შეთავსება
ქალწული
ქალწული
შეთავსება

თავსებადობა - 75%. მათ შორის იმხელა მსგავსებაა, რომ შეუძლებელია ვერ შეამჩნიონ ერთმანეთი. მაგრამ, საკითხავი ის არის, შეძლებენ თუ არა ნამდვილად დაინტერესდნენ ურთიერთობით?

სიყვარული

მათ შორის სასიყვარულო კავშირი შესაძლებელია, რადგან ორივე მატერიალისტი და ინტელექტუალია. ერთმანეთის მიმართ დიდ ინტერესს გრძნობენ. მათ ურთიერთობას ვნებიანს ვერ უწოდებ, მაგრამ დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ, როცა მიხვდებიან, რომ ერთმანეთის ასლები არიან - ყველანაირ შეზღუდვას უხსნიან საკუთარ თავს. ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობა აქვთ და მოლოდინებს ამართლებენ კიდეც, რადგან ორივე გრძელვადიან ურთიერთობაზეა ორიენტირებული. მცირედი პრობლემა, რომელიც მათ სასიყვარულო კავშირს შეიძლება ახლდეს, არის პერიოდული მოწყენილობა და იდეების ნაკლებობა.

სექსი

წყვილს ძალიან ხარისხიანი სექსი ექნება - ხარისხი ორივეს ყველაფერზე მეტად უყვარს . ქალი-ქალწულიც და მამაკაცი-ქალწულიც მუდმივად მუშაობენ ინტიმური ურთიერთობების დახვეწაზე, იკვლევენ საკუთარ სურვილებს და გემოვნებას. წყვილს აუცილებლად ექნება ჰარმონია ურთიერთობაში, თუმცა, უფრო ფიზიკურში, ვიდრე სულიერში. მგრძნობელობის ნაკლებობის შევსებაში მათ დაეხმარება მუსიკა, რომელიც შექმნის სასიამოვნო და მოსადუნებელ ატმოსფეროს.

ქორწინება და ოჯახი

თუ სასიყვარულო ურთიერთობა ხანგრძლივად შეინარჩუნეს, შემდეგ აუცილებლად დაქორწინდებიან. ქალი-ქალწულიც და მამაკაცი-ქალწულიც გულდასმით გეგმავს პირად ცხოვრებას, ზოგავს ფულს, აკანონებს ურთიერთობას და ხშირად საქორწინო კონტრაქტით. ამიტომ, არცერთი არ ბრაზდება, როცა პარტნიორი ასეთ წინადადებას სთავაზობს, რადგან ორივემ კარგად იცის, რომ ამ ცხოვრებაში თავი უნდა დაიზღვიო. დიდი ქორწილი მათი სტილი არ არის, ურჩევნიათ ეკონომიურად გამოძვრნენ. ოჯახური ცხოვრება იქნება სტაბილური და მშვიდი ექნებათ: შეიძენენ სახლს, ბინას, მანქანას, შვილებს შეიყვანენ პრესტიჟულ სკოლაში და ა.შ. იდეალური ქორწინების მიუხედავად, აქაც, ისევე როგორც სექსის შემთხვევაში, ექნებათ პერიოდული მოწყენილობა, თუმცა, სიტუაციის გამოსასწორებლად რაიმეს მოფიქრებას ყოველთვის შეძლებენ.

მეგობრობა

ისინი ერთგული მეგობრები არიან და მათი ურთიერთობა მყარია. შეუძლიათ საათობით ისაუბრონ მნიშვნელოვან თემებზე. ასევე, ერთად დაკავდნენ სპორტით, იარონ ლაშქრობებში, ისეირნონ, შეუძლიათ ერთად იოცნებონ კიდეც. ერთმანეთის მხარდაჭერაში შედის ფინანსური დახმარებაც, როცა ეს საჭირო იქნება, რაც ორივესთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მათ მეგობრობას არასოდეს ახლავს ინტიმურ ურთიერთობაში გადასვლის სურვილი - ეს მათი პრინციპია.

სამსახური და ბიზნესი

მათი წყვილი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულია. დაუღალავი და ერთგული შრომით, მათ ყოველთვის შეუძლიათ 100%-იანი შედეგების მიღწევა. ორივე რაციონალური და ენერგიულია. ქალი-ქალწულიც და მამაკაცი-ქალწულიც წარმატებისკენ სვლას პატარა ნაბიჯებით ამჯობინებს: ისინი ყოველთვის ერთ რითმში მოქმედებენ. მათი თანამშრომლობის მინუსად შეიძლება დასახელდეს სუსტი წარმოსახვა და გარისკვის შიში. ამიტომ, მათ შეიძლება რამე პრინციპულად ახალი ვერ მოიგონონ და შექმნან, მაგრამ პრაქტიკაში გამოცდილი სქემით შრომა და შედეგების მიღწევა ნამდვილად შეუძლიათ.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება