შეთავსება
კურო
კირჩხიბი
შეთავსება

თავსებადობა - 83%. ქალი-კურო და მამაკაცი-კირჩხიბი ნამდვილად შეძლებენ შექმნან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა, რადგან ძალიან ბევრი შეხების წერტილი აქვთ.

სიყვარული

ორივე მიისწრაფვის სიმშვიდის და მოწესრიგებული ურთიერთობებისკენ. ისინი ერთმანეთს სრულიად შეეფერებიან, სასიყვარულო ურთიერთობაში ნახულობენ იმას, რაც რეალურაც სურთ რომ ჰქონდეთ. მამაკაცს ყავს მზრუნველი და ერთგული ქალი, რომელიც საოცრად კარგად იგებს მის ემოციებს და სწრაფად ცვალებად ხასიათს, რომელიც თავის მხრივ ხედავს, რომ გვერდით ყავს ნაზი და თბილი, მისი ცხოვრების თანამგზავრის პოზიციაზე სრულიად შესაფერისი მამაკაცი. წვრილმანი უთანხმოებების მიუხედავად, მათი სიყვარული ჩუმი და სტაბილურია, რადგან ქალი-კუროც და მამაკაცი-კირჩხიბიც ერთმანეთის შეცნობით არიან დაკავებული და სხვა რამ ნაკლებად აინტერესებთ.

სექსი

მათ შორის ინტიმური ურთიერთობა საკმაოდ გააზრებული და სასიამოვნოა, ისევე როგორც რომანტიკული კავშირი. კირჩხიბი უზრუნველყოფს კუროსთვის საჭირო ატმოსფეროს, სადაც ის შეძლებს გაიხსნას ბოლომდე და შემდეგ აღფრთოვანებული დარჩება კუროს პასუხისმგებლიანი მიდგომით, მისი ტექნიკური შესაძლებლობებით, რომლითაც ის ხორცს ასხამს ორივეს სექსუალურ სურვილებს… უდავოა, რომ მათი ერთობა წარმატებული დუეტია. ერთადერთი, რამაც შეიძლება პრობლემის სახით თავი იჩინოს - არის ვნების პერიოდულად გაქრობა… კარგი იქნება, თუ ორივე შეძლებს დაიმუხტოს პოზიტიური ემოციებით და შემდეგ ერთმანეთს გაუზიარონ, რათა ინტიმური ცხოვრება არ გადაიქცეს მოსაწყენ რუტინად…

ქორწინება და ოჯახი

მათი ოჯახი იქნება იდეალური. ორივე მიისწრაფვის ისეთი თანაცხოვრებისკენ, სადაც მაქსიმლური გაგებაა. ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ოჯახური ბუდე ყოველთვის მყუდრო და თბილი იყოს. მშვიდ ატმოსფეროზე პასუხისმგებელი იქნება მამაკაცი-კირჩხიბი, ქალი-კურო კი ფიზიკურად იზრუნებს ოჯახის წევრებზე. მათი შვილები გაიზრდებიან სითბოსა და სიყვარულში, ყველანაირად უზრუნველყოფილნი. მამა-კირჩხიბი ყველაფრის უფლებას მისცემს შვილებს, დედა-კუროსგან განსხვავებით, რომელიც რბილი ხასიათის მიუხედავად წესრიგის მოყვარულია.

მეგობრობა

მათ შრის მეგობრობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი და ურთიერპატივისცემაზე დამყარებული. როგორც მიწისა და წყლის სტიქიების წარმომადგენლები, ისინი მიდრეკილნი არიან ურთიერთობების მოფრთხილებისკენ და წვრილმანი კამათის გამო არ გააფუჭებენ სიტუაციას. მამაკცი-კირჩხიბი იზრუნებს შეხვედრებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე, ქალი-კურო კი მორალურ, ფიზიკურ და მათ შორის ფინანსურ მხარდაჭერაზე. შეხვედრისას ისინი ღიად გაცვლიან ემოციებს და აზრებს, ერთმანეთს მისცემენ რჩევებს და გაამხნევებენ ყოველთვის, როცა მენტალურად პრობლემური და ნეგატიური პერიოდი ექნებათ.

სამსახური და ბიზნესი

მათი თანამშრომლობა ან საერთო ბიზნესში ჩართულობა - სრულიად შესაძლებელია. ქალი-კურო პრაგმატულია, მამაკაცი-კირჩხიბი კი იდეური. ერთობლივი ძალით, მათ შეეძლებათ გაუმკლავდნენ რთულ დავალებებს და ამოცანებს. საქმის შესრულების ტექნიკური მხარე ძირითადად ქალ-კუროზე იქნება. მამაკაცი-კირჩხიბი აავსებს ენთუზიაზმით როგორც მის პარტნიორ ქალ-კუროს, ისე მთელ კოლექტივს. ამიტომ, ამ ტანდემს დიდი წარმატება ელის. პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მაშინ, როცა მამაკაც-კირჩხიბს სიზარმაცე მოაწვება ან ერთფეროვანი და რუტინული სამუშაო პროცესი მობეზრდება, ხოლო ქალი-კურო დაიწყებს მისი იდეების უსამართლო კრიტიკას.


 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება