თავსებადობა - 83%. შეიძლება ქალი-თხის რქა გააღიზიანოს მამაკაცი-ლომის ამპარტავნულმა ქცევამ.
ქალ-თხის რქასა და მამაკაც-ლომს შორის სიყვარული სავსებით შესაძლებელია. ორივე ძალიან აქტიური, ამბიციურია და საკუთარი თავის წარმოჩენა უყვართ. მათ სასიყვარულო ურთიერთობაში მუდმივი შეჯიბრი იქნება იმის დამტკიცების სურვილით - ვინ არის “მთავარი”. თუ ცოტა მოდუნდებიან, შეამჩნევენ, რომ არც ისე რთულია ურთიერთობა, მაგრამ როგორც ჩანს, თითოეული მათგანისთვის, საკუთარი უპირატესობის გრძნობა ყველა სხვა გრძნობაზე მნიშვნელოვანია.
ქალ-თხის რქასა და მამაკაც-ლომს შორის სექსი იქნება ვნებიანი და კონკურენტული. ისინი ყოველთვის ეცდებიან მოახდინონ იმის დემონსტრირება, თუ რა შეუძლიათ საწოლში. მათი ინტიმური ურთიერთობა უფრო თეატრალურ წარმოდგენას დაემსგავსება, რასაც ქალი-თხის რქა დიდხანს ვერ აიტანს და სავარაუდოდ, პარტნიორის შეცვლაზე დაიწყებს ფიქრს.
თუ ეს წყვილი დაქორწინდება, ექნებათ “იტალიური ოჯახი” - სავსე ემოციებით და ვნებებით. სხვაობა იმაშია, რომ ქალი-თხის რქა გრძნობებს საგულდაგულოდ მალავს, ხოლო მამაკაცი-ლომს პირიქით, ყველაფერი სააშკაროზე აქვს გამოტანილი. ლომი მუდმივად ეცდება თხის-რქას აიძულოს გრძნობების და ემოციების გამოხატვა, რაც ქალს ძალიან გააღიზიანებს. დროთა განმავლობაში, მათი თანაცხოვრება ან დალაგდება ან პირიქით - აუტანელი გახდება.
მეგობრობა მათ იშვიათად გამოსდით და ისიც ხოლოდ ხანმოკლე პერიოდით. ქალ-თხის რქას ზოგჯერ ძალიან დააკლდება გულთბილი მეგობარი მამაკაცი-ლომის სახით და სწორედ ამ დროს დაუკავშირდება. მამაკაც-ლომს ყოველთვის გაახარებს მეგობრის აქტივობა და უარს არასოდეს ეტყვის შეხვედრაზე. ორივე გურმანია, ამიტომ, ერთად ყოფნისას ისიამოვნებენ არამარტო ხანგრძლივი საუბრებით, არამედ გემრიელი კერძებითაც. შეიძლება ითქვას, რომ მეგობრობა - ეს არის მათი ურთიერთობის საუკეთესო ფორმატი, სადაც ქალი-თხის რქაც და მამაკაცი-ვერძიც ინარჩუნებს ინდივუდუალიზმს და არ ცდილობენ ერთმანეთთან შეჯიბრის გამართვას.
თუ ზოდიაქოს ეს ნიშნები ერთად იმუშავებენ, ძალიან პროდუქტიული იქნებიან. მამაკაც-ლომს აქვს შთაგონების ნიჭი და იდეების გენერატორია. ქალი-თხის რქა კი მოიფიქრებს როგორ განახორციელონ ლომის ჩანაფიქრი. პერიოდულად, თხის რქა უკმაყოფილო იქნება იმით, რომ მამაკაცი-ლომი უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე აკეთებს, თუმცა, მეორეს მხრივ კმაყოფილი დარჩება მისი მხრიდან წინააღმდეგობის არარსებობით, რაც საშუალებას მისცემს ყველაფერი ისე აკეთოს, როგორც თავად მოსწონს და საჭიროდ თვლის. მათი ერთობლივი მუშაობა იქნება საინტერესო, აქტიური და რაც მთავარია - შედეგიანი.