თავსებადობა - 81%. ქალი-ქალწული არის პრაქტიკული, მამაკაცი-კირჩხიბი კი - ზედმეტად ემოციური. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ისინი ერთმანეთს კარგად უნდა შეეწყონ.
მიწისა და წყლის სტიქიების წარმომადგენელთა სასიყვარულო ურთიერთობა გამოირჩევა წარმოუდგენელი სიღრმით და სინაზით. ისინი თითქოს ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. ქალი-ქალწული გამოირჩევა მშვიდი ხასიათით და სტაბილური გრძნობებით. სწორედ ასეთი მზრუნველი და მოსიყვარულე პარტნიორი სჭირდება მამაკაც-კირჩხიბს. შეიძლება ითქვას, რომ მათი ურთიერთობა ზოგჯერ დედა-შვილის ურთიერთობას გავს. ქალი-ქალწული ერთგული თანამგზავრია, თუმცა, ცოტა სიხისტე აკლია, რაც მამაკაც-კირჩხიბთან მიმართებით აუცილებელია. თავის მხრივ, მამაკაცი-კირჩხიბისგან ქალწულისთვის არასკმარისი იქნება გრძნობების ღიად გამოხატვა და ერთგულება.
მათი სექსუალური ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. მამაკაცი-კირჩხიბი უსიტყვოდ გაიგებს საყვარელი ქალის ემოციებს და სექსუალურ სურვილებს. ამის წყალობით, მათი ინტიმური ურთიერთობა იქნება ერთდროულად ნაზი და ვნებიანი. ქალი-ქალწული ყოველთვის შეძლებს შექმნას კომფორტი და სიმყუდროვე იმისათვის, რომ მამაკაცი-კირჩხიბი განაწყოს ალერსისა და ინტიმისთვის. მათ ურთიერთობაში პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მამაკაცი-კირჩხიბის ინერტული და მოდუნებული ქცევის გამო.
მათი ოჯახური ცხოვრება საკმაოდ ბედნიერი იქნება. ყველაზე ნაზი გრძნობების და ემოციების სათავე, რა თქმა უნდა მამაკაცი-კირჩხიბია, რომელიც შექმნის სიმყუდროვის და სიმშვიდის განცდას. ოჯახურ კომფორტზე და სტაბილურობაზე კი ქალი-ქალწული იზრუნებს. მათ თანაცხოვრებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს - კლასიკური ოჯახი. თუმცა,მმართველი და მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები იქნება ქალი-ქალწული. მამაკაცი-კირჩხიბი ხშირად ვერ მოირგებს იდეალური ქმრის იმიჯს, რადგან მას არ აქვს ხასიათის ის ნიშნები, რაც მეოჯახე მამაკაცს სჭირდება. როლების ასეთი გადანაწილება ნეგატიურად არ იმოქმედებს ამ ქორწინებაზე. შეიძლება ითქვას, რომ უფრო მისაღებია ორივესთვის.
ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის მეგობრობა შესაძლებელია, რადგან ერთმანეთს დააბალანსებენ პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე. ურთიერთობა ექნებათ თბილი და ყურადღებიანი. მამაკაცი-კირჩხიბი შეხვედრების დროს გამოხატავს ღრმა მიმღებლობას მეგობარი ქალი-ქალწულის განცდების მიმართ, აჩვენებს, რომ აინტერესებს მისი მდგომარეობა და მზადაა დაეხმაროს. თავის მხრივ, ქალი-ქალწული ყოველთვის საიმედო და სანდო მეგობრობას გაწევს, საჭიროების შემთხვევაში დახმარებაზე უკან არასოდეს დაიხევს და რთულ მომენტებში მნიშვნელოვან რჩევასაც მისცემს მეგობარ კირჩხიბს. მათი ურთიერთობა სიამოვნებას მიანიჭებს ორივეს, შეძლებენ საერთო ინტერესების, სასაუბრო თემების და გასართობის მოძებნას. მათი მეგობრული კავშირი შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გაგრძელდეს, რადგან ჩხუბისა და უსიამოვნებების მიზეზი ფაქტიურად არ აქვთ.
თუ ქალი-ქალწული და მამაკაცი-კირჩხიბი ერთად იმუშავებენ ან საერთო ბიზნესს წამოიწყებენ, უნდა ითქვას, რომ ჩანაფიქრის და მიზნის მიღწევას, ყოველთვის შეძლებენ. ორივე აუჩქარებლად მოქმედებს, თითოეულ ნაბიჯს ზედმიწევნით ზომავს და აანალიზებს. რა თქმა უნდა, ქალი-ქალწული უფრო პრაქტიკოსია და მისი გადაწყვეტილებები ეფუძნება ლოგიკას, მაშინ როცა მამაკაცი-კირჩხიბი ეყრდნობა ინტუიციას. ამის საფუძველზე, მათ შესაძლოა კონფლიქტიც კი წარმოექმნათ, თუმცა, როცა დარწმუნდებიან, რომ ორივე შედეგის მისაღწევად აკეთებს ყველაფერს, ერთმანეთისადმი პრეტენზიებიც გაუქრებათ. ფინანსური საკითხების მოგვარებაზე ყოველთვის ქალი-ქალწული ზრუნავს და ესეც გარკვეული უთანხმოების საბაბი გახდება პერიოდულად.