შეთავსება
ქალწული
სასწორი
შეთავსება

თავსებადობა - 74%. ქალ-ქალწულს უყვარს წესრიგი, მამაკაც-სასწორს - ჰარმონია. საინტერესოა, რამდენად თავსებადია ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან?

სიყვარული

ქალი-ქალწული არ არის მიჩვეული ამ მხრივ ინიციატივის გამოჩენას. ამიტომ, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობის ინიციატორი ყოველთვის მამაკაცი-სასწორია. ის მშვენივრად ახერხებს შესაფერისი ატმოსფეროს შექმნას იმისათვის, რომ საყვარელმა ქალმა თავი მსუბუქად და სასიამოვნოდ იგრძნოს მის გვერდით. 

მათ არ უყვართ გრძნობების ზედმეტად გამოხატვა, ამიტომ, მსუბუქი სენტიმენტალურობა ორივევსთვის საკმარისი და მისაღებია. თუმცა, მათ ურთიერთობაში პრობლემა შეიძლება სწორედ ემოციების ნაკლებობის გამო გაჩნდეს.

სექსი

მათი სექსუალური ცხოვრება პირველ ეტაპზე არ იქნება მარტივი, რადგან ორივე საკმაოდ თავშეკავებულია საკუთარ გრძნობებში, ამიტომ, მოუწევთ იმის სწავლა, რომ ბოლომდე გაიხსნან ერთმანეთთან ინტიმური ურთიერთობისას. ამაში შეიძლება დაეხმაროთ ჟურნალები, ფილმები, მუსიკა და ა.შ. მამაკაცი-სასწორი მიდრეკილია პარტნიორი ქალის განწყობებზე და სურვილებზე მორგებისკენ, შესაბამისად, მათ წყვილში, ქალი უნდა იყოს ინიციატივიანი, გამოხატოს საკუთარი სურვილები უფრო მკაფიოდ და ამით ორივემ ისიამოვნოს.

ქორწინება და ოჯახი

თუ ისინი დაქორწინდებიან, შეიძლება იდეალური ოჯახი ჰქონდეთ. ქალი-ქალწული კარგად უმკლავდება ცოლის როლს, ის კეთილი, მეოჯახე და ყურადღებიანია. მამაკაცი-სასწორი ნაკლებად განასახიერებს კლასიკურ ქმარს, არ არის გადაწყვეტილებების მიმღები, თუმცა, მას შეუძლია საყვარელი ქალი სითბოთი, ყურადღებით და ალერსით აავსოს. მათ ოჯახში ყოველთვის სისუფთავე, წესრიგი და სიმშვიდე იქნება. თუმცა, პერიოდულად, მათ დასჭირდებათ ერთმანეთის მოტივირება, გამხნევება და გართობა, ცხოვრებისეული პრობლემების და უსიამოვნებების დასავიწყებლად.

მეგობრობა

მათი მეგობრობა შედგება მხოლოდ იმ პირობით თუ ისინი საერთო ინტერესებს მოძებნიან. შემდეგ კი ძალიან მოეწონებათ ერთად ყოფნა, რადგან ორივე აფასებს ერთგულებას, საიმედოობას და პატივისცემით მოპყრობას.  დახმარების საჭიროების შემთხვევაში, ისინი ყოველთვის მზად იქნებიან მეგობარს დაუდგნენ გვერდით. ქალი-ქალწული უფრო პრაქტიკული რჩევების მიცემით გამოირჩევა, ხოლო მამაკაცი-სასწორი - პირადი ცხოვრების გარშემო საკითხების განხილვით - მოკლედ, სასაუბრო თემა ყოველთვის ექნებათ.

სამსახური და ბიზნესი

თუ ეს წყვილი სამსახურში ერთად აღმოჩნდება ან საერთო ბიზნესი ექნებათ მთავარი ძალა იქნება ქალი-ქალწული. მას კარგად ესმის, რომ მონდომებით შრომას შედეგი ყოველთვის აქვს. ამიტომ, თამამად ახდენს მიზნების და გეგმების გაწერას და ეძებს მათი მიღწევის მეთოდებს და საშუალებებს. მიმართულებების განსაზღვრა კარგად გამოსდის მამაკაც-სასწორსაც, განსაკუთრებით თუ პროექტი მოიცავს საზოგადოებასთან ურთიერთობას, სარეკლამო ან ხელოვნების სფეროს. მას შეუძლია საერთო ენა მოძებნოს პარტნიორებთან, თანამშრომლებთან, კოლეგებთან, დამკვეთებთან და რაც მთავარია ქალ-ქალწულთან, რომელიც ხშირად სიტყვაძუნწი და ჩაკეტილია.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება