შეთავსება
კურო
ქალწული
შეთავსება

თავსებადობა - 92%. ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან. ორივე განწყობილია ხანგრძლივ და გულწრფელ ურთიერთობაზე. საინტერესოა, მოიწყენენ თუ არა ერთად?

სიყვარული

ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის წარმომადგენლის სასიყვარულო ურთიერთობა გამოირჩევა იშვიათი სტაბილურობით. ორივე დიდ დროს საჭიროებს იმისათვის, რომ პარტნიორთან გაიხსნას და ენდოს მას. მათ უყვართ ცხვორება აწმყოში, იციან ფულის ფასი და ძალიან აფასებენ ამქვეყნიურ კეთილდღეობას.

ქალი-კურო აჩუქებს მამაკაც-ქალწულს სტაბილურობას და სიყვარულს, ის კი პატივისცემას და ზრუნვას. ორივე პრაქტიკულია და წვრილმანებზე დროს არ კარგავენ - ეს ძალიან აახლოვებს მათ და ეხმარება ერთმანეთის მეტად გაგებაში. რაც შეიძლება დააკლდეთ სასიყვარულო კავშირში, ეს არის ცეცხლოვანი ნაპერწკალი და ღრმა ემოციური მგრძნობელობა. ასევე, ზოგჯერ მათ დასჭირდებათ ერთმანეთისგან დასვენება, რომ ურთიერთობა მოსაბეზრებელი არ გახდეს.

სექსი

მათ შორის ინტიმური ურთიერთობა ხარისხიანი და სასიამოვნო იქნება. ორივე აფასებს ხანგრძლივ კავშირს პარტნიორთან. ერთად ბევრ ექსპერიმენტს ჩაატარებენ, თუმცა საამისო შთაგონების ძიება ურთიერთობის გარეთ მოუწევთ, რადგან იდეურობით არცერთი არ გამოირჩევა. ორივე მიწის სტიქიის წარმომადგენელია და ხარისხიანი სექსის მიმართ დიდი მოთხოვნილება აქვთ. შესაბამისად, სიამოვნების მისაღებად ყველაფერს აკეთებენ.

ქორიწინება და ოჯახი

ურთიერთობაში საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეუძლიათ - არის დაოჯახება. ქალი-კურო არ ჩქარობს საკუთარი თავის შეზღუდვას ქორწინების უღელით, ის ამჯობინებს თავისუფალ ურთიერთობას ერთ პარტნიორთან, ხოლო მამაკაცი-ქალწული ფორმალობებს სერიოზულად უდგება. ქორწინების გაფორმება მათ ურთიერთობაში მეტ სიმშვიდეს და სოციალურ გარანტიას შექმნის. ერთობლივი შრომით და მცდელობით, დააგროვებენ გარკვეულ კაპიტალს სახლის, მანქანის და სხვა საჭიროებებისთვის - მათ ძალიან უყვართ კეთილმოწყობილი ცხოვრება. შვილებს მათ ოჯახში ძალიან გაუმართლებთ: მშობლებისგან არაფერი მოაკლდებათ.

მეგობრობა

ზოდიაქოს ეს ნიშნები ძალიან აფასებენ მეგობრობას. მათი ურთიერთობა ნამდვილად სამაგალითოა. ქალი-კუროც და მამაკაცი-ქალწულიც მზად იქნებიან ერთმანეთი გაამხნევონ და მხარი დაუჭირონ ნებისმიერ სიტუაციასა და საკითხში. დროს საინტერესოდ გაატარებან. მათი კავშირი გამოირჩევა სიმარტივით, პატივისცემით, სიღრმისეული დამოკიდებულებით და ნდობით.

სამსახური და ბიზნესი

მათი შრომითი და ბიზნეს ურთიერთობა ნამდვილად შედგება. ორივე ყურადღებით და პასუხისმგებლობით უდგება საქმეს. ჩანაფიქრის განხორციელებისთვის მონდომება ახასიათებს როგორც ქალ-კუროს, ისე მამაკაც-ქალწულს. მათთვის მარტივია იმის რეალობად ქცევა, რაც ბევრისთვის მხოლოდ ოცნებაა. რა საქმიანობითაც არ უნდა დაკავდნენ, შედეგს ყოველთვის მიიღებენ. ერთადერთი, რისი ნაკლებობაც იქნება ამ ტანდემში - ეს არის შთაგონება, რაც შეუძლიათ ცხოვრებისეული პრაქტიკით და თანამოაზრეების საქმეში ჩართვით მიიღონ.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება