ის, მაგრამ ნაკლებად უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ქალი-მშვილდოსანი დიდი მეოჯახე და ყურადღებიანი დიასახლისი იქნება. ცოლის სტატუსი მისთვის ცოტა განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს და ამიტომ, დაქორწინების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გადაერთვება საკუთარ თავსა და ინტერესებზე.

მეგობრობა

თუ ეს წყვილი დამეგობრებას გადაწყვეტს, მათი ურთიერთობა საკმაოდ კომფორტული იქნება. თუმცა, ქალ-მშვილდოსანს მეტი ურთიერთობა და სიახლოვე სჭირდება, რომ იგრძნოს რამდენად ძვირფასი მეგობარია. მამაკაც-კუროს კი ამ მხრივ აქტიურობა არ ახასიათებს. იშვიათად შეხვედრა და ზედაპირულად საუბარი საკუთარ პრობლემებსა თუ სხვა, ზოგად თემებზე, მისთვის სრულიად საკმარისია. მათ შეიძლება საერთო აზრი და შეხედულებები ჰქონდეთ სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ აქტივობაში ყოველთვის სხვადასხვა რითმში იქნებიან. მიუხედავად ამისა, მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას მაინც შეძლებენ.

სამსახური და ბიზნესი

ერთად მუშაობას ეს ორი ნიშნანი საკმაოდ წარმატებით ახერხებს. მამაკაც-კუროს შეუძლია ნებისმიერი იდეის სრულყოფა და რეალიზება, ხოლო ქალი-მშვილდოსანი შეძლებს საჯარო ყურადღების მიქცევას იმ შედეგების მიმართ, რომელიც მიღებული იქნა მათი საერთო ძალისხმევით. საუკეთესო სფეროები, სადაც მათ შეუძლიათ წარმატებებს მიაღწიონ, არის წარმოება და სარეკლამო მიმართულება ან ნებისმიერი სხვა სფერო, სადაც რამე ახალი იქმნება.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება