თავსებადობა - 75%. ორივეს მართავს მერკური, რომელიც ქალ-ქალწულს ავსებს პრაქტიკულობით და სკეპტიციზმით, მამაკაც-ტყუპებს კი კომუნიკაბელურობით და მსუბუქი ხასიათით. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ისინი საერთო ენის გამონახვას და ხანგრძლივად ურთიერთობას?
თუ ქალი-ქალწული და მამაკაცი-ტყუპები ერთმანეთს შეიყვარებენ, მათი ურთიერთობა სტაბილური და ხანგრძლივი იქნება. ტყუპები გააცნობიერებს, რომ საჭიროა მეტი გულისხმიერება საყვარელი ადამიანის მიმართ. ქალწული კი მისგან აიღებს სიმარტივის მაგალითს. ერთად ყოფნა მათთვის ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა, ურთიერთობის გასაღრმავებლად საერთო ინტერესების მოძებნა აუცილებელია. მათი გრძნობები განსაკუთრებულად ფეთქებადი და ვნებიანი არ იქნება, რადგან მერკური ნაკლებად რომანტიკულია. სამაგიეროდ, ყოველთვის ექნებათ თემა, რომლის გარშემოც სიამოვნებით ისაუბრებენ და მოსაწყენად არ ეცლებათ. მამაკაცი-ტყუპები ხასიათდება ზედაპირულობით, ქალი-ქალწული ცდილობს, რომ ის უფრო სიღრმისეულად ჩაახედოს საკითხებში და დააფიქროს, რათა ურთიერთობებში ხანგრძლივად დარჩენა შეძლონ.
მათი ტემპერამენტები ცოტა აცდენილია. თუკი ქალი-ქალწული სექსს სერიოზულად უდგება, მამაკაცი-ტყუპები ირჩევს მსუბუქ, პასუხისმგებლობებისგან თავისუფალ ურთიერთობას. ამიტომ, მათ შორის პირბლემას სწორედ აზრთა სხვადასხვაობა გააჩენს ქალი-ქალწულისთვის მნიშვნელოვანია სექსუალური სიახლოვის ფიზიკური ასპექტი: ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად ხარისხიანად და აუჩქარებლად.
მამაკაცი-ტყუპები პირიქით, იღგზნება უჩვეულო ადგილებში, შეზღუდულ დროში სპონტანურ სექსზე ფიქრისას. ქალ-ქალწულს ეს ძალიან აღიზიანებს და ანერვიულებს, მამაკაცს კი მისი თავშეკავება ძალიან მოსაწყენად მიაჩნია.
დაქორწინებამდე კარგად უნდა დაფიქრდნენ და თუ მაინც გადადგამენ ამ ნაბიჯს, ბევრი მუშაობა მოუწევთ საკუთარ თავზე, რომ სტაბილური ოჯახის შექმნა შეძლონ. მათი ურთიერთობის დიდი პლიუსია ორივეს მხრიდან ცივი გონებით მოქმედება. შეუძლიათ ერთად განიხილონ სერიოზული საკთხები, რაც მათ ქორწინებას ეხება და მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ქალი-ქალწული ყოველთვის ისწრაფვის მაქსიმალური სტაბილურობისკენ, ხოლო მამაკაცი-ტყუპები ამას პერიოდულად არღვევს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია ახალი შთაბეჭდილებები, განცდები და სასტიკად ვერ იტანს რუტინას. ამის გამო, მათ შორის შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტი. იქედან გამომდინარე, თუ რამდენად ყურადღებიანი იქნებიან ერთმანეთის მოთხოვნების მიმართ, განისაზღვრება მათი ოჯახური თანაცხოვრების ხარისხი. ბავშვები მათ ოჯახში იზრდებიან საზრიანები - მშობლები მათ ასწავლიან როგორ იაზროვნონ სხარტად, იმოქმედონ მოქნილად და შეძლონ ცხოვრებასთან ადაპტაცია.
მეგობრულ ურთიერთობაში შესვლა მათთვის საინტერესო იქნება. კარგი კომუნიკაციის უნარი და ხმამაღლა-ფიქრისკენ მიდრეკილება მათ ერთმანეთისკენ ძალიან იზიდავს. შეხვედრებისას ქალი-ქალწული ყოველთვის ამქვეყნიურ, რეალისტურ საკთხებს ეხება, მამაკაცი-ტყუპები - ბუნებაში არარსებულს. ის იდეალისტია, ქალწული კი პრაგმატიკოსი. თუმცა, მათი კავშირი ემყარება ერუდიციას და კომუნიკაბელურობას - რაც მათ ძალიან ახლობელ ადამიანებად ხდის.
ერთად მუშაობა სავარაუდოდ ძალიან მოეწონებათ. არცერთს არ უყვარს დროის ფლანგვა, ამიტომ, მათ შრომას შედეგები ყოველთვის ექნება. ქალი-ქალწული განწყობილია საქმის პრაქტიკულ ნაწილზე, ის ეცდება ყველაფერი გათვალოს, შეარჩიოს ერთიანი მეთოდი, დაგეგმოს, განსაზღვროს გრაფიკი და ა.შ. მას უყვარს, როცა ყველაფერი ჩანაფიქრისა და გეგმის მიხედვით მიდის. მამაკაცი-ტყუპებისთვის გრაფიკის მიყოლა არც ისე მნიშვნელოვანია, მას შეუძლია იმპროვიზირიება და ამას ყოველთვის წარმატებით იყენებს. ამ წყვილს აქვს ყველაფერი იმისათვის, რაც საჭიროა პროდუქტიული მუშაობისთვის.