შეთავსება
კურო
თევზები
შეთავსება

თავსებადობა - 91%. არც თუ ისე ცუდად ეწყობიან ერთმანეთს. ქალი-კურო სერიოზული, რეალისტი და მზრუნველია, მამაკაცი-თევზები კი ჩაკეტილი და მგრძნობიარე.

სიყვარული

ამ წყვილის სასიყვარულო ურთიერთბა შესაძლებელია, რადგან ქალი-კურო მზრუნველია, რაც მამაკაც-თევზებს ძალიან სჭირდება. მიუხედავად ძლიერი სქესის კუთვნილებისა, მამაკაც-თევზებს გამორჩეული სენტიმენტალურობა ახასიათებს და სწორედ ეს იზიდავს მასში ქალ-კუროს. წყვილში ურთიერთობებს თევზები წარმართავს, მაგრამ ეს შეუმჩნევლად და ცოტა მანიპულაციურად მოხდება, რადგან მას შეუძლია სხვისი სურვილების და ემოციების მართვა. ქალი-კუროს წყალობით, მათ კავშირში ყოველთვის იქნება სითბო და პატივისცემა. როლების გადანაწილება არც თუ ისე ტრადიციული იქნება: ის, რაც მამაკაცმა უნდა აკეთოს, ფაქტიურად ქალის კისერზე გადავა და პირიქით. კარგი იქნება, თუ ორივე მიხვდება ამ თავისებურებებს და ეს ყველაფერი უთანხმოების საბაბი არ გახდება.

სექსი

მათ შორის სექსი შეიძლება იყოს ძალიან ნაზი და ეროტიკული. ორივე მიდრეკილია მგრძნობელობით ინტიმზე, არ უყვართ სიჩქარე ამ საკითხში და ამიტომ, მოქმედებენ ნელა, მაგრამ მაქსიმალურად სასიამოვნოდ. ქალი-კურო იზრუნებს იმაზე, რომ ორივესთვის კომფორტული გარემო შეიქმნას ინტიმის დროს, მამაკაცი-თევზები კი განუმეორებელ ატმოსფეროზე. წყვილის ინტიმური ცხოვრება მით უფრო ხარისხიანია, რაც უფრო დიდხანს იქნებიან ერთად, რადგან ოჯახურ თანაცხოვრებაზე მეტად, მათთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობის ეტაპობრივი განვითარება, პიროვნულად დაახლოება და ერთმანეთის უსიტყვოდ გაგება. სექსი მათთვის არის ძალიან პირადი და სერიოზული საკითხი, ამიტომ, ამ თემას ძალიან უფრთხიდებიან და საჯაროდ არასოდეს განიხილავენ.

ქორწინება და ოჯახი

თუ ეს წყვილი სასიყვარულო ურთიერთობას დიდხანს შეინარჩუნებს, საბოლოოდ აუცილებლად დაქორწინდებიან და დიდი ალბათობით, დარჩენილ ცხოვრებას ერთად გაატარებენ. ქალი-კურო მაქსიმალისტია გრძნობების მხრივ, ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ იღებს გათხოვების გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით დიდი სერიოზულიობით იღებს ოჯახურ თანაცხოვრებას და არ უყვარს გლობალური ცხვლილებები. განქორწინებას თავისი ინიციატივით არ დააყენებს და მამაკაცი-თევზების მხრიდან ამის მოთხოვნის შემთხვევაშიც დიდხანს არ დათანხმდება. ქორწინებაში მამაკაცი-თევზები მოსიყვარულე ქმარი და მამა იქნება. ზოგჯერ ის თავისი ხასიათის გამო აუტანელია, თუმცა, კუროს მოთმინება და სიმშვიდე, ამ ნაწილშიც თავის საქმეს გააკეთებს - თევზების ხასიათი მას ვერ გატეხს.

მეგობრობა

მეგობრობას შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ტემპერამენტი აქვთ - ბევრი მსგავსებაც ვლინდება. ქალი-კურო ურთიერთობაში ისეთი მარტივი არ არის, როგორც მამაკაცი-თევზები. ამიტომ, მისი მხრიდან მეგობარი ქალის შთაგონება, მოტივირება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. თავის მხრივ, ქალი-კურო შეძლებს მეოცნებე და სენტიმენტალურ, ხშირად დეპრესიისკენ მიდრეკილ მამაკაც-თევზებს აგრძნობინოს რეალობა და მეტად ობიექტურად აზროვნების უნარი გაუმძაფროს. ორივეს უყვარს ურთიერთობების განვითარება, სიახლე - ამიტომ, საკმაოდ კარგად შეივსებიან მეგობრული ურთიერთობით.

სამსახური და ბიზნესი

ერთად მუშაობისას წყვილში მთავარი ენთუზიასტი და შთაგონების წყარო იქნება მამაკაცი-თევზები. თუ რა თქმა უნდა დეპრესია და ცუდი განწყობა არ დაძლევს - ასეთი დროს ის უბრალოდ არაპროდუქტიულია. ქალი-კურო კი მოხერხებული და ნიჭიერი ოსტატია, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი ჩანაფიქრი, იდეა და პროექტი, რასაც მას შესანიშნავი კოლეგა თუ ბიზნეს-პარტნიორი - ამ შემთხვევაში მამაკაცი-თევზები, შესთავაზებს.


 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება