თავსებადობა - 83%. ქალი-კურო რეალისტი, სტაბილური და მშვიდია, უყვარს კომფორტი და ამქვეყნიური სიამოვნების მიღება. მამაკაცი-მერწყული კი არამიწიერი, არასტაბილურია და კომფორტი საერთოდ არ აინტერესებს.
ორივე ძალიან განსხვავებულია. ქალი-კურო ფიქრობს მატერიალურად და რეალისტურად, მამაკაცი-მერწყული კი ოცნებებში დაფრინავს. მათთვის ერთად ყოფნა ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან გაუგებარი იქნება. განსაკუთრებით კუროსთვის. მამაკაც-მერწყულს მუდმივად ცვლილებები და ახალი შთაბეჭდილებები სჭირდება. შიძლება ითქვას, რომ ქალ-კუროსაც, თუმცა ის ამას მხოლოდ მამაკაც-მერწყულთან შეხვედრის შემდეგ გააცნობიერებს. ქალი-კუროს წყალობით კი მამაკაცი-მერწყული ხვდება, რამდენად სჭირდება ფიზიკური თუ სულიერი სიმშვიდე და სითბო. ამიტომ, მათი სიყვარული ერთდროულად ჰაეროვანი, მყარი და მატერიალურია.
ინტიმური ურთიერთობა მათ ძალიან ხარისხიანი და საინტერესო ექნებათ. ქალი-კურო იზრუნებს სიმყუდროვეზე და კომფორტზე, მამაკაცი-მერწყული მოიფიქრებს საინტერესო იდეებს. ერთობლივი აქტივობები სექსუალური კავშირის წინ, წყვილს სწორად განწყობაში დაეხმარება. მათთვის განსაკუთრებით აღმგზნები იქნება გულახდილი საუბრები ინტიმურ სურვილებზე.
ამ წყვილს თავისუფლად შეუძლია ოჯახის შექმნა: ერთ ჭერქვეშ საინტერესოდ და კომფორტულად იცხოვრებენ. თუ ამ აზრამდე მივლენ, ურთიერთობის გაფორმებასაც არ დააყოვნებენ. ინიციატორი ძირითადად ქალი-კურო იქნება, ხოლო მამაკაცი-მერწყული წინააღმდეგობის გარეშე დათანხმდება. მათ ოჯახში როლების მკაცრი გადანაწილება მოსალოდნელი არ არის, ორივე გააკეთებს იმას, რაც შეუძლია და სიამოვნებს. მათი ოჯახური თანაცხოვრება ნამდვილი პარტნიორული კავშირის მაგალითია, სადაც არავინ არის უფროსი ან მთავარი და შესაბამისად, ყველა ბედნიერია.
მათ შეუძლიათ ხანგძლივი და სასიამოვნო მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება, რადგან ერთად ძალიან მოსწონთ. ესმით ერთმანეთის და ყოველთვის მზად არიან დახმარების ხელის გასაწვდენად. მიუხედავად იმისა, მათი ურთიერთობა იქნება მსუბუქი, ყოველთვის უპირობოდ ვერ შეძლებენ ერთმანეთის გაგებას. როცა ქალი-კურო იგრძნობს, რომ მამაკაცი-მერწყული ზედმეტად ოცნებობს ან ზედაპირულად ფიქრობს, ხოლო მას თავის მხრივ მობეზრდება ქალი-კუროს გადაჭარბებული რეალისტობა - ცოტა ხნით შეწყვეტენ ურთიერთობას, დაისვენებენ ერთმანეთისგან და შემდეგ ისევ აღადგენენ კონტაქტს.
თუ ქალი-კურო და მამაკაცი-მერწყული ერთად იმუშავებენ ან საერთო ბიზნესი ექნებათ, ბევრი რამის მიღწევას შეძლებენ. ნებისმიერ ახალ პროექტს და იდეას დაგეგმავენ ისე, რომ სასურველი შედეგი ყოველთვის მიიღონ. რა თქმა უნდა, პროცესში მამაკაცი-მერწყული იდეებით მოამარაგებს გუნდს, ხოლო ქალი-კურო შეიმუშავებს მათი განხორციელების ტაქტიკას. წყვლის ერთობლივი საქმიანობა აუცილებლად წარმატებებს მოიტანს, რადგან ისინი ერთმანეთს ავსებენ: მამაკაცი-მერწყული იგონებს, ხოლო ქალი-კურო გულდასმით შრომობს მოგონილის განსახორციელებლად.