თავსებადობა - 98%. ისინი წარმოადგენენ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მოცემულობას. ქალ-კუროს არ უყვარს ხმამაღლა საუბარი საკუთარ გრძნობებზე და ვნებებზე, ხოლო მამაკაც-მორიელს პირიქით - ამის გარეშე ვერ წარმოუდგენია. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა საერთო ენის გამონახვას?
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მათ ერთმანეთი უყვარდებათ. ქალი-კურო ოცნებობს მგრძნობიარე მამაკაცზე, რადგან თავად ხშირად უჭირს გრძნობების და ემოციების გამოხატვა. მამაკაცი-მორიელი ამ ვყელაფრის სააშკარაოზე გამოტანის საშუალებას მისცემს და საკუთარ თავს დაანახვებს სხვა კუთხით, როგორც ვნებიან, ნაზ და გაუწონასწორებელ საყვარელს. თავის მხრივ, მამაკაცი-მორიელი საჭიროებს საიმედო საყრდენს ქალში, სწორედ ისეთს, როგორიც ქალი-კუროა. მათი ურთიერთობა იქნება სავსე სხვადასხვა მოვლენებით, ხშირად არასტაბილურობითაც და ამავდროულად ღრმა და გრძნობებით სავსე.
მათ შორის სექსუალური კავშირი თითქმის იდეალური იქნება, თუ საწოლში საერთო ენას მოძებნიან. თავდაპირველად ვნების ნაპერწკლები წამოვა მამაკაცი-მორიელისგან. ქალი-კურო ნელ-ნელა შეისწავლის მის სექსუალურ შესაძლებლობებს და ყველანაირად მოერგება სიტუაციას ისე, რომ ყოველი ინტიმური კავშირისას, პროცესი იყოს უფრო საინტერესო და სასიამოვნო. მამაკაცი-მორიელიც თავს არ დაზოგავს, რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შექმნას სექსისთვის. დროთა განმავლობაში, ერთმანეთს უფრო მეტად გაუგებენ და ბევრ რამეს უსიტყვოდ მიხვდებიან. ზოგჯერ მათ შორის შეიძლება წარმოიშვას გარკვეული უთანხმოება - განსხვავებული რითმის, ჩვევების და სურვილების გამო, თუმცა, წყვილი საბოლოოდ მაინც მოახერხებს კომპრომისის ნახვას და სექსუალურ ურთიერთობების ჰარმონიულად დალაგებას.
ქალი-კურო მარტივი პერსონა არ არის თანაცხოვრებისთვის, ისევე როგორც მამაკაცი-მორიელი. თუ თავიდანვე გაერკვევიან პრობლემურ საკითხებში, მაშინ შეძლებენ კავშირის დიდხანს და მყარად შენარჩუნებას.
რა თქმა უნდა მათი თანაცხოვრება ყოველთვის არ იქნება მშვიდი და უპრობლემო, რადგან მამაკაცი-მორიელის ტემპერამენტი დამთრგუნველად მოქმედებს ქალ-კუროზე, თუმცა, მისი მშვიდი და მომთმენი ხასიათიდან გამომდინარე, ამ პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელი იქნება. მათ ოჯახურ თანაცხოვრებაში ძალიან ფასდება ერთგულება და თავდადება, რის გამოც ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე შეუძლიათ რომ შეინარჩუნონ.
ქალი-კუროს და მამაკაცი-მორიელის მეგობრობა მყარი და ხანგრძლივია. ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან ზემდეტი ლაპარაკით, პრეტენზიებით ან უაზრო ქცევით. ქალი-კურო უზრუნველყოფს მამაკაცი-მორიელის მხარდაჭერას, როცა მის ცხოვრებაში რთული პერიოდი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადაც ერთგული მეგობარია ქალი-კურო, იმდენად ყურადღებიანი და ერთგულია მამაკაცი-მორიელი. ერთმანეთს ხშირად მისცემენ რჩევებს და გაუზიარებენ აზრს და შეხედულებას მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით.
სამუშაო პირობებში, მათი ტანდემი იქნება საკმაოდ წარმატებული, სადაც მამაკაცი-მორიელი მოირგებს იდეების გენერატორის როლს და სათანადო განწყობას შექმნის, ხოლო ქალი-კურო ამ ენერგიას და იდეებს მიმართავს სწორ მხარეს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეძლონ. მორიელი უფრო ენთუზიასტი იქნება, ხოლო კურო სამართლიანი კრიტიკოსი და რჩევების მიმცემი. სხვათა შორის, ხელმძღვანელის და წამყვანი ფიგურის როლში, ორივე თანაბრად გამოდგება, რადგან საკმაოდ ზუსტად შეუძლიათ აღიქვან ერთმანეთის ენერგეტიკა და შემდეგ ეფექტურად გამოიყენონ ნებისმიერ პროექტში.