თავსებადობა - 100%. ქალი თხის რქა ცივი, პრაგმატული და მკაცრია. ვნებას საგულდაგულოდ მალავს. საინტერესოა, რამდენად შეძლებს მამაკაცი-მორიელი მასთან ურთიერთობას?
ამ წყვილს შორის სასიყვარულო ურთიერთობა მოულოდნელად და ძალიან ვნებიანად იწყება. თუმცა, ქალი-თხის რქა, დიდი სურვილის მიუხედავად, მაინც ცდილობს შეზღუდოს საკუთარი გრძნობები და უკეთესად შეისწავლოს მამაკაცი-მორიელი. ის ჩარჩოებს აწესებს იქაც კი, სადაც ამის საჭიროება არ არსებობს. მამაკაცი-მორიელი კი პირიქით, ცდილობს ყველა შეზღუდვის მოხსნას და სურს, რომ ქალი-თხის რქა ბოლომდე გახსნას. მათი კავშირი ეფუძნება თანასწორობას და თუ ერთმანეთი მართლაც ძალიან შეუყვარდათ, ურთიერთობა დიდ ბედნიერებას მოუტანთ.
მათი ინტიმური ურთიერთობა არის ნამდვილი ხელოვნება. ყველაფერი ძალიან მგრძნობიარე და დახვეწილია. ქალი-თხის რქა გამოირჩევა უდიდესი ტემპერამენტით, რომელსაც საგულდაგულოდ მალავს, მაგრამ მამაკაცი-მორიელი არის სწორედ ის პარტნიორი, რომელმაც იცის, როგორ უნდა დაეხმაროს კომპლექსების მოხსნაში და გაუღვივოს ვნება. მათ შორის ჩნდება ნდობა, რასაც თხირ რქას ინიტმური აქტივობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ფიზიკური სიახლოვით ისინი ნამდვილ განტვირთვას და სიამოვნებას იღებენ.
წყვილს შეიძლება საუკეთესო ქორწინება ჰქონდეს. კარგი ოჯახის შექმნაში მათ ვერც ჩაკეტილი ხასიათი შეუშლით ხელს, რადგან თანაცხოვრება ერთმანეთის მიმართ ნდობას უჩენთ, ეს კი ეხმარებათ ემოციურად გახსნაში. მათი შვილები გაიზრდებიან სიყვარულით და ზრუნვით სავსე გარემოში. ქალი-თხის რქა ცოტა მკაცრი დედა იქნება, თუმცა სამართლიანი, ხოლო მამაკაცი-მორიელი მოსიყვარულე და ყურადღებიანი მამა.
ზოდიაქოს ამ ნიშნებს ნამდვილად შეუძლიათ მეგობრობა. ერთმანეთის ფაქტიურად უსიტყვოდ ესმით და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მათი კონტაქტი, მით უფრო კარგად გაუგებენ ერთმანეთს. საერთო ინტერესი და გასართობიც ბევრი აქვთ: კინო, მუსიკა, ხელოვნება და ა.შ. - ერთად არასოდეს მოიწყენენ, რადგან ორივე ზრუნავს პიროვნულ განვითარებაზე და ამით ერთმანეთსაც გარკვეულწილად ეხმარებიან.
ქალი-თხის რქა მომართულია მიზნების მიღწევაზე და მამაკაცი-მორიელიც საკმაოდ ამბიციურია. შესაბამისად, მათი თანამშრომლობა უპორბლემოდ შედგება. თუ ისინი ერთ კომპანიაში იმუშავებენ და ძალებს გააერთიანებენ, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ. ერთადერთი მინუსი, რაც შეიძლება მათ საქმიან ურთიერთობაში გაჩნდეს, ეს იქნება ერთმანეთთან კონკურენციაში შესვლა. ამ პროცესს ნელ-ნელა დაპირისპირების სახე მიეცემა და სულ უფრო მეტი ადამიანის ჩაითრევენ, რათა მოწინააღმდეგზე ძლიერი გამოჩნდნენ. ვარსკვლავები მათ ურჩევენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები არაფრისმომცემი დაპირისპირების ნაცვლად, მოახმარონ საქმეს, რომელსაც შეუძლია აღიარება და კარგი შემოსავალი მოუტანოთ.