თავსებადობა - 79%. ქალი-მშვილდოსანი საჭიროებს უწყვეტ განვითარებას და შთაბეჭდილებების სწრაფად ცვლილებას, მამაკაცი-თხის რქა კი სტაბილურობასა და მუდმივობას. როგორი იქნება მათი ურთიერთობა?
ქალი-მშვილდოსანის ყველაზე კარგი მახასიათებელია - ენერგიულობა და ოპტიმიზმი. მამაკაც-თხის რქას კი ახასიათებს ყველაფრის ბოლომდე მიყვანის უნარი და მიზანდასახულობა. ერთმანეთს იზიდავენ მიზანმიმართულობით, რომელიც ორივეს მძაფრად ახასიათებს. ამიტომ, სიყვარულიც შეიძლება მარტივად გაჩნდეს მათ შორის. ურთიერთობაში პრობლემებიც სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ქმედებებში აცდენა აქვთ. თუ ქალ-მშვილდოსანს რამე არ მოეწონება, ის პირდაპირ ეტყვის მამაკაც-თხის რქას, რომელიც ასეთ დროს პირიქით იქცევა, სიჩუმეს ამჯობინებს და წყენას გულში ინახავს, რომ მერე, შესაფერის მომენტში წამოაძახოს. სირთულეების მიუხედავად, მათ მაინც ბევრი რამ აქვთ საერთო და თუ ძალისხმევას არ დაიშურებენ, დათმობებზე წავლენ და მეტად გაუგებენ ერთმანეთს - რომანს არსებობის და განვითარების ყველა შანსი ექნება.
ინტიმურ ურთიერთობაში პრობლემური შეიძლება გახდეს განსხვავებული ტემპერამენტი. ინტიმურ ურთიერთობაში ქალი-მშვილდოსანის მოულოდნელი რეაქციები გამაღიზიანებელია მამაკაცი-თხის რქასთვის. ხოლო ქალი-მშვილდოსანისთვის დამღლელი და მომაბეზრებელი ხდება მამაკაცი-თხის რქას ერთგვაროვანი მოძრაობები. ასეთი სიტუაციები, სამწუხაროდ ბევრი იქნება მათ სექსუალურ ცხოვრებაში… მაგრამ, თუ შეძლებენ შეთანხმებას და ინტიმური პროცესის ბოლომდე მიყვანას, ორივე მიიღებს დიდ სიამოვნებას და ღრმა შეგრძნებებს.
დაქორწინებისას, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობაში არსებული პრობლემები უფრო გამძაფრდება ან საერთოდ გაქრება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია თითოეული მათგანის ქცევასა და მიდგომაზე. თუ ქალი-მშვილდოსანი იზრუნებს იმაზე, რომ მათ ურთიერთობაში იყოს წესრიგი, მაშინ მამაკაცი-თხის რქა იქნება ძალიან კარგი ქმარი - ერთგული და მშრომელი.
მამაკაცი-თხის რქა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მამაა. ქალი-მშვილდოსანი კი შესანიშნავი დედა იქნება - ხალისიანი და კეთილი, ბავშვები მასთან ნამდვილად არ მოიწყენენ.
ქალ-მშვილდოსანს აკლია სერიოზულობა და ცხოვრებაზე საღი შეხედულება, ხოლო მამაკაც-თხის რქას ეს ჭარბად აქვს. მათი მეგობრობაც სწორედ იმას ეფუძნება, რომ ზოგჯერ მამაკაც-თხის რქა-ს სურს მოეშვას და დაივიწყოს საქმე, იმხიარულოს და უზრუნველად გაერთოს - ქალი-მშვილდოსანი ამას ნამდვილად უზრუნველყოფს. მათ შორის დიდი ნდობაა, ეს არის განსაკუთრებული ურთიერთობა, სადაც ორივე მხარე ყოველთვის გასცემს და იღებს იმას, რაც ნამდვილი მეგობრული კავშირისგან შეიძლება მიიღო.
მათ შეუძლიათ საკმაოდ კარგი ბიზნესი ააწყონ ან წარმატებით ითანამშრომლონ. ასეთი სიტუაციაში მამაკაცი-თხის რქას როლი უფრო დოკუმენტებზე მუშაობა იქნება, ხოლო ქალი-მშვილდოსანისთვის განვითარების მომცემი მიმართულებები უფრო საინტერესოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთად მუშაობისას, ქალი-მშვილდოსანი შექმნის პოზიტიურ განწყობას, რომლის გარეშეც ვერანაირი საქმე ვერ გაკეთდება. მამაკაცი-თხის რქა კი მიხედავს სტრუქტურას, რომელზეც ყველაფერი დგას.