თავსებადობა - 89%. შესაფერისი წყვილია, თუმცა, მათი ხასიათიდან გამომდინარე, ურთიერთბის შესანარჩუნებლად ბევრი პრობლემის გადალახვა მოუწევთ.
ორივე ნიშანი მიწის სტიქიას ეკუთვნის და საკმაოდ გონიერია - ამ წყვილს შეუძლია ძალიან დიდხანს შეინარჩუნოს ურთიერთობა. მათ არ ახასიათებთ რომანში ძლიერი ემოციური რყევები. სანამ ურთიერთობას დაიწყებენ, ერთმანეთს კარგად შეისწავლიან.
ქალი-კურო ურთიერთობებში აფასებს კომფროტს - როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს, და მისთვის მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანის გვერდით სრულად მოდუნების შესაძლებლობის ქონა. მამაკაც-თხის რქას არ შეუძლია სრულად უზრუნველყოს ქალი-კურო ხილული სიყვარულით და ემოციებით, მაგრამ რაც უფრო დიდხანს იქნებიან ერთად, მით უფრო მეტად ეცდება შეუქმნას სასურველი პირობები. ამ წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა იქნება საკმაოდ ხანგრძლივი.
ზოდიაქოს ორივე ნიშანი წარმოადგენს მიწის სტიქიას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ინტიმური ურთიერთობა საკმაოდ ხარისხიანი იქნება. ქალ-კუროს და მამაკაც-თხის რქას ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ სექსუალური სიამოვნება მიანიჭონ ერთმანეთს. ქალი-კურო მოადუნებს თავის ჩაკეტილ, მაგრამ ტემპერამენტიან პარტნიორს, რომელიც თავის მხრივ არაფერს დაიშურებს საყვარელ ქალის დაკმაყოფილებისთვის. მათთვის რეკომენდირებულია სექსუალურ ცხოვრებაში თავიდან აიცილონ ერთფეროვნება და მოწყენილობა. ინტიმური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ახალი გზების და საშუალებების მოძებნა, კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მიანიჭებს ორივეს.
მათი ოჯახი სამაგალითო იქნება, სადაც ქმარიც და ცოლიც იდეალურად ასრულებენ თავის მოვალეობას, ხოლო ბავშვები - აღზრდილი და განათლებული. ოჯახური თანაცხოვრება უფრო საინტერესო რომ გახადონ, საჭიროა მუდმივად რამე სიახლე შეიტანონ ყოველდღიურობაში და მოძებნონ ყველა გზა, რაც მათ სახლში მხიარულებას და მრავალფეროვნებას შეიტანს. ზოდიაქოს ორივე ნიშანი მიდრეკილია მატერიალური კეთილდღეობის შენარჩუნებისკენ, ყველაფრისგან სარგებელის მიღებას ცდილობენ და ამიტომ, ხშირად ეკარგებათ კარგი განწყობა და დადებითი ემოციები. შესაბამისად, უნდა ახსოვდეთ, რომ ოჯახური ბედნიერება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე არ დგას.
მათ შორის მეგობრობა იქნება ძალიან მყარი, მაგრამ სპონტანურობის და სიახლის ნაკლებობა ყოველთვის შეაწუხებთ. ამ ურთიერთობას ორივე სერიოზულად უდგება, ამიტომ, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მეგობრობა დიდხანს შეინარჩუნონ. ვარსკვლავები ქალ-კუროს და მამაკაც-თხის რქას ურჩევენ ჰაერის სტიქიის ზოდიაქოს ნიშანთან დამეგობრებას, რაც საკმაოდ გაახალისებდა მათ ურთიერთობას.
ქალი-კუროს და მამაკაცი-თხის რქას სამსახურებრივი ან ბიზნეს ტანდემი ნამდვილი წარმატებისთვის არის შექმნილი. ორივეს უყვარს ფული და შედეგების მიღწევა. ამიტომ, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქმეს თავი გაართვან. საკუთარი ბიზნესის ქონის შემთხვევაში, მათი როლები ასე გადანაწილდება: მამაკაცი-თხის რქა შეიმუშავებს მთავარ სტრატეგიას, ხოლო ქალი-კურო გათვლის სწორ ნაბიჯებს იმისათვის, რომ საერთო მიზნებს მიაღწიონ.