შეთავსება
მშვილდოსანი
სასწორი
შეთავსება

თავსებადობა - 92%. ისინი საკმაოდ კარგად ეწყობიან ერთმანეთს და მათი ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესო იქნება.

სიყვარული

ქალი-მშვილდოსანი - ოპტიმისტი და აქტიური. მასთან ყოველთვის მოიძებნება სასაუბრო თემა. მამაკაცი-სასწორი - დიპლომატიური, ნაზი და დელიკატური. ერთსაც და მეორესაც ისეთი თვისებები აქვთ, რაც ერთმანეთის ცხოვრების შევსებაში დაეხმარებათ. თუ მათ რომანში პრობლემები იჩენს თავს, ეს გამოწვული იქნება მამაკაცი-სასწორის მხრიდან ქალი-მშვილდოსანის ზედმეტი აქტივობის მიუღებლობით, თუმცა, ეს არ შექმნის მძიმე ფორმის უთანხმოებას ან დაშორების მიზეზს. მთავარია ხშირი არ იყოს კინკლაობა და უთანხმოება, რაც ნებისმიერი სიტუაციაში აფუჭებს ურთიერთობას. გულახდილად რომ ითქვას, ქალი-მშვილდოსანისთვის სასიყვარულო ურთიერთობის მხრივ მამაკაცი-სასწორი ზედმეტად რაფინირებულია. მას უფრო აქტიური და იდეური პარტნიორი სჭირდება.

სექსი

მათ შორის ინტიმური ურთიერთობა შეიძლება იყოს საკმაოდ კომფორტული და სასიამოვნო. ორივეს კარგი ტემპერამენტი აქვს. ქალი-მშვილდოსანი ვნებიანი და ინიციატივიანია, ხოლო მამაკაცი-სასწროი ნაზი და მორჩილი, რომელიც მხარს დაუჭერს მისი პარტნიორი ქალის ყველა სახის ინიციატივას და ერთად უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ სექსუალური ურთიერთობით.

ქალი-მშვილდოსანი შეიძლება ზოგჯერ დაძაბოს მამაკაცი-სასწორის უინიციატივობამ ინტიმური ცხოვრების გამრავალფეროვნების მხრივ, ხოლო მამაკაც-სასწრს ენდომება, რომ ქალი-მშვილდოსანი უფრო აგრესიული იყოს საწოლში. რაც უფრო მეტ დროს გაატარებენ ერთად, მით უფრო კარგად გაიგებენ ერთმანეთის სექსუალურ სურვილებს და შეძლებენ ქცევის კორექტირებას.

ქორწინება და ოჯახი

თუ ეს წყვილი დაქორწინდება, ოჯახს მყარად და დიხანს შეინარჩუნებენ, რადგან თანაბრად აფასებენ ტრადიციებს და საკმაოდ კონსერვატორული შეხედულებები აქვთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქალი-მშვილდოსანი საკმაოდ თავისუფლებისმოყვარეა, ამიტომ, მასთან ურთიერთობის დაკანონება საკმაოდ რთულია. საბედნიეროდ, მამაკაც-სასწორს აქვს ნებისმიერი ადამიანის დარწმუნების უნარი, განსაკუთრებით საყვარელი ქალის, როცა სურს მასთან ოჯახის შექმნა. ამიტომ, ის ყველაფერს გააკეთებს მათი სასიყვარულო ურთიერთობის დასაკანონებლად.

მეგობრობა

მათ შეუძლიათ იყვენენ კარგი მეგობრები, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა იქნება. რეკომენდირებულია საერთო ჰობის და ინტერესების გამოკვეთა, რომ ურთიერთობა არ გახდეს მოსაწყენი და უინტერესო. ქალ-მშვილდოსანს მამაკაც-სასწორთან მეგობრობაში ყოველთვის ინიციატორის, სულის ჩამდგმელის როლი აქვს, ის კი თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს მეგობრობაში სრული ჰარმონიის და ურთიერთგაგების შესატანად. შესაძლოა, რომ მათ შორის არ იყოს ხანგრძლივი და სენტიმენტალური საუბრები, თუმცა კომუნიკაცია მარტივი იქნება.

სამსახური და ბიზნესი

ამ წყვილის ბიზნეს-პარტნიორობა და თანამშრომლობა არც თუ ისე ცუდად გამოდის. მამაკაცი-სასწორი იზრუნებს კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ქალი-მშვილდოსანი კი განვითარების გზებს მოძებნის, დასახავს მიზნებს, რომელთა მისაღწევად ერთობლივი ძალებით იმოქმედებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მათი შრომის მეთოდები განსხვავდება: მამაკაცი-სასწორი თანამოაზრეების და კოლეგების დახამრებას ეყრდნობა. ქალი-მშვილდოსანი კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედად მოქმედებს. შემუშავებული აქვს სტრატეგია და მიყვება მას. რაც უფრო მეტი ინფორმაციის გაცვლა და სტრატეგიულ საკითხებში შეთანხმება მოხდება მათ შორის, მით უკეთესი შედეგების მიღწევას შეძლებენ. 

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება