თავსებადობა - 73%. ქალი-ქალწულისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს მამაკაცი-ლომის ლტოლვა გავლენისა და დიდების მიმართ, რომლსაც თავის მხრივ არ მოსწონს ქალი-ქალწულის თავშეკავება. საინტერესოა, როგორი იქნება მათი ურთიერთობა?
მათი სასიყვარულო ურთიერთობა მარტივი არ იქნება. ქალი-ქალწული ძალიან შრომისმოყვარე და მორიდებულია, მამაკაც-ლომს კი მსგავსი რამ არ ახასიათებს. თავიდან, შეიძლება სწორედ ამ საწინააღმდეგო თვისებებმა მიიზიდოს ისინი ერთმანეთისკენ, მაგრამ რაც დრო გავა, ამით მხოლოდ გაღიზიანდებიან. ლომი ეცდება ქალწულს გადასდოს თავისი ემოციები და გაააქტიუროს, არადა ქალწულს სჭირდება გამგები პარტნიორი, რომელიც ჩაწვდება მის სულიერ სამყაროს, უბრალოდ დაეხმარება და მოდუნების საშუალებას მისცემს
მამაკაცი-ლომი მალე მიხვდება, რომ ქალი-ქალწული არ აფასებს სათანადოდ და ამის გამო, დიდ სულიერ ტრავმას მიიღებს. ეს მას გააბრაზებს, გაანაწყენებს და შეურაცხყოფს კიდეც. ქალი-ქალწული კი ვერაფრით გაიგებს რა მოხდა, რა დააშავა. ერთი სიტყვით, ორივეს უკმაყოფილების გრძნობა აქვს ამ კავშირისგან და რაც უფრო სწრაფად დაასრულებენ ურთიერთობას, მით უკეთესი.
მათი სექსუალური ურთიერთობა არ იქნება ისეთი ნათელი და საინტერესო, როგორიც ლომს სურს. საქმე იმაშია, რომ ზედმეტი პირდაპირიობით, ის ქალ-ქალწულს არათუ ეხმარება გახსნაში, არამედ პირიქით - უფრო კეტავს და გადაყავს თავდაცვის პოზიციაში. ლომს უნდა სიახლე, უჩვეულო სიტუაციებში ყოფნა, ქალწულს კი სულიერება და სიღრმისეული დამოკიდებულება. შეიძლება ითქვას, რომ სექსში ისინი სრულიად განსხვავებულ რამეს ეძებენ, სწორედ ამიტომ, არაფერი გამოუვათ.
თუ ისინი დაქორწინდებიან, მყარი ოჯახის შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ორივე ტიტანურ ძალისხმევას გაწევს. ქალი-ქალწული შეიძლება კარგი ცოლი და დედა იყოს - ერთგული, მეოჯახე, ბრძენი. მამაკაცი-ლომი იამაყებს მისით, თუმცა, გარკვეული უკმარისობის გრძნობა ყოველთვის ექნება. ქალწულისთვის კი სრულიად გაუგებარია ეს უკმაყოფილება ქმრის მხრიდან. მათ კავშირში ადგილი აქვს მოლოდინების და რეალობის შეუთავსებლობას, ამიტომ, სანამ დაოჯახების გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად უნდა დაფიქრდნენ.
შეიძლება რომ იმეგობრონ, მაგრამ ძალიან ცოტა რამ ექნებათ საერთო. მამაკაცი-ლომი იძულებული იქნება მუდმივად ძალდატანებით წაიყვანოს ქალი-ქალწული გასართობად, რომელსაც ძირითადად სულ სიწყნარეში დარჩენა და მოდუნება უნდა. ამიტომ, ლომისთვის ამ ურთიერთობას ეკლდება სიხალასე, აქტიურობა და ორიგინალურობა. თუ ერთმანეთთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშრებთ, შეიძლება საერთო სასაუბრო თემები გაიჩინონ, თუმცა კარგი მეგობრები ვერასოდეს იქნებიან.
ქალ-ქალწულთან ერთად მუშაობა - ყოველთვის დიდი ბედნიერებაა. ის მოწესრიგებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანია. მამაკაცი-ლომი, რომელიც ძალიან უწესრგიო და ქაოტურია, სწორედ ისეთ კოლეგას ან ბიზნეს-პარტნიორს საჭიროებს, რომელიც დაეხმარება ენერგიის სწორად დახარჯვაში. პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მაშინ, თუ მამაკაცი-ლომი არ ისურვებს ქალი-ქალწულის საქმიანი რჩევების მოსმენას და გათვალისწინებას, განსაკუთრებით, რაც მას აუცილებლად მიაჩნია. ასევე, დიდია გაუგებრობის და დაპირისპირების ალბათობა, თუ ხელმძღვანელის პოსზიციაზე იქნება ლომი. მთლიანობაში, მათი შრომითი ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება და სათანადო მონდომების შემთხვევაში დიდი წარმატებაც ელით.