თავსებადობა - 92%. ქალი კურო - რეალისტი და პარქტიკოსია, მამაკაცი-სასწორი კი ზეიდეალისტი და მეოცნებე. შეძლებს კი ქალი-კურო მის მიწაზე დაშვებას? ან იქნებ მამაკაცმა-სასწორმა მოახერხოს და ქალ-კუროს დაავიწყოს ყველა ამქვეყნიური საზრუნავი და ტვირთი?
მათ შორის სიყვარული საკმაოდ ბუნებრივად ჩნდება, რადგან ორივე ნიშანს მართავს ვენერა - სიყვარულის და რომანტიკის პლანეტა. საერთო ენას სწრაფად პოულობენ, რადგან ორივეს მოსწონს სასიამოვნო საუბრები, ყურადღება და მთვარის შუქშე სეირნობა. მათ შორის სხვაობა ისაა, რომ ქალი-კურო უფრო მატერიალისტ-რეალისტია, რომელსაც საყვარელი ადამიანის გვერდით სტაბილურობის შეგრძნება სურს. მამაკაცი-სასწორი კი სიმსუბუქის და ჰაეროვნების განსახიერებაა, მისი სიყვარული მენტალური, მარტივი და სასიამოვნოა. მიუხედავად ამისა, ეს ორი ნიშანი საკმაოდ თავსებადია რომანტიკულ ურთიერთობაში. ორივესთვის გასაგები და ახლოა ბუნებრივი სილამაზე და ჰარმონია.
სიყვარულის ფიზიკურ მხარეს განაგებს ქალი-კურო, რამდენადაც ის ყველაფერს აკეთებს ნაზად და რბილად, როგორც მამაკაც-სასწორს უყვარს. თუმცა, საწოლამდე, მამაკაცი-სასწორი მაქსიმალურად გაწელავს ინტიმური ურთიერთობის შესაძლებლობას, რათა ბოლომდე დარწმუნდეს პარტნიორი ქალის გრძნობებსა და განზრახვების სერიოზულობაში. ყოველთვის ლამაზად მორთული საძინებელი, სუფთა თეთრეული და იდეალური ტექნიკა - ქალი-კუროს პრეროგატივაა, ხოლო შესაფერისი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა - მამაკაცი-სასწორის.
მათი სექსუალური ცხოვრება იქნება ძალიან კარგი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალი-კურო ისწავლის ფიზიკური სიამოვნების მიღების გარდა სხვა რამეზე ფიქრსაც, ხოლო მამაკაცი-სასწორი პირიქით, უფრო მეტად დაინტერესდება პრაქტიკით.
პლანეტა ვენერა, რომლის გავლენის ქვეშაც არის ზოდიაქოს ორივე ნიშანი, უბიძგებს მათ დაოჯახებისკენ. ორივესთვის მნიშვნელოვანია წყვილში ყოფნა. ქორწინების ფორმალურად გაფორმება უფრო მისაღები მამაკაცი-სასწორისთვისაა, რადგან ქალი-კურო თავისუფალი თანაცხოვრებითაც კმაყოფილდება. თუ ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ, მათი ოჯახი იქნება მყარი, რამდენდაც არცერთი არაა ჩხუბის და სკანდალების მოყვარული. მათთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე და ჰარმონია. ეს არ ნიშნავს, რომ კონფლიქტებს საერთოდ არ ექნება ადგილი, რა თქმა უნდა პერიოდულად იჩენს თავს, თუმცა მინიმალურად და მათი მოგვარება ყოველთვის ზედმეტი ხმაურის გარეშე მოხდება. ბავშვებს ოჯახში ექნებათ სრული უზრუნველყოფა და მშობლების სიყვარული.
ისინი საკმაოდ კარგი მეგობრები იქნებიან, რადგან საერთო შეხედულებები აქვთ ცხოვრებისეულ საკითხებზე და თავად მეგობრობაზეც. შესაბამისად, ძალიან მოუფრთხილდებიან ურთიერთობას და ერთმანეთს. ქალი-კურო ყოველთვის მზად იქნება ნებისმიერ საკითხში მხარი დაუჭიროს თავის მეგობარ სასწორს, რომელიც შეეცდება სამაგიეროდ უზრუნველყოს მისი კომფორტი და ისე მოაწყოს ყოველი შეხვედრა, რომ ქალი-კურო შთაგონებით აივსოს.
თუ ისინი ერთად იმუშავებენ, ვალდებულებებს გონივრულად გადაინაწილებენ. უკეთესი იქნება, თუკი მამაკაცი-სასწორი შეძლებს იდეების გენერირებას და დიპლომატიის გამოჩენას საქმიან ურთიერთობაში, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ატმოსფეროს შექმნა კოლექტივში. ქალი-კურო კი დაკავდება დაგეგმვით და დეტალების დამუშავებით.