შეთავსება
მშვილდოსანი
მერწყული
შეთავსება

თავსებადობა - 100%. ორივე ენერგიული, თავისუფალი და აქტიურია. ეს წყვილი გავს მზისა და ქარის კავშირს - საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს, არა?

სიყვარული

მათი სასიყვარულო ურთიერთობა წარმოადგენს ორი თავისუფალი ადამიანის კავშირს, რომლებიც არ იზღუდავენ თავს დადგენილი წესებით. ერთად ყოფნისას მათ შეუძლიათ საათობით ისაუბრონ, გაერთონ და სულ უფრო მეტი საერთო ინტერესი აღმოაჩნიონ. ქალი-მშვილდოსანისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი იზიარებდეს მის შეხედულებებსა და მსოფლმხედველობას, ხოლო მამაკაცი-მერწყულისთვის სასიყვარულო კავშირში მთავარია მისი უფლებების დაცვა და თავისუფლების. მათ ერთიც ყველაფერი გამოსდით და ამიტომ, ურთიერთობა მაყრი და ხანგრძლივია.

სექსი

ინტიმურ ცხოვრებაში მათ შეიძლება გამომგონებლები ეწოდოთ, განსაკუთრებით მამაკაც-მერწყულს. თუმცა, არცერთი მათგანი სექსს მთავარ მოვლენად არ თვლის ურთიერთობაში, ამიტომ, ფიზიკური სიახლოვისთვის დროის, ადგილისა და მეთოდის შერჩევაზე ბევრს არასოდეს ფიქრობენ. უფრო ხშირად სექსი მათ ურთიერთობაში იქნება სპონტანური და არარეგულარული. სექსუალურ ცხოვრებაში ყოველთვის კმაყოფილებას  მიიღებენ და ამ მხრივ არანაირი უთანხმოების მიზეზი არ ექნებათ. ვარსკვლავები მათ ურჩევენ, რომ ურთიერთთანაბარი მიზიდულობისთვის, ინტიმისთვის გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდები და შეარჩიონ ახალი ადგილები, საკუთარ სახლშიც კი, რომ პროცესი იყოს დინამიური და საინტერესო.

ქორწინება და ოჯახი

მათ შორის ქორწინება სრულიად შესაძლებელია, რამდენადაც ამ წყვილში სერიოზული უთანხმოება არასოდეს წარმოიშობა. ისინი შეძლებენ შექმნან ძლიერი და მყარი ოჯახი, სადაც თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობენ ფიზიკურადაც და ემოციურადაც.

მათი შვილები გაიზრდებიან სასიამოვნო ატმოსფეროში და ყოველთვის ექნებათ კომფორტი, საინტერესო ურთიერთობა მშობლებთან და მათი მხარდაჭერა.

მეგობრობა

მერწყული - მეგობრობის ნიშანია. რომელიც მიილტვის ღრმა და გულახდილი ურთიერთობისკენ. ქალი-მშვილდოსანი კი მისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატურაა მეგობრობისთვის. ის გულისხმიერი, თანადგომისა და თანაგრძნობის უანრის მქონეა, რაც მერწყულს ძალიან მოსწონს. მათი მეგობრობა მარტივი და სასიამოვნოა. ერთმანეთთან ურთიერთობა არასოდეს მობეზრდებათ. ყველაფერი, რასაც ერთმანეთისთვის გააკეთებენ, იქნება უანგარო და ამიტომ, მათი კავშირი დიდხანს გაგრძელდება.

სამსახური და ბიზნესი

თუ ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ერთად იმუშავებენ, მათი შრომის შედეგები ყოველთვის ხელშესახები და ნაყოფიერი იქნება - ორივე ენერგიულია და თავისუფლად გაართმევენ თავს სხვადასხვა სირთულის პროექტების განხორციელებას. ერთადერთი, რაც შეიძლება მათ საქმიანობას აკლდეს, ეს არის - პრაგმატიზმი. მამაკაცი-მერწყული იმათ რიგებს არ ეკუთვნის, ვინც საკუთარ იდეებში ფულს ითხოვს. ქალი-მშვილდოსანიც არ არის შემოსავლის მიღების იდეით შეპყრობილი, როცა საქმე ეხება რაიმე კეთილშობილურის შექმნას, რასაც კეთილდღეობა და სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის.

ორივე იდეალისტია და თუკი გადაწყვეტენ რომ ერთობლივი ბიზნესით დაკავდნენ, აუცილებლად დასჭირდებათ ვინმე, ვინც იქნება მახვილგონიერი, მეტად ხისტი და პრაქტიკული.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება