შეთავსება
კურო
ვერძი
შეთავსება

თავსებადობა - 72%. ქალი-კურო რბილი ხასიათისa, მაგრამ ჯიუტია, მამაკაცი-ვერძი შემტევი, ენერგიული და ვნებიანი. მას შეუძლია წარმოაჩინოს კუროში ჩამალული ენერგიაც, თუმცა საკითხავია, სჭირდება ეს ქალ-კუროს?

სიყვარული

მამაკაც-ვერძს ხშირად ქალი-კურო ჰგონია  სწორედ ის ერთადერთი, რომელიც უნდა მოიპოვოს და ეს რომ ასე არ არის, ვერძი მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა კუროსგან წინააღმდეგობას შეხვდება ბევრ საკითხში. როცოა ვერძი ჩქარობს, ქალი-კურო ფეხს ითრევს, როცა მამაკაც-ვერძს რაიმე აინტერესებს, ქალი-კურო სრულ გულგრილობას ამჟღავნებს და ა.შ. მათი ურთიერთობა შეიძლება სიყვარულით სავსე იყოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე დარწმუნდება და აღიარებს, რომ ერთად ყოფნა სურთ და გარკვეულ დათმობებზეც წავლენ. ქალი-კურო უფრო გახსნილი და ნაკლებად ჯიუტი უნდა გახდეს. მამაკაცი-ვერძი კი უფრო მომთმენი. 

სექსი

მათ შორის ინტიმური ურთიერთობა იქნება ნაზი და ვნებიანი: ორივეს უყვარს მძაფრი შეგრძნებებით სიამოვნების მიღება. ქალ-კუროს უყვარს უფრო ხანგრძლივი ალერსი და პრელუდია, მამაკაცი-ვერძი კი ყოველთვის ცდილობს სწრაფად მორჩეს ყველაფერს. თუ შეძლებენ საკუთარი რითმების ჰარმონიზებას და საერთო ნიშნულამდე მოყვანას, მათი სექსუალური ცხოვრება საინტერესო და სასიამოვნო იქნება.

ქორწინება და ოჯახი

მათ შორის ქორწინება დასაშვებია, რადგან ოჯახური საკითხების აღქმა ერთნაირი აქვთ და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის ჟინიც მათი საერთო მახასიათებელია. ორივე ცდილობს ცხოვრებაში მატერიალური უზრუნველყოფა ჰქონდეთ. მათი ოჯახური თანაცხოვრება ამ ინტერესების გარშემო გაერთიანდება და დააკმაყოფილებს თითოეულის სულიერ თუ მატერიალურ მოთხოვნებს. მათი შვილები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველაფრით - დედის წყალობით, ხოლო მამის დამსახურებით - გაიზრდებიან ძლიერი პიროვნებები.

მეგობრობა

კარგი მეგობრობა და ერთმანეთს დახმარება, მათ ყოველთვის შეუძლიათ. ქალი-კურო და მამაკაცი-ვერძი თანხმდებიან, რომ მეგობრული ურთიერთობა ნდობასა და პატივისცემაზე უნდა იდგეს. კურო ვერძს დაეხმარება მოივაციასა და ძალების აღდგენაში. კარგი იქნება, თუ მეტ საერთო ინტერესს და ჰობის აღმოაჩენენ. ორივეს მოსწონს სითბოს გამოხატვა. რეკომენდირებულია ლაშქრობების მოწყობა, ერთობლივი გარბენი და ხანგრძლივი საუბრები სხვადასხვა ცხოვრებისეულ თემაზე - ეს ყველაფერი მათ ჭეშმარიტ სიამოვნებას მიანიჭებთ და ურთიერთობის ხანგრძლივად შენარჩუნებაში დაეხმარებათ.

სამსახური და ბიზნესი

ამ წყვილს შეუძლია საუკეთესო პარტნიორობა კარიერასა და საქმიანობაში. ვერძი ინიციატივიანია და შეუძლია სული ჩაბეროს ნებისმიერ პროექტს, კურო კი კარგი შემოსავლის უზრუნველყოფას ახდენს. მათ ტანდემში მამაკაცი-ვერძი არის სტრატეგი, ქალი-კურო კი ტაქტიკოსი. ერთადერთი მინუსი, რაც შეიძლება მათ საქმიან ურთიერთობაში იყოს, არის იდეების და შთაგონებების პერიოდული დეფიციტი, თუმცა, ამ დანაკლისის შესავსებად ყოველთვი შეიძლება მიმართონ სხვას, განსაკუთრებით ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება