თავსებადობა - 81%. ქალი-კურო რეალისტი, მშვიდი და საზრიანია. მამაკაცი-მშვილდოსანი ოპტიმისტი და თავგადასავლების დაუოკებელი მაძიებელი. საინტერესოა, როგორ შეძლებენ ერთმანეთის შევსებას?
ქალი-კურო სიყვარულს ძალიან სერიოზულად უდგება. ურთიერთობაში შესვლას დიდ დროს ანდომებს, ელოდება პარტნიორის მიმართ ნდობა სანამ არ გაუჩნდება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატავს საკუთარ გრძნობებს. მამაკაცი-მშვილდოსანი უფრო თავისუფალი და მარტივი პიროვნებაა. სასიყვარულო ურთიერთობაში მამაკაც-მშვილდოსანს არ უყვარს მკაცრი საზღვრების დაცვა, ქალ-კუროს კი პირიქით და მათი ურთიერთობის მთავარი კონფლიქტიც სწორედ ამაში მდგომარეობს, მოსადუნებლად და კომფორტისთვის, მათ სხვადასხვა რამ სჭირდებათ - ქალ-კუროს საიმედოობა, მამაკაც-მშვილდოსანს კი თავისუფლება. თუ კომპრომისის პოვნას შეძლებენ, მაშინც არ გაუძნელდებათ ერთად ყოფნა.
ინტიმურ ურთიერთობაში ქალი-კურო და მამაკაცი-მშვილდოსანი მალე მიაღწევენ ჰარმონიას. საქმე იმაშია, რომ მათი ტემპერამენტი ერთმანეთს ავსებს. მომთმენი და მშვიდი ქალი-კურო და ვნებიანი მამაკაცი-მშვილდოსანი სექსში სწორედ იმ ნამდვილი სიამოვნების მიღების საშუალებას აძლევენ ერთმანეთს, რომელსაც ინტიმური ურთიერთობისგან ელიან. თუ წყვილი შეძლებს პრობლემური საკითხების გადალახვას, რაც ურთიერთობის აწყობას უკავშირდება, სექსით სრული სიამოვნების მღებას უპრობლემოდ შეძლებენ.
მამაკაცი-მშვილდოსანი იმათ რიცხვს არ ეკუთვნის, ვისი წაყვანაც მარტივია ქორწინების სახლში. მას ზოგადად არაფერი არ უყვარს, რაც უზღუდავს თავისუფლებას. მაგრამ, თუ გადაწყევტილებას თავად მიიღებს, მაშინ იქ ოჯახის შექმნის ინიციატორიც თვითონ იქნება. ქალი-კურო ის ტიპაჟია, ვისაც შეუძლია ნაზი და ფრთხილი მიდგომით მიიყვანოს ამ გადაწყვეტილებამდე მამაკაცი-მშვილდოსანი.
მათი ოჯახური ცხვორება იქნება საინტერესო და მრავალფეროვანი - მშვილდოსანის დამსახურებით, ხოლო მყარი და სასიამოვნო - ქალი-კუროს მცდელობით.
მათ რა თქმა შეუძლიათ მეგობრობა, თუმცა, ერთმანეთი უნდა შეავსონ: მამაკაცი-მშვილდოსანისგან ქალმა-კურომ უნდა მიიღოს ოპტიმიზმი და სიმსუბუქე. თავად შეუძლია გაუზიაროს სტაბილურობა და სიმშვიდე. მეგობრობაში მათ ერთმანეთის მხარდაჭერა ნამდვილად შეუძლიათ. ქალი-კუროს და მამაკაცი-მშვილდოსანის მეგობრობა შეიძლება წლობით გაგრძელდეს - ურთიერთობის მშვიდი, მყარი და დაძაბულობისგან თავისუფალი მდგომარეობის გამო.
ამ წყვილს საკმაოდ დიდი შანსი აქვს სამუშაო გარემოშიც შეეწყონ ერთმანეთს. მშვილდოსანი ენერგიის წყარო იქნება, კურო კი სწორ მხარეს გადაამისამართებს ამ ენერგიას. სწორი მხარე, ამ შემთხვევაში ასევე ნიშნავს საჭიროს, საიმედოს, სტაბილურს, სასარგებლოს - რასაც მოაქვს კარგი შემოსავალი. ქალ-კუროს შეუძლია ნებისმირი მიზნის მიღწევის გეგმა შეიმუშაოს - მთავარია, ღირსეული შემსრულებელი ყავდეს გვერდით, მაგალითად ისეთი, როგორიც მამაკაცი-მშვილდოსანია, რომელიც მადლობელი იქნება იმ სტაბილურობისთვის, რასაც ქალ-კუროსთან ურთიერთობით იღებს. ერთობლივი ძალებით, ამ წყვილისთვის მარტივად შესასრულებელია ნებისმიერი სირთულის დავალება და პროექტი.