თავსებადობა - 61%. ორივე პრაქტიკულობისა და სტაბილურობის განსახიერებაა. საინტერესოა, მობეზრდებათ თუ არა ერთმანეთი?
როცა ერთმანეთს ქალი-ქალწული და მამაკაცი-თხის რქა ხვდებიან, მაშინვე აცნობიერებენ, რომ იპოვეს ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია ეძებდნენ. უპირობო გაგება, საერთო მსოფლმხედველობა, მსგავსი ფასეულობები: ოჯახი, სამსახური, ჯანმრთელობა, უწყვეტი განვითარება. ორივე ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგება სასიყარულო კავშირს: ვერ იტანენ ღალატს, პარალელურად ფლირტს და პარტნიორის იგნორს. ერთი შეხედვით პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ზედმეტი სიმკაცრე ან სიმშვიდე ხშირად აზიანებს მათი ცხოვრების ემოციურ მხარეს და სასიყვარულო ურთიერთობაში კლავს სიხალასეს, სიმსუბუქეს და სიახლის შეგრძნებას. უმჯობესი იქნება, თუ უფრო სპონტანურები გახდებიან, თუმცა მსგავსი რამ მათი ხასიათისთვის ძალიან დიდი იშვიათობაა.
მათ ვერ უწოდებ უემოციოებს, მაგრამ ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლების ფონზე ნამდვილად გამოფიტულები ჩანან. ამასაც ეშველებოდა, რომ არ იყოს კიდევ ერთი პრობლემა - სნობიზმი, რის გამოც ორივე ძალიან ხშირად უხეშად იქცევა.
მათ ინტიმურ ცხოვრებაში ყველაფერი დაგეგმილი და ხარისხიანი იქნება. მათი წყვილი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც ხანმოკლე ან ერთჯერად პროცესებს ემხრობა. ზოგჯერ სიურპრიზებიც კი არ მოსწონთ. უყვართ, როცა ყველაფერს წინასწარ გეგმავენ, მათ შორის ინტიმსაც. ორივემ კარგად იცის როგორ მიანიჭოს ერთმანეთს სიამოვნება. შეიძლება ითქვას, რომ მათი სექსუალური ცხოვრება იქნება ჰარმონიული, რადგან მამაკაცი-თხის რქა და ქალი-ქალწული ფიზიკურ სიახლოვეში უპირველეს ყოვლისა ეძებენ სულიერ კავშირს. რაც უფრო კარგად შეისწავლიან ერთმანეთს, მით უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ. რაც უფრო ხანგრძლივი პრელუდია ექნებათ - მით მეტ სიამოვნებას მიიღებენ.
მათი ქორწინება იქნება იდეალური. მამაკაცი-თხის რქა შრომისმოყვარე და სამართლიანია. ქალი-ქალწული - კარგი დიასახლისი, ქალური, მშვიდი. მიწის სტიქიის ორი წარმომადგენელის ოჯახური ცხოვრება - სრულყოფილებაა. მათ სახლში არ არის სკანდალები, ყოველთვის ხვავი და ბარაქა აქვთ, შვილებს არ აკლიათ სითბო და სიყვარული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქმარი-თხის რქა ხშირად ზედმეტად მკაცრი და ემოციურად მშრალია, ცოლი-ქალწული კი იტანჯება თავისი რეალური ხასიათის გამოვლენის შეზღუდვით. თუ ორივე უფრო მეტად გაიხსნება და გულახდილობას ისწავლის, მათი თანაცხოვრება შეივსება ემოციურად და უფრო მყარი და ხანგრძლივი იქნება.
მათ შეუძლიათ ხანგრძლივი მეგობრობა, ესმის ერთმანეთის და ყოველთვის მზად არიან გამოხატონ თანადგომა და მხარდაჭერა. როგორც წესი, ქმნიან დიდ სამეგობრო წრეს, ურთიერთობენ ოჯახებით და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე შემოიკრიბონ. მათ მეგობრობაში არ იქნება ბოროტება და ღალატი - ეს არის ურთიერთგაგებით, სიმშვიდით და ადამიანური სითბოთი სავსე კავშირი.
თანამშრომლობა და საერთო საქმის კეთება ამ წყვილს უპრობლემოდ შეუძლია. იდეალური ვარიანტია, თუ მამაკაცი-თხის რქა იქნება ხელმძღვანელი, რადგან ის ოსტატურად დასახავს მიზნებს და ამოცანებს, ქალწული კი დაუღალავად იშრომებს მათ შესასრულებლად და შედეგების მისაღწევად. მამაკაცი-თხის რქა სტრატეგოსია, ქალი-ქალწული კი ტაქტიკოსი. დიდი წარმატება ელის მათ წყვილს ფაქტიურად ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს შემოქმედებითი თუ ფინანსური, რადგან ისინი ერთმანეთთან ბოლომდე იხსნებიან. თუმცა, ერთობლივი ბიზნესის ქონისას ან თანამშრომლობისას, საჭიროა საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე და საინტერესო ადამიანი ჩართონ, რადგან არ ჰქონდეთ ახალი და კარგი იდეების ნაკლებობა.