შეთავსება
კურო
ლომი
შეთავსება

თავსებადობა - 88%. მათი ურთიერთობა არის მიწიერი სიცივისა და ცეცხლოვანი ვნების ერთობა. თუმცა, ურთიერთობის დამყარებმადე გზა აქვთ გასავლელი.

სიყვარული

ქალი-კურო და მამაკაცი-ლომი არც თუ ისე ცუდად ეწყობიან ერთმანეთს. ლომს შემოაქვს კუროს ცხოვრებაში ვნება და ემოციურობა, რომელიც მას აკლია. თავის მხრივ, კურო უზიარებს ლომს სტაბილურობას და პრაქტიკულობას. ხშირად კუროს აღაშფოთებს ლომის ემოციურობა და ფეთქებადობა. მას კი არ ესმის, როგორ შეიძლება სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ, როცა სიტუაცია სასტიკად დაძაბულია.

ისინი ხშირად იჩხუბბენ, თუმცა, ყოველ ჯერზე ვნებიანად შერიგდებიან. თუკი ერთმანეთის ხასიათის დაბალანსებას ისწავლიან, ურთიერთობას დიდხანს შეინარჩუნებენ.

სექსი

ამ წყვილს შესანიშნავი ინტიმური ცხოვრება ექნება. ქალი-კუროს მიზანი შეერწყას მამაკაცი-ლომის ვნებას, საკმაოდ საინტერესო შედეგს მოიტანს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორივე განსხვავებული ტემპერამენტის ადამიანია და ამიტომ, ურთიერთგაგების შემთხვევაში, მათი სექსუალური ცხოვრება ძალიან საინტერესო გამოვა. ზოგჯერ კუროს ეზედმეტება ლომის აქტიურობა, თუმცა, ემოციური გამოცოცხლება  მას ნამდვილად სჭირდება… მამაკაცი-ლომი აუცილებლად დააფასებს ქალი-კურსო მიერ ყოველ ჯერზე სასიამოვნოდ მოწყობილ საძინებელს, რბილი თეთრეულით და ნაზი არომატიზატორით გაჯერებული ჰაერის სურნელს.

ქორწინება და ოჯახი

ქორწინებაში ქალი-კურო და მამაკაცი-ლომი ნამდვილად აღმოაჩენენ ერთმანეთს და იპოვნიან იმას, რასაც ეძებდნენ: კურო - სტბილურობა და მყარი ზურგია, ხოლო ლომი - სიყვარული და გულთბილობა. რა თქმა უნდა ზოგჯერ მათ შრის უთანხმოება და კონფლიქტი იქნება, მაგრამ მთლიანობაში ეს ხელს ვერ შეუშლის მყარი და ხანგრძლივი ოჯახური ცხოვრების ქონას. მათი შვილები მიიღებენ ყველაფერს, რაც ბავშვს სჭირდება ბედნიერი ცხოვრებისთვის.

მეგობრობა

ამ წყვილს შორის მეგობრობა შეიძლება კარგად აეწყოს. ქალი-კურო მშვენივრად აუღებს ალღოს მამაკაცი-ლომის განწყობას, რომელიც თავის მხრივ ამ მხარდაჭერას ძალიან დააფასებს. ერთმანეთის იმედი ყოველთვის ექნებათ. მეგობრობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ჰობი და ინტერესები, რომლებშიც მათ დიდი თანხვედრა აქვთ.

სამსახური და ბიზნესი

ერთად მუშაობისას, ქალი-კურო და მამაკაცი-ლომი შეძლებენ ნებისმიერ ამოცანას გაართვან თავი და ყველანაირი იდეა განახორციელონ. ლომს აქვს შემტევი და ჟინიანი ხასიათი, კუროს კი პასუხისმგებლობა. ერთადერთი, რაც პრობლემას გამოიწვევს, ისევ და ისევ ლომის ემოციურობაა, რომელიც კუროს ძალიან ძაბავს. თავად ლომს კი კუროში ყველაზე მეტად არ მოსწონს ტოტალური კონტროლი და სიტუაციის საკუთარ ხელში აღების სურვილი. თუ ისინი მეტ ყურადღებას დაუთმობენ თანამშრომლობის დადებით მხარეებს, მაშინ ყველაფერი გამოუვათ და წარმატებასაც მიაღწევენ.


 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება