თავსებადობა - 73%. ქალი-კურო ძალიან სერიოზული და რეალისტია, მამაკაცი-ტყუპები კი მსუბუქი და ცოტა მეოცნებე. შეძლებს თუ არა ის კუროსთან დიდხანს დარჩენას?
მამაკაც-ტყუპებს მარტივად შეუძლია თავი შეაყვაროს ქალ-კუროს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მუდმივად მის თვალწინ ჩნდება და უყურადღებოდ არ ტოვებს, და მეორე - მსუბუქი და მხიარული ხასიათის გამო, შეუძლია ქალ-კუროს მოდუნების და სიმსუბუქის შეგრძნება გაუღვივოს. ათი წყვილი საკმაოდ ჰარმონიული იქნება: მამაკაცი-ტყუპების წყალობით ქალი-კურო არ მოიწყენს, რომელიც თავის მხრივ სტაბილურობის გრძნობას გაუღვივებს საყვარელ მამაკაცს.
სექსში ხელმძღვანელი იქნება ქალი-კურო. თუმცა, იდეების და შეთავაზებების მხრივ ინიციატივა მამაკაცი-ტყუპების მხარესაა. ქალი-კურო შეძლებს მათი სექსი გახადოს ნაზი და სასიამოვნო, ხოლო მამაკაცი-ტყუპები პროცესში მუდმივად შეიტანს რამე სიახლეს. კარგი იქნება, თუ მათი შეხვედა ხშირად სპონტანურად მოხდება - ეს ხელს შეუწყობს რომანტიკული განწყობის შენარჩუნებას და მამაკაცი-ტყუპების ტემპერამენტსაც მკვეთრად აამაღლებს.
სავარაუდოდ, ქორწინებაზე მოთხოვნას ქალი-კურო დააყენებს. თუმცა, ასევე არსებობენ პასუხისმგებლობით სავსე მამაკაცი-ტყუპებიც, რომლებიც ინიციატივას არ იჩენენ, მაგრამ საყვარელი ქალის მოთხოვნად ითვალისწინებენ და თანხმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ცხოვრების მოთხოვნილება ნაკლებად აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ ტყუპების ბუნება არ არის სტაბილური და სწორედ ქალი-კურო შეძლებს მის დაბალანსებას. თუ მათ შვილები ეყოლებათ, ქალი-კურო იქნება მზრუნველი დედა, ხოლო მამაკაცი-ტყუპები საუკეთესო მამა, მეგობრული და ყურადღებიანი.
მათი მეგობრობა შესაძლებელია. ერთად ყოველთვის კარგად გრძნობენ თავს და არც გასართობი აკლიათ. მამაკაცი-ტყუპები გამოირჩევა კეთილგანწყობით, არ ახასიათებს აგრესიულობა, ამიტომ, ის ყველა ქალისთვის საყვარელი მეგობარია. მასთან ურთიერთბა მარტივი და სასიამოვნოა. ქალი-კურო სწრაფად ამყარებს მეგობრულ კავშირს მამაკაცებთან. თუმცა, ტყუპები იქნება ის, ვინც მას გამორჩეულად მოეწონება, რადგან მასთან ერთად თავს იგრძნობს თავისუფლად, შეუძლია ღიად ისაუბროს და არ დაკომპლექსდეს.
ისევე როგორც ჰაერის სტიქიის ყველა წარმომადგენელი, მამაკაცი-ტყუპებიც იდეების გენერატორია, თუმცა, პრაქტიკაში მათი განხორციელება ძალიან უჭირს. იმის გაგება, თუ რამდენად რეალიზებადი და პერსპექტიულია მისი იდეები, ყველაზე კარგად შეუძლია ქალ-კუროს, რომელიც ყველაფერს გათვლის, გააანალიზებს და შეადგენს სამოქმედო გეგმას, რაც აუცილებელია შედეგის მისაღწევად - თუ არ დაეზარა რა თქმა უნდა. ამიტომ, თუ მამაკაცი-ტყუპები და ქალი-კურო დაკავდებიან საერთო საქმიანობით, ტყუპებს მუდმივად მოუწევს კუროს მოტივირება და შთაგონება - წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. თავის მხრივ ქალი-კურო მათ საქმიან ურთიერთობაში იქნება როგორც ძრავი, რომელიც ხანგრძლივად და მშვიდად იმუშავებს დიდი ხნის მანძილზე და არასოდეს ჩაქვრება შეუფერებელ დროს.