შეთავსება
ქალწული
ვერძი
შეთავსება

თავსებადობა - 71%. ქალი-ქალწული მიწერია, ხოლო მამაკაცი-ვერძი - ცეცხლოვანი. როცა ისინი ერთიანდებიან, უდიდესი ენერგეტიკა გამოიყოფა.

სიყვარული

ქალი-ქალწულის და მამაკაცი-ვერძის სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება იყოს აქტიური - ვერძის და სტაბილური - ქალწულის დამსახურებით. მიწისა და ცეცხლის ერთობა - ორი ძლიერი სტიქიის შემოქმედებითი და მაყარი კავშირია.  ერთობლივი ძალებით ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, მთავარია დროულად გაიგონ, რომ ერთმანეთი სჭირდებათ. ქალი-ქალწული გამოირჩევა უნდობლობით, სკეპტიციზმით სიყვარულის მიამრთ, ამიტომ, მამაკაც-ვერძს მოუწევს ბევრი რამის გაკეთება საიმისოდ, რომ საყვარელი ქალი მოდუნდეს და კომპლექსები მოიხსნას.

მამაკაცი-ვერძი საკმაოდ მიმზიდველია და სრულიად თავისუფლად შეუძლია სანაცვლო სიპათიის მოპოვება. მას სწრაფად უყვარდება. ამ წყვილის ურთიერთობაში პრობლემები შეიძლება განსხვავებული ტემპერამენტის გამო გაჩნდეს. ვერძი სულსწრაფია, გადაწყვეტილებებს მალე იღებს, ქალწულს კი დიდი დრო სჭირდება გაანალიზებისა და დაფიქრებისათვის. ის, რაც ვერძს გულთან მიაქვს, ქალწულისთვის შეიძლება საერთოდაც არ იყოს ემოციური.

სექსი

საკმაოდ კარგი წყვილია ამ საქმისთვის - მათ ყველაფერი აქვთ ჰარმონიული სექსუალური ცხოვრების ასაწყობად. ქალი-ქალწული ხშირად ჩაკეტილია, მას სჭირდება გახსნა - სწორედ მამაკაცი-ვერძი არის ის, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. ურთიერთობის ინიციატორიც სწორედ ის იქნება. თუმცა, დროთა განმავლობაში, ქალი-ქალწულიც შეძლებს ამ პრობლემის დაძლევას და ყოველი ინტიმური აქტი იქნება მათი ყველაზე იდუმალი სექსუალური სურვილების განხორციელების პროცესი - საამისოდ მათ ექნებათ დროც, ძალაც და შესაძლებლობაც.

ქორწინება და ოჯახი

მათ შორის ქორწინება ბედნიერი და მყარი იქნება. არ მოაკლდებათ კონფლიქტური სიტუაციებიც, რადგან ორივე ძალიან მგრძნობიარეა და ცდილობს პარტნიორის დაქვემდებარებას. თუმცა, ეს არი იქნება იმ მასშტაბის და ხასიათის კონფლიქტი, რომ მათ ოჯახურ ცხოვრებას რაიმე ზიანი მიაყენოს. კომფორტის მიუხედავად,  სენტიმენტალური მომენტების ნაკლებობა გარკვეულ ნეგატიურ გავლენას იქონიებს მათ ურთიერთობაზე. თანაცხოვრების ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში საბოლოოდ შეძლებენ ერთმანეთის რეალური შინაგანი სამყაროს დანახვას.

მეგობრობა

მეგობრობა გამოუვათ, მაგრამ მუდმივად რაღაცის ნაკლებობის განცდა ექნებათ. შეიძლება ეს იყოს თავისუფლება ან სიმარტივე, რადგან მამაკაცი-ვერძი მიდრეკილია ზედმეტი დრამატიზირებისკენ, ხოლო ქალი-ქალწული ცნობილი ცინიკოსია, ამიტომ, ერთმანეთის შთაგონებას, მოტივირებას და მხარდაჭერას ნაკლებად შეძლებენ. დაბალანსებას თუ შეძლებენ, მამაკაცი-ვერძი ყოველთვის შექმნის სასიამოვნო ატმოსფეროს შეხვედრებისას, ქალი-ქალწული კი საჭირო დროს სწორ რჩევებს მისცემს. მთავარი პლიუსი, რაც მათ მეგობრობას ახასიათებს, არის საერთო ინტერესები. გულახდილი საუბრების, სულიერი და სიღრმისეული გაგების არარსებობა კი - დიდი მინუსი. თუ ერთმანეთს მიეჩვევიან, მაშინ შეძლებენ ურთიერთობის გაღრმავებას და ახალ ეტაპზე გადაყვანას.

სამსახური და ბიზნესი

საერთო საქმე და თანამშრომლობა მათ საკმაოდ შედეგიანად გამოუვათ. მიწისა და ცეცხლის სტიქიების ერთობლიობა შრომით პროცესში ნიშნავს მიზნების მიღწევას. ყველაზე წარმატებული სფეროები, სადაც მათ ერთობლივად მუშაობა შეუძლიათ, არის: მეცნიერება, წარმოება და ვაჭრობა. მთავარია, რომ სწორად გადაინაწილონ პასუხისმგებლობები. მამაკაცი-ვერძი არ უნდა ჩაერიოს პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებაში, ხოლო ქალი-ქალწული უნდა შეეშვას ყველაფრის მარტო კეთებას.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება