თავსებადობა - 82%. ისინი ერთმანეთს შეეფერებიან, თუმცა, ზოგჯერ ქალი-თხის რქასთვის ძალიან დამღლელია მამაკაცი-ვერძის მიმწოლი ხასიათი და ზედმეტი აქტივობა.
ქალი-თხის რქა - ნამდვილი ყინულის დედოფალია,მხოლოდ ცხელი გულით. ერთადერთი, ვისაც მისი ბოლომდე “გალღობა” შეუძლია, სწორედ მამაკაცი-ვერძია. მისი ტემპერამენტი ქალი-თხის რქას მხრიდან უყურადღებოდ ვერ დარჩება და უდაოდ კმაყფილი იქნება ვნებიანი და ცეცხლოვანი მამაკაცი-ვერძის ყურადღებით. მათ ბევრი საერთო აქვთ. მრავალგზის უარის მიღების მიუხედავად, მამაკაცი-ვერძი მაინც შეძლებს ნამდვილი ქალის გაღვიძებას თხის რქაში. თუმცა, ურთიერთობა რომ ააწყონ, ქალს მოუწევს თავისი ხასიათის შერბილება, რადგან მისი გულგრილობა შეიძლება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს სითბოს და ყურადღების მოყვარული ვერძისთვის.
წყვილის ეროტიკული ურთიერთობა ძალიან ხარისხიანი იქნება. მასში ვნების ალს ვერძი შეიტანს, ხოლო ტექნიკაზე პასუხისმგებლობას თხის რქა აიღებს. მიწისა და ცეცხლის სტიქიების ინტიმური ნაერთი, უდიდესი ენერგეტიკით გამოირჩევა. ქალი-თხის რქას და მამაკაცი-ვერძის სექსუალურ ცხოვრებაში იქნება ბევრი ჩხუბი და დაშორება, რასაც ყოველთვის მოყვება ძლიერი ემოციებით სავსე “ცხელი” შერიგება. მნიშნველოვანია, რომ ურთიერთობაში დააბალანსონ სექსუალური აქტივობის პიკური პერიოდი, დასვენებისა და გულახდილი საუბრების სურვილთან - ასე ურთიერთობას უფრო დიდხანს შეინარჩუნებენ.
ქალ-თხის რქას ძალიან უნდა გათხოვება (მაშინაც კი, როცა საპირისპიროს ამტკიცებს), მამაკაც-ვერძსაც ხშირად სურს ქორწინება. მაგრამ, მათი მოტივები განსხვავებულია: მაშინ, როცა ქალ-თხის რქას სურს ურთიერთობას სხვა სტატუსი მისცეს, დაიცვას საკუთარი თავი სოციალურად და დაიწყოს ცხოვრების ახალი ეტაპი, მამაკაცი-ვერძის შემთხვევაში, ყველაფერი გაცილებით მარტივად და გამჭვირვალედაა - მას უბრალოდ სურს, საყვარელი ქალი დაისაკუთროს და თვლის, რომ ქორწინებით შეძლებს ქალი-თხის რქას დამორჩილებას - თუმცა, ამაოდ… მათი ოჯახური ურთიერთობა, ქორწინებამდელზე უფრო მშვიდი ნამდვილად არ გახდება. შეიძლება დროთა განმავლობაში დაწყნარდნენ კიდეც, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
იმისათვის, რომ იმეგობრონ, მათ აუცილებლად მოუწევთ რაიმე საერთო საქმის ან ჰობის გაჩენა. ეს დაეხმარებათ ჭარბი ენერგიის დახარჯვაში. მათ შეუძლიათ ისეირნონ, ივარჯიშონ და ა.შ. მთავარია, ერთად ყოფნისას არ მოიწყინონ. ქალი-თხის რქას და მამაკაცი ვერძის მყარი და ხანგრძლივი მეგობრობის გარანტიაა - ერთობლივი ემოციური და ფიზიკური აქტივობა.
ორივე მშრომელია, თუმცა სხვადასხვაგვარად უდგებიან საქმეს. ქალი-თხის რქა ადგენს გეგმას და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება მას. მამაკაცი-ვერძი კი არ არის მიჩვეული დაგეგმვას, მაგრამ თავისი ძლიერი მუხტით და ულევი ენერგიით, შეუძლია მიზნის მიღწევა და შედეგის ჩვენება. უკეთესი იქნება, თუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმუშავებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უთანხმოებას ვერ ასცდებიან. კიდევ ერთი მომენტი, რის გარშემოც შეიძლება კამათი გაჩნდეს, არის რისკის გაწევის სურვილი მამაკაცი-ვერძის მხრიდან და ქალი-თხის რქას მუდმივი მცდელობა შეამციროს სარისკო მიმართულებები. ამ საკითხში მოლაპარაკება მათ ნამდვილად გაუჭირდებათ. გამოსავალი აქაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობაა - როცა საკამათო საკითხების განხილვა არ იქნება საჭირო და ორივე თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს.