შეთავსება
თხის რქა
თევზები
შეთავსება

თავსებადობა - 67%. ქალი-თხის რქა პირდაპირი, ხისტი და ყინულივით ცივია. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ისინი საერთო ენის გამონახვას?

სიყვარული

მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლებელია. ქალი-თხის რქას ყურადღებას იქცევს მამაკაცი-თევზების მგრძნობელობა, ხოლო თევზებს ის სიმკაცრე და სერიოზულობა მოსწონს, რომელსაც ქალი-თხის რქა ავლენს. მონდომების შემთხვევაში, მათი რომანი ქნება ნაზი და სასიამოვნო. ქალი-თხის რქა გრძნობს, რომ შეუძლია ენდოს მამაკაც-თევზებს და რეალურად მოდუნდეს მასთან. თევზები კი იმდენად იხიბლება სტაბილური და სამართლიანი თხის რქას ხასიათით, რომ შეიძლება აღარც კი მოუნდეს პარტნიორი ქალის შეცვლა. მათი სასიყვარულო ურთიერთობის უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს თავად რომანის მიმართ განსხვავებული შეხედულებები: ის, რამაც შეიძლება ურთიერთობაში გული ატკინოს მამაკაც-თევზებს, ყურადღების ღირსადაც კი არ ითვლება ქალი-თხის რქასთვის. იმისათვის, რომ ერთმანეთს მეტად გაუგონ, საკმაოდ დიდი დრო და საკუთარ თავზე მუშაობა დასჭირდებათ. თუ ამას შეძლებენ, მაშინ მათი სასიყვარულო ურთიერთობა ძალიან მყარი გახდება.

სექსი

ქალი-თხის რქას და მამაკაცი-თევზების ინტიმური ურთიერთობა შეიძლება იყოს ძალიან ღრმა და უჩვეულო. თევზები მთელ გულს დებს იმაში, რომ შეხვედრები დაუვიწყარი გახდეს ორივესთვის, ცდილობს პარტნიორი ქალი ბოლომდე მოადუნოს და ამის შემდეგ გადავიდეს საქმეზე. თევზებთან სექსუალური ტანაცხოვრებისას ქალი-თხის რქა აღმოაჩენს, რომ საკმაოდ მოქნილია და მშვენივრად ართმევს თავს ახალ და რთულ პოზებს. რაც უფრო ხშირად შეხვდებიან ერთმანეთს, მით უფრო საინტერესო და სასიამოვნო იქნება მათი ფიზიკური სიახლოვე, რადგან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად, ორივე მიისწრაფის თვითგამოხატვისკენ და მხოლოდ ტექნიკური მხარე არ აკმაყოფილებთ.

ქორწინება და ოჯახი

ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორის ქორწინება შეიძლება საკმაოდ მყარი იყოს. ოჯახთან მიმართებით მათი შეხედულებები და ღირებულებები თანხვედრია. სავარაუდოდ, ქორწინების გაფორმებას ისინი დიდი დროის გასვლის შემდეგ გადაწყვევტენ, როცა საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ ამისთვის მზად არიან. ქალი-თხის რქა მშვენივრად გაართმევს თავს ცოლის და დიასახლისის პასუხისმგებლობებს. რაც შეეხება მამაკაც-თევზებს, თუ ცოტა მეტ პასუხისმგებლობის გრძნობას გამოიჩენს, საკმაოდ კარგი ქმარი იქნება. მათი შვილები საინტერესო და სასიამოვნო გარემოში გაიზრდებიან.

მეგობრობა

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების მეგობრობა საკმაოდ ხშირი მოვლენაა, რადგან ერთმანეთის კარგად ესმით, შეუძლიათ უსიტყვდ მიხვდნენ როდის სჭირდებათ დახმარება, თანადგომა ან მორალურად გამხნევება. ქალი-თხის რქა თევზებს მისცემს პრაქტიკულ რჩევებს სხვადასხვა სიტუაციაში, ჩაუსახავს იმედს და აუმაღლებს თავდაჯერებულობას. მამაკაც-თევზებს კი შეუძლია გაამხიარულოს, მოდუნების საშუალება მისცეს და ბოლომდე გაუგოს თხის რქას.

სამსახური და ბიზნესი

ერთად მუშაობა მათ ძალიან მოეწონებათ. პასუხისმგებლობების გადანაწილება კი ასეთი იქნება: მამაკაცი-თევზები იზრუნებს იდეების გენერაციაზე და შთაგონებაზე, ქალი-თხის რქა კი დასახავს მიზნებს და მათი მიღწევის გზებს მოძებნის. ერთად მუშაობისას ისინი ძალიან პროდუქტიული და აქტიურები იქნებიან. თანამშრომლობა და საერთო საქმე მათ პროფესიულ განვითარებასთან ერთად წარმატებას და კარგ შემოსავალს მოუტანს.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება