თავსებადობა - 87%. ისინი შეიძლება ჩაითვალონ ღირსეულ წყვილად. ან იქნებ კონკურენტებად? ფაქტია, რომ ერთმანეთს იმსახურებენ!
ქალ-კუროსა და მამაკაც-კუროს შორის სასიყვარულო ურთიერთობა არც ისე ვნებიანი იქნება. თავიდან ყოველ შემთხვევაში… საქმე იმაშია, რომ ორივე იმდენად ინერტულია, წარმოდგენაც კი რთულია როგორ მივლენ ერთმანეთთან და ამ თემაზე საუბრის დაწყებას როგორ შეძლებენ. მაგრამ, თუ ციური სხეულები მათ შეხვედრას მხარს დაუჭერენ, ურთიერთობა გამოუვათ. მაგრამ სიტუაცია რთულად განვითარდება, რადგან ორივე ჯიუტი და ნელია. ასევე, დიდ დროს ანდომებენ ფიქრს და გადაწყვეტილების მიღებას.
როცა მიხვდებიან, რომ ფაქტიურად საკუთარი თავი აღმოაჩინეს პარტნიორში, ამის შემდეგ ძალიან გაუადვილდებათ ნაბიჯის გადადგმა. მათ სასიყვარულო ურთიერთობაში ნეგატიურ მომენტად შეიძლება ჩაითვალოს სიჯიუტე, მაგალითად, როცა ნაჩხუბრები იქნებიან, არცერთი არ გადადგამს პირველ ნაბიჯს შესარიგებლად. ამიტომ, კონფლიქტის მოგვარება ყოველთვის გაჭიანურდება.
ინტიმურ ურთიერთობაში ყველაფერი წესრიგში აქვთ: ორივე მიწის სტიქიას ეკუთვნის და მათთვის მნიშველოვანია ფიზიკური სიამოვნების მიღება. კურო ზოგადად ძალიან სექსუალური ნიშანია, ამიტომ, ორი კუროს ინტიმურ ცხოვრებაში, ჰარმონიას მთავარი ადგილი უჭირავს. რაც მათ დააკლდებათ, ეს იქნება შთაგონება - სწორედ ის აძლიერებს ფიზიკური სიახლოვის სურვილს, ახალი სექსუალური თავგადასავლების მოფქრების და საინტერესო ადგილების აღმოჩენის შესაძლებლობას სექსუალური ვნებების დასაცხრობად და ა.შ. სამწუხაროდ, კუროებს ფანტაზიის ნაკლებობა აქვთ, სამაგიეროდ არ უჩვიან სექსუალურ ტექნიკას. გამოსავალი წვრილმანი პრობლემების აღმოსაფხვრელად, მდგომარეობს შთაგონების გაღვივებაში, ეროტიკული ფილმების ყურებაში, წიგნების წაკითხვასა და მუსიკის მოსმენაში. ასევე, ვარსკვლავები ამბობენ, რომ სექსში შესაძლეელია განიხილონ “მესამე”, თუმცა, ორივე იმდენად ეჭვიანია, რომ ეს როგორც ვარიანტი დიდი ალბათობით არ გამოდგება.
დაქორწინება მათ შორის სრულიად შესაძლებელია, რადგან ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ. ყველაფერს თავი რომ დაანებო, ორივეს იმდენად ეზარება რაიმეს შეცვლა, რომ ოჯახის შექმენის შემდეგ მხოლოდ მის შენარჩუნებაზე და ერთად ყოფნაზე იქნებიან კონცენტრირებული. მათი სიყვარული სულ უფრო გამყარდება, მატერიალური კეთილდღეობა გაუმჯობესდება და გეგმები შესრულდება. ურთიერთობის უმთავრესი პრობლემა შეიძლება იყოს ერთმანეთის მობეზრება, რადგან არ გამოირჩევიან ფანტაზიით, ცვლილებებზე ფიქრით და ძალიან ზარმაცები არიან. ამ სიტუაციაში გამოსავალი შეიძლება იყოს შვილები, მეგობრები და საერთო ინტერესები.
მათი მეგობრობა ეფუძნება თანაწორობასა და ურთიერთგაგებას. ორივესთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთის პატივისცემა. შეიძლება დიდხანს არც კი დაეკონტაქტონ ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრისას ისე მოიქცევიან, თითქოს ერთი წუთი არ ყოფილან ერთმანეთის გარეშე. ასევე, უნდა ითქვას, რომ ერთმანეთს მატერიალურადაც დაუჭერენ მხარს - ფული კუროებს ყოველთვის აქვთ. მთავარი მათ მეგობრობაში არის ამ ურთიერთობის ფასის ცოდნა. სწორედ ამიტომ, კუროების მეგობრობა წლობით გაგრძელდება.
თუ ისინი სამსახურებრივ ან ბიზნეს გარემოში ერთად აღმოჩნდებიან - შეუძლებელს შეძლებენ. ორივე საკმაოდ მატერიალისტია, შეუძლიათ დეტალებზე მუშაობა და რეალური გეგმების დასახვა. მათ საქმიან კავშირში ორი მინუსია: პირველი - ორივე ხშირად ზარმაცობს და მეორე - ახალი იდეების ნაკლებობა აქვთ. ასეთ დროს, შეძლიათ კოლეგების და თანამოაზრეების მხარდაჭერის იმედად იმოქმედონ და ყველაფერი გამოუვათ.