თავსებადობა - 69%. ორივე მიწიერი და პრაქტიკულია. ერთად თავს კომფორტულად იგრძნობენ. მაგრამ საკითხავია - იქნება თუ არა მათი ურთიერთობა საინტერესო?
შეიძლება ერთმანეთის ყურადღება თავიდანვე არ მიიპყრონ, რადგან არცერთს არ უყვარს გამორჩევა სხვებისგან, თუმცა, როცა მათი მზერა ერთმანეთს შეხვდება, მაშინვე გაიგებენ, რომ დიდი ხანია ერთმანეთს ეძებდნენ. ქალი-ქალწულიც და მამაკაცი-კუროც ძალიან გვანან ერთმანეთს: არცერთი არ წვრილმანდება, არ უყვართ საკუთარი კომფორტის და კეთილდღეობის მსხვერპლად გაღება, ვერ იტანენ ზედმეტ ემოციებს და აფასებენ კომფორტულ ცხოვრებას. მათ რომანს ვნებიანს და აქტიურს ვერ ვუწოდებთ, ის უფრო ნეიტრალურია.
მამაკაცი-კურო იზრუნებს, მოუვლის ქალ-ქალწულს და ყველაფერს გააკეთბეს იმისათვის, რომ ასიამოვნოს საყვარელ ქალს. თავის მხრივ, ქალი-ქალწული სულ უფრო მეტად გაიხსნება საყვარელ მამაკაცთან. ერთადერთი მინუსი მათ ურთიერთობაში იქნება - ემოციების უკმარისობა. მათთვის რეკომენდირებულია უფრო მეტი გახსნილობა გრძნობების გამოხატვის მხრივ, რადგან ეს გაალამაზებს მათ სასიყვარულო ურთიერთობას და ცხოვრებას.
მათ შორის ინტიმური კავშირი იქნება ცვალებადი. ორივეს მოსწონს ხორციელი სიამოვნების მიღება, განსაკუთრებით მამაკაც-კუროს. მათ საძინებელში მუდმივად იქნება სურნელოვანი სანთლები, სასიამოვნო არომატი, ნაზი და სუფთა თეთრეული, ქალი-ქალწული გამოიჩენს სინაზეს და არ დაიშურებს ალერსს, მამაკაცი-კურო კი დატკბება მისი სხეულით. თუმცა, ზედმეტი თავშეკავება კუროს რომ არ მობეზრდეს, ქალწულს მოუწევს მეტი ინიციატივის გამოჩენა. მუსიკა, ფილმები, სასიამოვნო არომატების სურნელი - ყველაფერი ეს დაეხმარებათ მოდუნებაში და ვნებების სასიამოვნო სამყაროში გადასვლაში, რაც ორივეს ძალიან მოსწონს.
მათი ქორწინება შეიძლება იდეალური იყოს. ქალი-ქალწული მშვენიერი ცოლი იქნება: მეოჯახე და მოსიყვარულე. იზრუნებს ქმარზე და შვილებზე ზედმეტი პრეტენზიების და წუწუნის გარეშე. მამაკაცი-კურო კი იდეალური ქმარი, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახს ყველა საჭიროებით. მათი ურთიერთობა იქნება მყარი, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ პერიოდულად ორივეს ჰქონდეს მძაფრი გრძნობების უკმარისობა და კარგი იქნება, თუ ამ ყველაფრის შევსებას სხვაგან არ დაიწყებენ.
როცა მიწის სტიქიის ორი წარმომადგენელი დამეგობრდება, მათი ურთიერთობა წლობით გრძელდება - ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც კი. ისინი ყოველთვის ეხმარებიან ერთმანეთს, ამხნევებენ და რჩევებს აძლევენ. თუმცა, ერთმანეთის სულის სიღრმეებში ვერ ახერხებენ ჩახედვას და ეს ძალიან დიდი დანაკლისია მათი მეგობრობისთვის. მეორეს მხრივ, ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან ზოგჯერ ერთმანეთზე ზედმეტის ცონდა ვნებს ურთიერთობებს.
ამ წყვილის ერთად მუშაობა კარგი შედეგების მომტანი იქნება. ქალი-ქალწულიც და მამაკაცი-კუროც ყოველთვის აღწევენ იმას, რაც სურთ, ახდენენ იდეების მატერიალიზებას და დავალებების შესრულებისას თავს არ ზოგავენ. მათ თანამშრომლობაში მთავარი პრობლემა არის მამაკაცი-კურო პერიოდული სიზარმაცე - ის თავს ზედმეტად არასოდეს იტვირთავს, ხოლო ქალი-ქალწული სანამ ბოლო დეტალს არ დაამუშავებს, არ ეშვება საქმეს. ამან შეიძლება ზოგჯერ დაპირისპირება გამოიწვიოს. მთლიანობაში, მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება და სასურველი შედეგების მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია.