თავსებადობა - 86%. ქალი-თხის რქა სრულყოფილებაა, მამაკაცი-კურო კი სიმშვიდის და სტაბილურობის მაგალითი. სხვა რა უნდა უნდოდეთ კარგი ურთიერთობისთვის?
ერთმანეთში მათ ყველაზე მეტად მოსწონთ და იზიდავთ ხასიათის სიმტკიცე. მამაკაც-კუროს მოსწონს თხის-რქას უნარი, გაუფრთხილდეს მორალურ და მატერიალურ რესურსებს. ხოლო ქალ-თხის რქას კი მამაკაცი-კუროს მიერ ამ რესურსების სწორად გადანაწილების შესაძლებლობა. ალბათ იკითხავთ - სად არის აქ რომანტიკა? საქმე იმაშია, რომ როცა ორივე დაიკმაყოფილებს მატერიალური საკითხებისადმი ინტერესს და მოთხოვნილებას, შემდეგ დუნდებიან და ხდებიან ნაზი, ალერსიანი, ტკბებიან ურთიერთობით და ერთად გატარებული წუთებით. ამ დროს ისინი თავს ნამდვილად კარგად გრძნობენ.
ერთმანეთის ფაქტიურად უსიტყვოდ ესმით. მათი ურთიერთობის სტილი ნაკლებად ვნებიანი და ცოტა მდორეა, თუმცა სინაზე არ აკლია. ამ წყვილის კავშირის უარყოფითი მხარეა ეჭვიანობა. ამიტომ, სანამ ძალიან დიდ დრო სჭირდებათ ერთმანეთის მიმართ ნდობის გაჩენისთვის.
ინტიმში ეს წყვილი საკმაოდ ეწყობიან. მათი სურვილები არის მიწერი, კონკრეტული და მატერიალური. ფიზიკური მიზიდულობაც საკმაოდ ძლიერი აქვთ. ორივეს ესმის რა არის მისაღები და მიუღებელი. ქალ-თხის რქას სჭირდება ალერსიანი და ყურადღებიანი პარტნიორი, ხოლო მამაკაც-კუროს ვნებიანი, მგრნობიარე ქალი, რომელიც არ მალავს სექსუალურ სურვილებს. შესაბამისად, ერთმანეთს სრულიად აკმაყოფილებენ ამ საკითხებში.
ქალი-თხის რქა და მამაკაცი-კურო თუ დაქორწინდნენ, მათი ოჯახი მყარი იქნება, სადაც ყველაფერი დაგეგმილი და გაწერილია, რადგან ორივე რაციონალური, პრაქტიკული და პრაგმატულია. რომანტიკის ნაკლებობის გამო, რაც მათ ურთიერთობას ახლავს, არცერთი არ იდარდებს, რადგან გრძნობების გამოხატვის ის დონე, რომელიც ახასიათებთ, ორივესთვის მისაღები და საკმარისია. მათი შვილები იქნებიან კარგად აღზრდილი და მატერიალურად უზრუნველყოფილი. შეიძლება ითქვას, რომ იდეალური ოჯახი ექნებათ.
ქალი-თხის რქა და მამაკაცი-კურო ძალიან აფასებენ ადამიანურ ურთიერთობებს და მეგობრობაც გამოსდით. მეგობრები ბევრი არ ყავთ, მაგრამ მათ გარშემო არსებული ვიწრო წრე ნამდვილად სანდო ადამიანებისგან შედგება. ქალი-თხის რქა და მამაკაცი-კურო დამეგობრებამდე დიდხანს ურთიერთობენ და აკვირდებიან ერთმანეთს. როცა ნდობა უჩნდებათ, მათი ნამდვილი მეგობრობაც იმ მომენტიდან იწყება. ეს მათთვის ძალიან სერიოზული საკითხია და ერთგულებას ბოლომდე ინარჩუნებენ. მორალური და მატერიალური მხარდაჭერა, მათი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია.
მათ შეუძლიათ დააორგანიზონ ნებისმიერი საკითხი, რადგან ორივეს აქვს საკუთარი სურვილების მატერიალიზაციის უნარი. მათ უყვართ შრომა: ქალი-თხის რქა ახდენს მიზნების დასახვას და მათი მიღწევის სამოქმედო გეგმის გაწერას, ხოლო მამაკაცი-კურო ეძებს საჭირო მეთოდებს და გზებს. მნიშვნელობა არ აქვს რომელი იქნება ხელმძღვანელი და რომელი დაქვემდებარებული - საერთო ენის გამონახვა არასოდეს იქნება პრობლემა.