შეთავსება
ქალწული
მშვილდოსანი
შეთავსება

თავსებადობა - 72%. ქალ-ქალწულს საერთოდ არ უყვარს აჩქარება, მამაკაცი-მშვილდოსანი კი სულსწრაფია და ყოველთვის სადღაც ეჩქარება. დაემთხვევა თუ არა ოდესმე მათი რითმები ერთმანეთს?

სიყვარული

მათი სასიყვარულო კავშირი - არც თუ ისე ხშირი მოვლენაა. როგორც წესი, ქალწული თანამგზავრად ირჩევს სერიოზულ, მშვიდ და შეუმჩნეველ მამაკაცს. მშვილდოსანი კი შოკში აგდებს თავისი აშვებული ქცევით. თუმცა, გარკვეული დაკვირვების შემდეგ მიხვდება, რომ სწორედ ასეთი მამაკაცი სჭირდება. საქმე იმაშია, რომ ქალი-ქალწული დეპრესიულია, გამუდმებით შრომა კლავს მის შემოქმედებით უნარებს და აიძულებს რთულ და მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრს. ამიტომ, მამაკაცი-მშვილდოსანი შეძლებს მის გახალისებას, სხვა რამეზე გადართვას და სტრესული მდგომარეობიდან  გამოყვანას. თავიდან ისინი ვერ გაუგებენ ერთმანეთის, თუმცა, რაც დრო გავა, მით უფრო ისიამოვნებენ ერთად ყოფნით.

სექსი

მამაკაც-მშვილდოსანს შუძლია ქალ-ქალწულს დააძლევინოს სექსში რიდი და მეტად თავდაჯერებული გახადოს - ეს სწორედ ის არის, რაც ქალწულს სჭირდება. მოდუნება მუსიკის და არომატული სანთლების ფონზე, მათ ურთიერთობაში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის. თუმცა, მამაკაც-მშვილდოსანს ძალიან მოსწონს ქალი-ქალწულის დამახასიათებელი მორიდებული და თავშეკავებული ქცევა და ვნების გამოხატვის თავისებურება. ქალწულს კი მოსწონს, რომ შეუძლია მშვილდოსანთან თამამად გამოხატოს საკუთარი შინაგანი სურვილები, გრძნობები და მიიღოს სიამოვნება.

ქორწინება და ოჯახი

მათ თავისუფლად შეუძლიათ შექმნან ოჯახი, რადგან არცერთი არ განიცდის შიშს ფორმალური პასუხისმგებლობების წინაშე. ამიტომ, თუ მათი სიყვარული დროს გაუძლებს, თანაცხოვრება მყარი და ხანგრძლივი ექნებათ. მამაკაცი-მშვილდოსანის რეპუტაცია, რომელსაც ის ასე უფრთხილდება, ყოველთვის დაცული იქნება, რადგან ქალი-ქალწული საუკეთესო ცოლობას გაუწევს, შეძლებს ოჯახის გაძღოლასაც და კარიერის მოწყობასაც, რაშიც ხელს მშვილდოსანიც შეუწყობს.

მათ შვილებს ეყოლებათ მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები - ქალწული მათ თავშეკავებულობას და ღირსეულ ქცევას ასწავლის, ხოლო მშვიდლოსანი გადაცემს მის თავისუფალ და იუმორით სავსე ხასიათს.

მეგობრობა

მათი მეგობრობა შესაძლებელია და ის საკმაოდ მყარი იქნება. მამაკაცი-მშვილდოსანი ოსტატურად შეძლებს ქალი-ქალწულის განწყობის ამაღლებას, რომელიც თავის მრივ დაეხმარება რაციონალურად და ემოციების გარეშე იმოქმედოს ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი ერთმანეთის შემავსებლები არიან. მათი მეგობრობა მოკლებულია ყოველგვარ უსიამოვნო საუბარს და ჩხუბს. ურთიერთობა აქვთ თბილი და თავისუფალი - არის ის, რასაც ორივე აფასებს.

სამსახური და ბიზნესი

ქალი-ქალწული მშრომელი ადამიანის მაგალითია. მამაკაც-მშვილდოსანთან ერთად მუშაობით, ის მიიღებს დიდი რაოდენობით პოზიტიურ ემოციებს. მათი საერთო პროექტები სავსე იქნება საზრიანობით და მონდომებით - რაშიც დიდი წილი სწორედ მშვილდოსანს მიუძღვის. ქალი-ქალწული ყოველთვის დაამუშავებს და სათანადო, ფაქტიურად იდეალურ კონდიციამდე მიიყვანს ნებისმიერ საკითხს.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ, ქალი-ქალწული შეიძლება გააღიზიანოს მამაკაცი-მშვილდოსანის დაბნეულობამ და საქმის კეთებაზე მეტად საუბარმა. თუმცა, ენთუზიაზმი და მონდომება, რომელსაც ის ავლენს, ქალწულს ყოველთვის მოხიბლავს და ამ ნეგატიურ მომენტს გაუქარწყლებს. მამაკაცი-მშვილდოსანი საერთო საქმიანობაში ყოველთვის შეძლებს საინტერესო და საჭირო ადამიანების მოზიდვას, ამიტომ, მათ ტანდემს პოპულარობა და წარმატება გარანტირებული აქვს.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება