თავსებადობა - 93%. მათ უყვართ მიზნების მიღწევა, მაგრამ ეს მიზნები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. ქალ-თხის რქასა და მამაკაც-მშვილდოსანს შორის დიდი მიზიდულობაა, მაგრამ საინტერესოა რამდენად ხანგრძლივი იქნება მათი ურთიერთობა?
მათი სასიყვარულო ურთიერთობა ვულკანს გავს: ხშირია გარჩევები, ვნება, ემოციური დაძაბულობა. ერთი შეხედვით მშვიდი და მოაზროვნე ქალი-თხის რქა, ამ სიტუაციაში ხდება სრულიად უკონტროლო, რადგან მამაკაცი-მშვილდოსანის უსაზღვრო სითამამე და თავისუფლება რამდენადაც იზიდავს, იმდენად აღიზიანებს და ცდილობს გაიგოს, რა არის მისი ასეთი ქცევის საფუძველი. თავის მხრივ მამაკაც-მშვილდოსანს ძალიან მოსწონს, როცა ხედავს, როგორ ინტერესდება მისით ემოციურად ცივი და ძალიან თავშეკავებული ქალი.
ყველაზე ხშირად, მშვილდოსნის და თხის რქას კავშირი აგებულია სერთო ინტერესებზე და მიზნებზე, ასევე საქმიანობაზე. მათ სასიყვარულო კავშირში ნაკლები სინაზე და უფრო მეტი აქტივობა იქნება . ამასთან, ქალი-თხის რქა და მამაკაცი-მშვილდოსანი სასიყვარულო ურთიერთობას საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებენ.
ინატიმურ ურთიერთობაში წამყვანი როლი მამაკაც-მშვილდოსანს ექნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ მამაკაცია და კიდევ იმიტომ, რომ მშვილდოსანია. ის აქტიური, იდეურია და ყოველთვის ითხოვს ყურადღებას. უნდა, რომ პარტნიორმა შეაქოს მისი ნათქვამი და ნამოქმედარი. ქალი-თხის რქა სექსში ცოტა სხვაგვარად იხსნება: თავიდან ჩაკეტილია და პარტნიორს ბევრი მცდელობა უწევს იმისათვის, რომ საქმე საწოლამდე მივიდეს და შემდეგ საწოლშიც დიდი შრომა უწევს მის აღგზნებამდე მისაყვანად და დასაკმაყოფილებლად. მამაკაცი-მშვილდოსანი ამ ყველაფერს თავს კარგად ართმევს, ხოლო ქალი-თხის რქა მას დახვეწილი სექსით დაასაჩუქრებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ მშვილდოსანი ამას იმსახურებს.
ქალი თხის-რქა - დაკანონებული ურთიერთობების მომხრეა და დოკუმენტების და ხელმოწერების გაფორმების შემდეგ უფრო მშვიდადაა, ვიდრე ამის გარეშე. მამაკაცი-მშვილდოსანი მიეკუთვნება იმ კატეგორიას, ვინც არ ჩქარობს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას ქორწინების მარყუჟებით. საკუთარი ქცევით ის იწვევს ქალ-თხის რქას, რათა მან ყველაფერი გააკეთოს ამ თავისუფლებისმოყვარე მუსტანგის მოსაპოვებლად. თუ ეს გამოუვა, მაშინ ნამდვილად დაქორწინდებიან ყველა წესის დაცვით და თხის რქა შეძლებს გამარჯვების აღნიშვნას.
ქორწინებაში მამაკაცი-მშვილდოსანი მუდმივად გაამხნევებს ქალ-თხის რქას და არ მისცემს დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებას. ყოველთვის ერთად იმოქმედებენ ოჯახური მიზნების მისაღწევად.
ისეთი მეგობარი, როგორიც მამაკაცი-მშვილდოსანია, ძალიან სჭირდება ქალ-თხის რქას. მასთან თავს მარტოსულად არ იგრძნობს, მშვილდოსანი კი ყოველთვის აუმაღლებს განწყობას და ჩაუსახავს ოპტიმიზმს, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალს არასოდეს ჰყოფნის. ქალი-თხის რქა კი ასწავლის მამაკაც-მშვილდოსანს ცივი გონებით შეხედოს ცხოვრებას და მოვლენებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაციონალურად აზროვნება იქნება საჭირო. ამ წყვილს შეუძლია სრულიად სხვადასხვა აქტივობებით გაერთონ, რადგან მათი საერთო ინტერესების ჩამონათვალი ფაქტიურად ამოუწურავია. ორივე ძალიან აქტიურია და უყვართ ცხოვრება, ამიტომ, ყველანაირი საფუძველი არსებობს მათი მყარი და ხანგრძლივი მეგობრობისთვის.
თანამშრომლობისას და საქმიანი პარტნიორობისას, ქალ-თხის რქასა და მამაკაც-მშვილდოსანს შორის დიდი ურთიერთგაგებაა, რადგან ორივე განწყობილია მიზნების მიღწევაზე. სტრატეგი შეიძლება იყოს ერთიც და მეორეც. როცა ქალი-თხის რქა დასახავს მიზნებს, ამოცანა იქნება კონკრეტული, ხოლო სამოქმედო ნაბიჯები სრული სიზუსტით გაწერილი. თუ გადაწყვეტილებების მიღება მამაკაც-მშვილდოსანზე გადავა, ის აქცენტს უფრო მიზნის მიღწევის ეტაპებზე გააკეთებს, ხოლო თავად მიზანი არარეალური იქნება. სწორედ აქ დაეხმარება მას ქალი-თხის რქა და გაერთიანებული ძალებით აუცილებლად შეძლებენ გეგმების რეალიზებას.