თავსებადობა - 98%. ქალი-ქალწული მოწესრიგებული და პრაქტიკულია. მამაკაცი-მორიელი - ვნებიანი და გულცივი ერთდროულად. მათი ურთიერთობა კატა-თაგვობანას გავს. საინტერესოა, როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა?
მათი სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება იყოს საკმაოდ ღრმა და სტაბილური. ქალ-ქალწულს იზიდავს მამაკაცი-მორიელის ვნებიანობა, რადგან თავად ამ კუთხით აქტიური და გამოხატულად სექსუალური არ არის. ქალი ცდილობს კარგად შეისწავლოს მორიელის თვისებები, რომელიც თავიდან ცოტა აღშფოთებას იწვევს მასში, მაგრამ ინტერესი იმდენად დიდია, რომ მიზიდულობის ძალა სულ უფრო იზრდება. საკუთარი პედანტობით ქალწული იმპონირებს მორიელს - რადგან მსგავსი წესრიგი მას არასოდეს უნახავს. მათი ტემპერამენტი განსხვავდება: ქალი-ქალწული მშვიდი და თანმიმდევრულია, მამაკაცი-მორიელი კი შინაგანი ემოციებით სავსე.
ურთიერთობის დასაწყისში მორიელს იზიდავს ქალწულის ჩაკეტილობა, თუმცა ქალი-ქალწული თავიდანვე იმაზეა კონცენტრირებული, რომ ასეთი ქცევით დააინტერესოს მამაკაცი-მორიელი და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უფრო შეუყვარდეს და გაუმარტივდეს მისი ანკესზე წამოგება.
სექსუალურ ცხოვრებაში ქალი-ქალწული პასუხისმგებელი იქნება ტექნიკურ, მამაკაცი-მორიელი კი ემოციურ მხარეზე. ინტიმური მოვალეობების ასეთი გედანაწილება ორივესთვის მისაღებია. უნდა აღინიშნოს, რომ ქალი-ქალწული ჩაციკლულია ჰიგიენაზე, ამიტომ, ინტიმური ურთიერთობისთვის ყოველთვის იდეალურად სუფთა თეთრეული და გარემო ექნებათ, სასიამოვნო სურნელით და სასიამოვნო აღმოსავლური მუსიკით გაჯერებული. მათი ცხოვრება საკმაოდ ჰარმონილუი იქნება, რადგან მათი განსხვავებული ხასიათი, საუკეთესოდ ავსებს ერთმანეთს.
ერთ ჭერქვეშ აღმოჩენის შემთხვევაში, ქალი-ქალწული მთელ ძალისხმევას მიმართავს იმაზე, რომ ქმარი მხოლოდ მისით იყოს დაინტერესებული და მხოლოდ მას ეკუთვნოდეს. ქალწული მიწის სტიქიის წარმომადგენელია და ქორწინებას განიხილავს როგორც ურთიერთთანაბარ მდგომარეობას, საიდანაც ერთ-ერთი უმთავრესი არის - ერთგულება.
მამაკაცი-მორიელი თუ მოინდომებს, ნამდვილად შეუძლია იყოს ერთგული და კარგი ქმარი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას და ყველაფრის ცდუნება ახასიათებს. მაგრამ თუ მისი გრძნობა ნადვილია, არასოდეს იფიქრებს ღალატზე.
მათი ოჯახური ცხოვრება თითქმის იდეალური იქნება: ქალი-ქალწული თავისი კარგი დიასახლისობით და ოჯახზე ზრუნვით შექმნის თბილ და მყუდრო გარემოს, ხოლო მამაკაცი-მორიელი ვნებით და სიყვარულით გაამყარებს მათ ურთიერთობას.
ქალი-ქალწულის და მამაკაცი-მორიელის მეგობრობა მშვიდი და ხანგრძლივი იქნება მორიელის აქტიური ტემპერამენტის მიუხედავად. ქალი-ქალწული გარკვეულწილად ამშვიდებს და აწონასწორებს მას ფიზიკური ზრუნვით, მორიელი კი მას ეხმარება გახსნაში, რთული საკთხების მოგვარებაში, განსაკუთრებით საკუთარ ემოციებსა და გრძნობებში გარკვევაში. მათ ნამდვილად შეუძლიათ ერთმანეთს მხარდაჭერა გამოუცხადონ საჭიროების დროს და უსიტყვოთ მიხვდნენ მეგობრის განწყობას და სურვილებს.
ქალი-ქალწულის და მამაკაცი-მორიელის საქმიანი კავშირი - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. მორიელი ფულის ნიშნად ითვლება, ქალწული კი - შრომის. როცა ისინი ერთმანეთს საქმიან სფეროში ხვდებიან, თავდაუზოგავად მუშაობენ და კარგ თანხასაც გამოიმუშავებენ. მოვალეობები მათ შორის ბუნებრივად ნაწილდება, მათი ხასიათებიდან გამომდინარე - თითოეული მათგანი აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის.