თავსებადობა - 72%. ქალი-ქალწული - საკმაოდ ღრმად მოაზროვნე და რეალისტია, მამაკაცი-მერწყული მუდმივად ღრუბლებში დაფრინავს. შეძლებს თუ არა ქალწული მის მიწაზე დაშვებას?
ამ წყვილს შორის სასიყვარულო ურთიერთობა ძალიან რომანტიკული იქნება - თუ ქალი-ქალწული უფრო მეტად გაიხსნება. მამაკაცი-მერწყული ძალიან არასტაბილურია, გაუთვლელი ქცევა აქვს და ეს ქალწულს აღიზიანებს, რადგან მას უყვარს დაგეგმილი და წინასწარ შეთანხმებული ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, რომ მათი ურთიერთობა დიდი გამოწვევაა ქალი-ქალწულისთვის. ერთად შეძლებენ ჩართონ ფანტაზია და აისრულონ სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებული ოცნებები. მამაკაცი-მერწყული უსიტვყოდ გაიგებს ქალი-ქალწულის სურვილებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აუსრულოს. თუ ქალი-ქალწული მოდუნების საშუალებას მისცემს საკუთარ თავს, კიდევ უფრო მეტს მიიღებს საყვარელი მამაკაცისგან.
საერთო ბევრი რამ აქვთ, რაც დაეხმარებათ ინტიმური ურთიერთობისას სიამოვნების მიღებაში. ქალი-ქალწული მშვენივრად ფლობს საკუთარ სხეულს და მარტივად აფიქსირებს იმ იმპულსებს, რომლებიც ჩნდება მასსა და მამაკაც-მერწყულს შორის. თავის მხრივ კი მამაკაცი-მერწყული ინტუიციურად ხვდება რა სურს მის პარტნიორ ქალს. ორივეს თავისუფლად შეუძლია ერთმანეთის მიყვანა სიამოვნების პიკამდე. მათ სექსუალურ ცხოვრებაში, მამაკაცი-მერწყული იქნება იდეების გენერატორი, რაც ურთიერთობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. მერწყული შეიძლება ეცადოს ქალი-ქალწულის სექს-შოპში წაყვანას კომპლექსების მოსახსნელად და ეცდება აგრძნობინოს სრული თავისუფლება, მისი ყველაზე თამამი სექსუალური ფანტაზიების ასასრულებლად.
მამაკაცი-მერწყული არ ეკუთვნის იმ კატეგორიას, ვინც ისწრაფვის საყვარელ ქალთან ურთერთობის გაფორმებისკენ. სამაგიეროდ, ქალი-ქალწულისთვის ფორმალობა და ოფიციალური სტატუსი - მნიშვნელოვანია - ის აფასებს ტრადიციებს და წესებს. ოჯახში კომფორტზე პასუხისმგებელი იქნება ქალი-ქალწული, მატერიალურ უზრუნველყოფასა და ოჯახურ საკითხებში გადაწყვეტილებების მიღებაზე - მამაკაცი-მერწყული. ქალი-ქალწული - არის იდეალური ცოლი. მამაკაცი-მერწყული უნაკლო ქმარს ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა, მისი მსუბუქი, მხიარული და კეთილგანწყობილი ხასიათი, თანაცხოვრებას აადვილებს. მას შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში შვილებთან მიდგომა იპოვოს. ამის გამო, ქალი-ქალწული მას ძალიან აფასებს.
მამაკაც-მერწყულს ნამდვილად შეუძლია მეგობრობა. ეს არც ქალ-ქალწულს უჭირს. ორივე საკმაოდ დიდ რესურსს დებს ურთიერთობს განვითარებაში და სერიოზულად ეკიდება მეგობრულ ურთიერთობას. ქალი-ქალწული ყოველთვის მხარს დაუჭერს და გაამხნევებს მეგობარს, მისცემს სწორ და პრაქტიკულ რჩევებს, რასაც ის ხშირად არ გაითვალისწინებს, მაგრამ ყოველთვის მოუსმენს და მადლობელი იქნება ზრუნვისთვის. თავის მხრივ, შეეცდება მეგობარი ქალი ყოველთვის გაართოს, იზრუნოს მასზე და დაუბრუნოს თავდაჯერებულობის და დაცულობის გრძნობა.
თუ ქალი-ქალწული და მამაკაცი-მერწყული ერთად იმუშავებენ, მთელ რიგ პრობლემებს წააწყდებიან, რაც დაკავშირებული იქნება მათი შრომითი მეთოდების სხვადასხვაობასთან. მაგალითად: ქალ-ქალწულს უყვარს ყველაფრის ზედმიწევნით ზუსტად და რუტინულად შესრულება. მამაკაცი-მერწყული კი მიჩვეულია აქტიურად და შემტევი მიდგომებით მუშაობას, არ უყვარს სისტემურობა და მისთვის მნიშვნელოვანია ჩარჩოებისა და წესებისგან გათავისუფლება. თუ შეძლებენ, რომ ერთმანეთის თავისებურებები გაიგონ და ურთიერთობა დააბალანსონ, ერთობლივი შრომა უფრო სასიამოვნო და შედეგიანი იქნება.